მედვედევის და პუტინის დაპირისპირება შეუქცევად ხასიათს იღებს
12:23 13.02.2009
[კახა კაციტაძე]
სანამ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ომით თუ ბრძოლითაა დაკავებული, ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკურ ელიტაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. მმართველ ტანდემში აშკარად გაჩნდა ბზარი, რომელსაც ასევე აშკარად ახასიათებს მიდრეკილება ნაპრალად გადაცქევისკენ. მოკლედ თუ მოვჭრით, პრეზიდენტ მედვედევს აღარ სურს იყოს ეროვნული ლიდერის ანუ ვლადიმერ პუტინის ხელქვეითი. მოახერხებს თუ არა ზრახვის აღსრულებას, ამას დრო გვიჩვენებს.
წარმოდგენილ პუბლიკაციაში იმის ზოგადი განხილვით შემოვიფარგლებით, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მმრათველ ჯგუფში ხდება. ამასთან, არ ვამტკიცებთ, რომ მედვედევის და პუტინის გუნდებს შორის განხეთქილებამ უკვე მიიღო შეუქცევადი ხასიათი, მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისის გაღრმავებამ რუსული ტანდემი რეალურად შეიძლება მართლაც მიიყვანოს დაშლამდე, რაც სათანადოდ აისახება საგარეოპოლიტიკურ სიტუაციაზე.
მოცემული მომენტისათვის ცალსახად გამოკვეთილად შეიძლება დადასტურდეს, რომ მედვედევის გუნდი, სახელდობრ მისი think-tank, სახელად ”თანამედროვე საზოგადოების ინსტიტუტი” (მედვედევი ორ წელზე მეტია ამ ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეიო საბჭოს თავმჯდომარეა) იწყებს პიარ-კამპანიას, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთის ბედის განმსაზღვრავ ანალიტიკურ დაწესებულებას ის წარმოადგენს და არა პუტინის მიერ ხელდასმული, პავლოვსკი-მარკოვის ”ეფექტიანი პოლიტიკის ფონდი”.
თვალშისაცემია ის, რომ ”თანამედროვე საზოგადოების ინსტიტუტის” ლიდერები (იურგენსი, გონტმახერი, იასინი და სხვები) პირდაპირ ურტყავენ რუსეთის მთავრობას (მინისტრთა კაბინეტს) და იძლევიან შეუდარებლად პესიმისტურ პროგნოზებს, ვიდრე პუტინის მინისტრები. სახელდობრ, იურგენსის საჯარო პროგნოზით, რუსეთის მშპ-ს დინამიკა ნულოვანი კი არ იქნება, როგორც ამას მთავრობა აპროგნოზებს (პუტინის ფინანსთა მინისტრი კუდრინი, რომელიც ამავდროულად მედვედევის მოკავშირედაც კი იაზრება), არამედ ათი პროცენტით გამინუსდება. ასეთი გარღვევა პრეზიდენტის და პრემიერის მთავარ მრჩევლებს შორის ერთ რამეს ადასტურებს - მათ გუნდებში (ჯერ არ შევეხებით პიროვნულად პრემიერსა და პრეზიდენტს) არსებობს უღრმესი განხეთქილება მოვლენების შეფასებაში.
გარდა ”თანამედროვე საზოგადოების ინსტიტუტისა” ანტიპუტინურ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ ყოფილი ”სოუზ პრავიხ სილ”-ის აქტივისტები, რომლებიც თვითლიკვიდაციის შემდეგ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ (ერთ-ერთი ლიდერი ბელიხი გუბერნატორადაც კი დაინიშნა), ხოლო მათი მხარდამჭერი ჟურნალისტები და საიტები (ორეშკოვი, ორეხი, როკლინი, საიტები ej.ru, grani.ru და ა.შ.) არანახული გამოთქმებით (Гитлерениш და ა.შ) მოიხსენებენ პუტინს. თავად ფორმაც კი, რომელსაც ისინი უბედავენ პუტინს, უკვე მრავლისმეტყველია. მათ მხარეს გადადის აქამდე პროპუტინული საექსპერტო საზოგადოება სვანიძის ტიპის მედროვეების სახით (ეს ნათლად ჩანს სვანიძის ბოლო ანტიპუტინური პუბლიკაციებიდან).
ამ ადამიანებს ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ გარდა იმისა, რომ არ იციან, საით უბერავს ქარი. სამაგიეროდ, პასიურობენ ან არაქმედითუნარიანად მუშაობენ პუტინის პიარტექნოლოგები. მაგალითად, მარკოვი მის მიერ კონტროლირებად ”lenta.ru”-ში უშვებს მესიჯს: ”მედვედევის რეიტინგი დაეცა”, თუმცა, პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ მედვედევის რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა (თუმცა, პუტინისას მაინც ჩამოუვარდება).
ნაციონალისტური გამოცემები (”zavtra.ru” და ა.შ.) იცავენ პუტინს. რაც შეეხება არასისტემურ ოპოზიციას, კომუნისტებიდან ”იაბლოკომდე”, ისინი იცდიან და ელოდებიან, ვის სასარგებლოდ იქნება ფსონის დადება მიზანშეწონილი.
ელიტაში გაჩენილ დაპირისპირებას ადასტურებს ბოლოდროინდელი ”დაჭერების ომის” ინტენსიფიკაცია. როგორც ”ლიბერალები”, რომლებიც მედვედევის მხარდამჭერად იაზრებენ თავს, ისე პუტინის ირგვლივ თავმოყრილი ”ძალოვნები” ბოლო მეოთხე კვირაა აწყობენ დაპატიმრებების და საქმეების აღძვრების კასკადებს. ”ძალოვანების” ყველაზე დიდი წარმატება იყო ”პრავოე დელოს” ერთ-ერთო ლიდერის ჩიჩვარკინის (მოსკოვის სუპერმარკეტების ქსელ ”ევროსეტის” მეპატრონის და ანტიპუტინური ძალების ერთ-ერთი პოტენციური სპონსორის) წინააღმდეგ საქმის აღძვრა.
სამაგიეროდ, ”ლიბერალების” მცდელობით, ჟურნალისტის ცემის ბრალდებით დააკავეს სვერდლოვსკის ოლქის პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი დემინი (ნიშანდობლივია, რომ ბრალდების თანახმად მან ჟურნალისტი სცემა, როდესაც ეს უკანასკნელი იღებდა ”ინომარკებზე” ტარიფების შემოღების საწინააღმდეგო მიტინგს); აგრეთვე მექრთამეობის და კორუფციის ბრალდებით დაკავებულია ორი გენერალი (მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სამხედრო კომისარი გენერალ-მაიორი გლუშენკო და სამხედრო-სამშენებლო ძალების მაღალჩინოსანი).
”ლიბერალების” ბოლოდროინდელი უდიდესი გამარჯვება იყო ”ძალოვნების” მიერ თითქმის ერთი წლის წინ დაკავებული, ვიცე-პრემიერ და ფინანსთა მინისტრ კუდრინის მოადგილე სტორჩაკის გათავისუფლება. ის არა მხოლოდ გაათავისუფლეს, არამედ თანამდებობაზე აღადგინეს კიდეც (რაც რუსულ პრაქტიკაში ჩვეულებრივი რამ ნამდვილად არაა). თანაც, სტორჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთის გადარჩენის ერთადერთი გზა საგარეო სესხებია, რასაც ცხადია პოლიტიკური მოთხოვნებიც მოჰყვება.
ბოლო ოთხ კვირაში 20-მდე დაპატიმრების და გათავისუფლების ისეთი შემთხვევა დააფიქსირდა, რომლებიც შეიძლება პუტინის და მედვედევის გუნდებს შორის დაძაბულობის ზრდას უკავშირდებოდნენ. პუტინის დავოსში ყოფნისას მედვედევი დემონსტრატიულად შეხვდა ყოფილ პრეზიდენტ გორბაჩოვს. განხილვის თემა იყო ადვოკატ მარკელოვის მკვლელობა, რომელიც ”ძალოვნებს” მიეწერება. მედვედევმა ფაქტობრივად ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ცალსახად არ დაუჭირა მხარი მოკლულის ჭირისუფლებს და საჯაროდ არ დაგმო მკვლელობა.
ასევე ნიშანდობლივი იყო ბაროზოსა და მედვედევის შეხვედრა, რასაც მოგვიანებით მცირე, მაგრამ შესამჩნევი შეხლა-შემოხლა მოჰყვა ბაროზოსა და მედვედევის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
მედვედევმა შეაჩერა დუმაში სამთავრობო ცვლილებების გატანა, რომელიც სახელმწიფო ღალატის და ჯაშუშობის ბრალდებების განვრცობითი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.
აშკარად ანტიპუტინური ნაბიჯი იყო მედვედევის მიერ ადამიანის უფლებათა დამცველი კომისიის თავმჯდომარედ ელა პანფილოვას დანიშვნა. ამ უკანასკნელმა კომისია სასწრაფოდ აავსო პუტინის ყველაზე ხმამაღლა მაგინებლებით (ორეშკინი, იურგენსი...). თანაც, განაცხადა რომ ბიუროკრატები ამ პიროვნებებს აცილებას უპირებდნენ, მაგრამ საქმის ვითარება პრეზიდენტის პირადმა ჩარევამ შეცვალა. M
მედვედევმა პირდაპირ განაცხადა: ”несмотря на давние товарищеские отношения с премьер-министром Владимиром Путиным, он не собирается закрывать глаза на недостатки работы правительства и в ходе рабочих встреч регулярно обращает на них внимание”.
დაპირისპირების ნიშანია მედვედევის დემონსტრატიული ქმედებები სამხედრო სფეროში. პუტინის მიერ მისი ეპოქის სიმბოლოდ ქცეული სტრატეგიული რაკეტა ”ბულავას” წარუმატებელ გამოცდებს მედვედევი დემონსტაციულად არ ესწრება. სამაგიეროდ, ასევე დემონსტრაციულად ესწრება პუტინის მიერ დაწუნებული რაკეტა ”სინევას” გამოცდებს და საჯაროდ აცხადებს, რომ ”სინევა” ამ კლასის საუკეთესო რაკეტაა (”ბულავად” წოდებულ ჯართში პუტინის გუნდმა უზარმაზარი თანხები იშოვა).
ამ დროს უცნაური გარღვევაა შუა აზიის ფრონტზე, როდესაც მედვედევი პუტინის პროტაჯიკური განცხადებების შემდეგ მხარდაჭერას ჰპირდება უზბეკეთს, რასაც ტაჯიკეთის პრეზიდენტის მხრიდან უპრეცენდენტო დიპლომატიური დემარში მოსდევს.
ნიშანდობლივია თავად ნებართვა იმაზე, რომ რუსულმა ინტერნეტ-მედიამაც კი ღიად დაიწყო რუსეთის წინაშე მდგომი ურთულესი პრობლემების განხილვა. მაგალითად, ფართოდ და ღიად განხილვა იმისა, რომ რუსეთში სამხედროებს ხელფასებს უგვიანებენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ თემის ”ზემოდან” დაშვების გარეშე.
რუსეთში მიმდინარე პროცესების ანალიზიდან ჩანს რომ:
1. ელიტის გავლენიან ნაწილს - ე.წ. ლიბერალებს - ეშინიათ, რომ უკმაყოფილების ტალღა წალეკავს მათ და შესაძლოა რეჟიმის გადასარჩენად პუტინის გაწირვა გაუხდეთ. მათ უპირისპირდება ე.წ. ”ძალოვნების” გუნდი, რომელსაც პუტინის იქით გზა არ აქვს.
2. პუტინ-მედვედევის გუნდების პოტენციური დაპირისპირება აისახება საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის საქართველოზეც. ამასთან, არ უნდა გაგვიჩნდეს ილუზია, რომ ”ლიბერალები” ”ძალოვნებზე” პროქართულები იქნებიან. თუმცა, სიტუაციის მონიტორინგი და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული მუდმივი ანალიზი აუცილებელი რომ არის, ამაზე დავას ვფიქრობ არავინ დაიწყებს.
3. პუტინ-მედვედევის დაპირისპირებას ჯერ არ მიუღწევია შეუქცევადი წერტილისათვის, მაგრამ ვფიქრობთ საქმე ობიექტურად აქეთ მიდის. თავად რუსული ორხელისუფლებიანობის არსიც და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ამას ხელს უწყობს. თუ საბოლოო განხეთქილება მოხდა, ჩვენი აზრით, ის რუბლის ”დაწოლასთან” იქნება დაკავშირებული (ავტორიტეტული ექპსერტები ამას აგვისტოში ვარაუდობენ, თუმცა როდის მოხდება, უფალმა უწყის), რის შემდეგაც მედვედევმა (თუ მანამადე საერთოდ
http://presa.ge/index.php?text=news&i=6133