გოკა გაბაშვილი - ძალიან რთულია გააკრიტიკო ის ინიციატივები, რომელიც დღეს პრეზიდენტის გამოსვლაში იქნა მოსმენილი
image
ფრაქცია “ნაციონალების” სახელით დებატებში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა, რომელმაც წინა გამომსვლელების მიერ დაყენებულ საკითხებს გასცა პასუხი.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ რა დროც არ უნდა ყოფილიყო შესვენება, ძალიან გაჭირდებოდა აღნიშნულ გამოსვლაში კრიტიკული თემის პოვნა, რადგან გაბაშვილის განცხადებით, ძალიან რთულია გააკრიტიკო ის ინიციატივები, რომელიც დღეს პრეზიდენტის გამოსვლაში იქნა მოსმენილი.
მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება სადაზღვევო სისტემას და ახალ სადაზღვევო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება მიიღოს ხელმისაწვდომი დაზღვევა.
გარდა ამისა, გოკა გაბაშვილის განცხადებით, არაფერია საკრიტიკო იმაში, რომ ქვეყანაში გაიზრდება პენსიები, ასევე გაიზრდება ხელფასები მასწავლებლებისათვის.
მისი თქმით, არც იმაშია გასაკრიტიკებელი არაფერი, რომ 2010 წლისათვის ქვეყანაში დასრულდება კომუნალური მრიცხველების პრობლემა და ყველა აბონენტი ინდივიდუალურად გადაიხდის თავის მიერ დახარჯულ თანხას.
გარდა ამისა, გოკა გაბაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურების პრობლემა და ასევე თავისუფალი სიტყვისა და აზრის მოსმენა, რადგან, მისი თქმით, დღეს საქართველოში სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი მოისმინო ტენდენციური, ობიექტური, სუბიექტური თუ რაიმე სხვა სახის აზრი.
როგორც გოკა გაბაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის მოხსენებაში ნათლად იყო წარმოჩენილი ქვეყნის გამოსავალი, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოსვლა კრიზისული ვითარებიდან.
გოკა გაბაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მონოპოლიებზე საუბარი მიმიმუმ 6 წლით მაინცაა დაგვიანებული, ვინაიდან ყველას ახსოვს, რომ ქვეყანაში იყო ერთი მეღვინე, ერთი დამზღვევი და ერთი მებენზინე.
მისი თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტზე საუბრი კი 6 თვით მაინც დაგვიანებულია, რადგან შექმნილია ჯგუფი, რომელიც მისი ფინდამენტურ რეფორმაზე მუშაოებს.
რაც შეეხება “ენგურჰესს” გაბაშვილის თქმით, მემორანდუმი გაფორმებულია არა ოკუპანტთან, არამედ გაფორმდა რუსულ კომპანიასთან.
Y”ყოველთვის არის რისკი, რომ რუსეთი გამოიყენებს ამას, როგორც ენერგეტიკულ იარაღს, მაგრამ სწორედ საკუთარი თავის დასაზღვევად, რომ რაც შეიძლება გაურთულდეს ჩვენთვის პრობლემების შექმნა, იმ კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ისედაც ბევრი აქვს დასაკარგი და რომლისთვისაც ყველაზე რთული იქნება საქართველოში არასწორად წარმოება თავისი საქმისა”, - აღნიშნა გაბაშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წესად არ იქცეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტს ურჩევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წესად არ იქცეს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“შარშან დაშვებული პრეცედენტი არ უნდა იქცეს წესად. ყველა სირთულისა და კრიზისის შემდეგ არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე”, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=12971&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.