აააჰა, რაღა გვიჭირს თუ ადგილობრივები მაინც შედიან

პროტოპრესვიტერო, გივი თარგამაძე თქვენი სულიერი შვილია ?

=============================================
15-20 წუთს მნიშვნელობა არა აქვს?!
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გუდაუთაში
რუსული დამრტყმელი ავიაციის განთავსებაში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს. სამწუხაროდ...
«ინტერპრესნიუსით» გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გუდაუთაში ბომბორას სამხედრო აეროდრომზე რუსული ბომბდამშენების განთავსებაში განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს. თარგამაძის თქმით, რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალების სამიზნე საქართველოა, საჭიროების შემთხვევაში მათი ბომბდამშენები რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოში ძალიან სწრაფად შემოვიდნენ და 15-20-წუთიან განსხვავებას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო.
გივი თარგამაძე სამოქალაქო პირია და შეიძლება ვერ ხვდებოდეს, თუ რას ნიშნავს 15-20 წუთით ადრე მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის აღმოჩენა საჰაერო თავდაცვისთვის, მაგრამ ის ხომ 4 წელია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარეა და ვალდებულია, ერკვეოდეს ასეთ სერიოზულ საკითხებში.
ჯერ ერთი, რუსეთიდან შემოფრენილი დამრტყმელი თვითმფრინავები (როგორც ბუდიონოვსკისა და კრასნოდარის პოლკების Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, ისე Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენები) ჯერ მაღალ სიმაღლეზე გადალახავდნენ კავკასიის ქედს, რაც ქართულ რადიოლოკატორებს ომის პირველ ორ დღეს (მათ განადგურებამდე) საშუალებას აძლევდა დროულად აღმოეჩინათ შეტევაზე წამოსული მტრის თვითმფრინავები.
მეორეც, ქართველი მეზენიტეებისთვის (როგორც Бук-ზე ისე Rafael-ზე) არათუ წუთებს, წამებს ჰქონდა მნიშვნელობა, რათა მოესწროთ სამიზნეების აღმოჩენა, «ჩაჭერა» და მართვადი საზენიტო რაკეტების გაშვება.
ამიტომაც 15-20 წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საჰაერო თავდაცვის გათვლებისთვის და თუკი მათ ასეთ შემთხვევაში დროის მარაგი ექნებათ, ეს წარმატების დიდი გარანტიაა.
მაგრამ გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე 20-მდე დამრტყმელი თვითმფრინავის, მათ შორის მოიერიშე Су-25-ებისა და Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების შესაძლო განთავსება სხვა მიზეზითაცაა საშიში.
ბომბორას სამხედრო აეროდრომზე ბეტონის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი (მისი სიგრძე 3070 მ-ია) ზღვის სანაპიროზე გადის (ბილიკის ბოლოდან სანაპირომდე ასიოდე მეტრია). აეროდრომიდან აფრენილ დამრტყმელ რუსულ თვითმფრინავს არ დასჭირდება სიმაღლის აღება და ფრენის გაგრძელება ზღვის თავზე ძალიან დაბალ სიმაღლეზე (50-100 მ) შეუძლია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფოთიდან და, მით უმეტეს, სენაკიდან ქართული რადიოლოკატორები ვერ შეძლებენ გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომიდან აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავების აღმოჩენას. რუსული მოიერიშეები და ბომბდამშენები კი დაბალ სიმაღლეზე მიუახლოვდებიან ფოთის სამხედრო პორტს (ან სხვა სტრატეგიულ ობიექტებს საქართველოს სანაპიროსთან, მათ შორის შეიძლება ბათუმშიც), სწრაფად აიღებენ სიმაღლეს და გაუშვებენ «ჰაერი-მიწა» კლასის რაკეტებს ან ჩამოყრიან ბომბებს...
ასეთ შემთხვევაში ქართული საჰაერო თავდაცვა (თუკი ის იქნება განთავსებული ფოთის სიახლოვეს) ვერც კი მოასწრებს რეაგირებას.
ცუდია, როდესაც ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს რეალურ საფრთხეებს, ისევე, როგორც აგვისტოში, როცა მათ თითქმის გამორიცხეს რუსეთის უშუალო ჩაბმა ცხინვალისთვის ბრძოლაში, რამაც ტრაგიკული შედეგები მოგვიტანა...
========================================
და ეს პიტალო უნდა იყოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე?!
This post has been edited by ჩოხა on 9 Feb 2009, 11:53
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა