დიდი ყურადღებით წავიკითხე თავიდან ბოლომდე
დიდი მადლობა ყველას. შენიშვნების გათვალისწინებას ვცდილობ ხოლმე, ხან გამომდის ხან არა.
მურზაყან ბატონი იტყოდა, რომ არ გამომდის
იყო რამდენიმე ბრალდება, რომელიც არ დავმალავ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მომეჩვენა ამდენად არ დავიწყებ მათზე საუბარს. რაც შეეხება ჯაბა იოსელიანს. მე მის გადასვენებას ვითხოვდი და ვითხოვ. ქვეყნის დამაქცევარი კაცის ადგილი პანთეონში არაა. მე მისი ძვლების გადაყრა არასოდეს დამცდენია და არც დამცდება. ის უნდა გადაასვენონ, ისიც დიდუბეში დაკრძალული რამდენიმე ჩეკისტიც, სტალინის დედაც და ასე შემდეგ. გადაასვენონ და არა მათი ძვლები გადაყარონ
პატრიოტობაზე თავი არასდროს დამიდია და არც ვდებ და საერთოდ ეს სიტყვა მძულს. მე ჩემსას ვაკეთებ, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ. მე ჩემი სინდისის წინაშე მინდა მართალი ვიყო და ვინ რას იტყვის ამაზე ქმედების დროს არ ვფიქრობ ხოლმე
არც რემბოობაზე ვდებ თავს - ღმერთი რჯული. როცა ვილაპარაკე იმიტომ ვილაპარაკე, რომ მიმიწვიეს და მთხოვეს. მე თვითონ არავისთვის მითხოვნია. ვისაც სალაპარაკო აქვს ომზე ილაპარაკოს.
რუსები არ მძულს - აი, წუხელ მთელი ღამე ვერტინსკის ვუსმენი თუ ძალიან აინტერესებს და დარწმუნებული ვარ ვინც მე რუსთმოძულეობაში მდებს ბრალს იმას ჩემზე ათჯერ ნაკლები რუსი მეგობარი ეყოლება, მაგრამ მე მძულს ყველა რუსი და სხვა ჯიშისაც ვინც ჩემ ქვეყანას ჯიჯგნის. მიგრანიანები, ზატულინები, ბორისოვები, პუტინები და სხვები და სხვები.
ყველასთან ბოდიში, მაგრამ ჩემი ხალხის დამწიოკებლებს ვერასოდეს შევიყვარებ
აი, კალუგელ ნატალიას კი ვერაფრით შევიძულებ, ვერც როსტოველ ირკას

ისინი საფლავის კარამდე თბილად გამახსენდებიან
არც ოსები მძულს - ასე, რომ ყოფილიყო გორში 12 ტყვე ოსიდან ერთს თუ არ დავხვრეტდი ვცემდი მაინც. მე კი სხვების მსგავსად სიტყვა არ მითქვამს მათთვის. შემეცოდნენ, ჩვენი ტყვეების ცემით მომკვლელი ოსებისგან განსხვავებით
ასე და ამგვარად - მე არასოდეს მამოძრავებდა ყველაზე მაგარი ჟურნალისტობის ამბიცია და არც ახლა მამოძრავებს. და საერთოდაც მე ჟურნალისტად არ დავბადებულვარ, დავიბადე ქართველად, ვოცნებობდი ოფიცრობაზე და შემდეგ გავხდი ჟურნალისტი. ჟურნალისტად არ მოვკვდები, მაგრამ ქართველად კი. ამდენად მე როგორც მესმის ისე მინდა ამ ქვეყანას რაიმე ხეირიანი გავუკეთო. ვხედავ, რომ რაღაც პატარა ხეირის მოტანა შემიძლია ჟურნალისტობით, ჰოდა ვრჩები ჟურნალისტად. როგორი ვარ საშუალო, მაგარი, თუ მაგარი ბანძი ეს თქვენ შეაფასეთ და აკი აფასებთ კიდეც
მე ვეცდები შენიშვნები გავითვალისწინო
ესაა და ეს
პატივისცემით - აქ შექებულ-გაკრიტიკებულ-გალანძრული ალექსანდრე ელისაშვილი