წეროვანში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია საბავშვო ბაღად გადაკეთდება და დევნილებს გადაეცემა
სანამ მოსახლეობა ქამრების შემოჭერას დაიწყებს, მანამდე ეს საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი ეკონომიკური სირთულეა, რომელიც ხალხს აიძულებს ქამრების მოჭერას და ხარჯების დაზოგვას, თუმცა ეს უპირველეს ყოვლისა მთავრობამ უნდა გააკეთოს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ყველა უწყებას დაავალა ხარჯების შემცირება და ეს არის აუცილებელი ნაბიჯი.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო მოხელეებიც მოიჭერენ აუცილებლად ქამრებს და მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტიდან წამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის უწყებასაც ეხება ქამრების შემოჭერის საკითხი და მისი თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება წეროვანში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია გადაკეთდეს საბავშვო ბაღად და გადაეცეს წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს.
გარდა ამისა, მისი თქმით, გასაყიდად მომზადდება უახლოეს პერიოდში ზუგდიდისა და ბათუმის ცენტრებში განთავსებული რეზიდენციები.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ამ მიმართულებით დაზოგილი თანხა “იაფი კრედიტის” გაცემას და ჯანდაცვის პროგრამების გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
მარტიდან ახალი სამთავრობო პროგრამა “ფული ყველა სოფელს” ამოქმედდება
image
მარტიდან ახალი სამთავრობო პროგრამა “ფული ყველა სოფელს” ამოქმედდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
პროგრამის თანახმად, სოფლებს გარკვეული რაოდენობით თანხა დაურიგდება, რაც ადგილებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა, პროგრამა სოფლებში ეკონომიკის გაღვიძებას შეუწყობს ხელს.
“ყველა სოფლის გაზიფიკაციის პროგრამა ძალაშია. გაზიფიკაცია გაგრძელდება და მიმდინარე წელს 60 000 ახალი კომლის გაზიფიცირება მოხდება. პროგრამა კი სრულად 2010 წლის ბოლომდე დასრულდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება აზოტის ქარხნისგან 24 მლნ ლარის ღირებულიების გვარჯილა შეიძინა, რომელიც სოფლის მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, მარტიდან დაიწყება სოფლის გზების რეაბილიტაცია.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=12949&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.