რა თქმა უნდა ძია რუსეთი. კარი ყოველთვის ღია აქვს

დაივიწყეთ ნატო, დაივიწყეთ დასავლეთი . როგორ გავს რუსების მოწოდებებს...
აბა რა ვქნათ? ყველაზე ცუდი ისაა, რომ უმეტესობას გაცნობიერებულიც არ აქვს რა გვეღირსა და რა ბედნიერები ვართ , რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც არის დამოუკიდებელი !!! გადახედეთ ერთი ჩვენ ისტორიას, რამდენი საუკუნე ვიყავით სულ დამოუკიდებელი?! მართალია, ტერიტორიები წაგვართვეს, ნახევრად დაგვიპყრეს, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერებაა , რომ ვხოვრობ პატარა ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებელია და თAვისი სახელი აქვს ამხელა მსოფლიოში.
ჯერ ეს გაათვითცნობიერეთ და მერე გამოდით მოწოდებებით რა უნდა დავივიწყოთ და რა არა. ჩვენ გვაქვს 2 გზა. ან დასავლეთი ან რუსეთი !. ვინც მესამე გზა იცით დაწერეთ, ნუ მოგერიდებათ. მაგრამ ეჭვი მეპარება რამე დაწეროთ.
ჩვენ ავირჩიეთ დასავლეთი და ამისთვის საკმაოდაც დავზარალდით, მაგრამ რაც მთავარია ვართ
დამოუკიდებელი ქვეყანა რომელსაც საკუთარი სუვერენიტეტი გააჩნია და არა რუსეთის გუბერნია, რაზეც აქ მყოფი ბევრი "მოაზროვნე" ოცნებობს.
დამოუკიდებლობას 2 რამე უნდა, მოპოვება და შენარჩუნება. როგორც წესი, შენარჩუნების პროცესი ბევრად უფრო რთულია, მითუმეტეს როცა ამხელა საღორე გყავს მეზობლად.
რაც არ უნდა იტიროს ბევრმა და თავში ხელები იშინოს, ჩვენ დამოუკიდებლობას აღარ დავკარგავთ უბრალოდ იმიტომ, რომ მეტი აღარაფერი შეგვრჩა !