ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ არ უშველის საქმეს სააკაშვილის რეჟიმის სიუსტე თუ ოპოზიციამ არ შეცვალა ბრძოლის მეთოდებაი.
მაგალითი. ყველ პარტია არის შეშინებული და ხმას არ იღებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის თაობაზე.
არაა ეხლა ეს საკითხი მოდაში. არა და მოვა დრო როდესაც ეს აუცილებლობა იქნება.
ვიცი მე გამოვარდებიან ეხლა რუსოთუმობის მაძიებელი ბიჭები და არიქას დაიკიჟინებენ, მაგრამ პოლიტიკაში კუნთების თამაში და კიჟინით არ კეთდება საქმე.
ოპოზიციური პარტიის პროგრამის საგარეო კურსთან დაკავსირებით ასეთ პრიორიტეტებს დავსხავდი.
1 საქართველოს სწრაფვა ევროსტრუქტურებში.
ამისათვის აუცილებელია არა მარტო ევრო სტრუკტურებთან მჭიდრო კავშირი, არამედ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.
(ევროკავშირსაც არ აწყობს ჩვენი გულისათვის რუსებთან ურთიერთობის გაფუჭება).
პროგრამა მინიმუმი: რუსეთთან მოლაპარაკების მიღწევა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის მარატორიუმი სტაუსის დადგენამდე.
საქართველოს მხრიდან, რუსეთის გავლენის სფეროს გათვალისწინება.
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ჯარების განლაგებაზე უარის თქმა (ეს მომენტი გვაწყობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ჯარიც ითვლება ამ ამბეში).
რუსთთან მოლაპარაკების შემთხვევაში შეთანხმების დადება ძალის არგამოყენების თაობაზე.
დანარჩენი შემდგომ.
ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ჩემი აზრით ამ მომენტისათვის აუცილებელი. ურთიერთობების აღდგენის გარეშე ტერიტორიების დაბრუნების შანსი არ არსებობს.
ნაბუკოს ტრუბით ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და ზედმეტი კუნთების ჩვენებით შეიძლება ჯავახეთიც აგვწაპნონ.
პ.ს. თუ სუბარი იქნა რუსეთის მორიგ აგრესიაზე, ზუსტად რომ ჯავახეთში უნდა ველოდოთ ამ ამბეს.
This post has been edited by babuagiorgi on 31 Jan 2009, 02:40