მიხეილ სააკაშვილი - უნდა შეიქმნას სისტემა, როცა პრეზიდენტი არ ერევა არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს მოვა ახალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. ამის შესახებ სააკაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ დრომდე კი უნდა შეიქმნას სისტემა, როცა პრეზიდენტი არ ერევა არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ძირითადად, კი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
“მიუხედავად იმისა, რომ კოტე კუბლაშვილი ჩემი მეგობარია, მე არასდროს არ ჩავრეულვარ სასამართლოს გადაწყვეტილებაში~, - აღნიშნა პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილი – რუსეთი ბერლინის კედელს აფხაზეთში საკუთარი ჯარისკაცებისთვის აშენებს
რუსეთი ბერლინის კედელს აფხაზეთში საკუთარი ჯარისკაცებისთვის აშენებს, რათა ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოიქცნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ამ კონტექსტში მან ცხინვალის რეგიონიდან რუსი ჯარისკაცის, ალექსანდრე გლუხოვის გამოქცევა ახსენა.
სააკაშვილის თქმით, რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მტერი არა რუსეთი, არამედ ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის პოლიტიკაა.
პრეზიდენტმა იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ პუტინი და მედვედევი საკუთარ გამოსვლებში საქართველოზე თითქმის ყოველდღე საუბრობენ. “თუ რუსეთმა მოიგო ომი და ყველა ამოცანა შეასრულა, რატომ ხდება ესე?”, - ინტერესდება სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი გამოსვლა ჩვენი მიღწევებით თავის მოწონებას არ ითვალისწინებდა
ჩემი გამოსვლა ჩვენი მიღწევებით თავის მოწონებას არ ითვალისწინებდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა.
მისი თქმით, ის როგორც პასუხისმგებელი ლიდერი მოვალეა იყოს რეალისტი და პასუხისმგებლობით მიუდგეს თითოელ მის სიტყვას და ხალხს სიმართლე უთხრას.
საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრ გიორგი ახვლედიანის ინიციატივას ახალი სამთავრობო უწყების შესახებ.
მისი თქმით, იმ პირობებში როცა საუბარია “ქამრების შემოჭერაზე”, ახალი უწყების და ახალი ბიუროკრატიის შექმნა, ამის სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა იქნებოდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში არსებობდა ანტიმონოპოლიური სამსახური, თუმცა იყო მონოპოლია და არსებობდა დასაქმების სამსახური, მაგრამ არ იყო დასაქმება.
მისი თქმით, დასაქმების სამსახური მხოლოდ, ამ სამსახურის თანამშრომლებს დაასაქმებს.
პრეზიდენტი იზიარებს ოპოზიციის წარმომადგენელთა შეშფოთებას წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით.
“ახლა ჩვენ ჩვენი უშუალო მითითებით მივიღეთ ნორმები, რომლითაც მსოფლიო ბაზარზე სერტიფიცირებული ყველა წამალი ავტომატურად დაიშვება საქართველოს ბაზარზე. ეს წინგადადგმული ნაბიჯია”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=12973&hd_line=1