ხაზარ-მასონები "ერისიონს" გაშიშვლებას აიძულებდნენ23.01.2009

გერმანელმა მეოხეებმა “ერისიონის” წევრებს გაშიშვლება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფულს ვერ მიიღებდნენ და ევროპაში სანახაობას ვერ გამართავდნენ.
“ეს ქართული საგანძურია და ამას მხოლოდ ჯემალ ჭკუასელი ვერ მოუვლის”, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჯემალ ჭკუასელმა.
ძნელია, არ დაეთანხმო. როცა საქმე ქართულ სიმღერასა და ცეკვას ეხება, იქ დიდ სიფრთხილე გვმართებს.
“ერისიონი” ახალი დადგმით წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე, მეოხეებიც შეუცვლია, რადგან “ერისიონის” წამოუყენეს მოთხოვნა:
- შეცვალეთ ჩასაცმელი. ქართველმა ბიჭები წელსზევით გაშიშვლებულიყვნენ და გოგოებს უმოკლესი კაბები ჩაეცვათ, ძუძუმკერდი კი სახალხოდ გამოეფინათ, სხვაგვარად გერმანიაში ვერ წამოხვალთო...
- სადაც წავედით, ყველგან უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ.. მათ უნდათ “ხასანბეგურაც” გადაგიკეთონ, “ჩაკრულოც” და ბოლოს ქართული სულიერება გაანადგურონ...
არადა, ჩვენ გვეწერა ხელშეკრულებაში, რომ არ შეიცვლებოდა მომღერალთა და მოცეკვავეთა ჩასაცმელი, ჰანგები და არ გაჟღერდებოდა სხვა ქვეყნის ნაწარმოები...
ქართული სულით...
- მართალია, ჩვენ არა ვართ ხალხური გუნდი, მაგრამ ვართ პირველწყაროს ერთგულები. სხვაგვარად, ყველაფერი ქართული ორ დღეში დაგვენგრეოდა თავზე. ამიტომ, აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს სუფთა ქართული.
მიუხედავად ამისა "ერისიონის" ხელმძღვანელობას უამრავი გადაცდომებისათვის საყვედურობდა ქართული საზოგადოება. მათ შორის გამოირჩეოდა ცნობილი ხალხური სიმღერის მომღერალი გიორგი უშიკაშვილი.
- გიორგი უშიკაშვილი მიუთითებს გუნდ "ერისიონის" ხელმძღვანელებ, რომ არ დაამახინჯონ ქართული სიმღერები და ცეკვები, უცხოელ მეოხეთა მოთხოვნის გამო, რაც ქართული სულის უგულველყოფამდე მიგვიყვანს.
ფული, რომლ ცდუნებასაც მხოლოდ რჩეულნი უძლებენ "ერისიონის" ხელმძღვანელ ჯემალ ჯკუასელს უჭირს იმის გაგება, რომ ფულზე ყველაფრის გაყიდვა არ შიძლება...
***********************************************************************************************
ქართული შემოქმედება არის ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი. ქართველები ჭირშიც და ლხინშიც მღეროდნენ, შაირობდნენ, ცეკვავდნენ. ხალხური სიმღერა თავისთავად ვითარდებოდა, განიცდიდა განახლებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფუძეს არ წყდებოდა.
ამჟამად ჩვენი საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას უთმობს ძველ, ხალხურ სიმღერებს და ამით ქმნის წინაპირობას, მისი ზოგიერთი საგანძური საერთოდ დაიკარგოს. მართალია, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სხვადასხვა გეგმები მათი გადარჩენის მიზნით, მაგრამ მასალის მოცულობის გამო სრულად მაინც ვერ ხერხდება მათი ჩაწერა და ციფრული მატარებლების სახით გავრცელება.
სწორედ, გამოვთქვავთ რა სურვილს შევუერთდეთ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც აკეთებენ ასეთ მამულიშვილურ საქმეს, გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ საერთო მიზნების მქონე პირები და ერთად ვიზრუნოთ ხალხური შემოქმედების გადარჩენაზე.
ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მხოლოდ გატაცებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შევაგროვოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი სიმღერები, გადავიტანოთ ისინი ჩანაწერებზე და ჩავწეროთ ციფრულ მატარებლებზე (CD), და თანდათან მათი გაყიდვიდან შემოსული თანხით გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იგი ხალხისათვის და უბრალოდ, ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულთათვის, მათ შორის უცხოელებისათვისაც.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეგმა არის საქართველოში აქამდე განხორციელებულ გეგმათა შორის ყველაზე იაფი (7 446,6 აშშ დოლარის შესაბამისი ლარებში), თან ამავე დროს უმაღლესი ხარისხი.
მოგმართავთ, ყველა დაინტერესებულ და შესაბამისი შესაძლებლობის მქონე პირებს, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მხარი დაგვიჭიროთ აღნიშნული გეგმის განხორციელებაში.
პატივისცემით,
ბექა გონაშვილი (გეგმის ხელმძღვანელი)
დამატებითი ცნობისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდით:
+995 99 56 71 31
E-mail: bgonashvili@hotmail.com
ICQ: 252967413