maransky
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1575
წევრი No.: 22021
რეგისტრ.: 26-July 06
|
#12962872 · 15 Mar 2009, 17:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეც (ჩვენი) ჩერნომორეცი...
ერთ-ერთ წინა წერილში საკმაოზე მეტი მოგიყევით იმის შესახებ, თუ რამხელა გავლენა აქვს ნიუ-იორკის რუსულენოვან დიასპორაზე ეგრეთ წოდებულ რუს ებრაელთა წარმომადგენლებს და მე რასაც ვუყურებ, ამ "გემზე" კაპიტნები სულ ოდესიდან არიან - ყოველ შემთხვევაში, თუკი სადმე რამე იწერება ან ითქმება, ყველაფერი ოდესით ან ოდესიდან დასტურდება და ეს საფეხბურთო კლუბი, უფრო სწორად, საფეხბურთო სკოლა "ჩერნომორეციც" "იმ ოპერიდან" უნდა იყოს... კი ნოვოროსიისკისაც ვიცოდით და ალბათ სხვა რომელიმე შავიზღვისპირა ქალაქის გუნდსაც ერქვა ეს "ჩერნომორეცი", მაგრამ ნიუ-იორკის რუსულ დიასპორას რომ ოდესური "გონი" ალაპარაკებს, სიტყვაზე უნდა მენდოთ და ახლა კი საფეხბურთო სკოლაზე. მისი რეკლამა ჩვეულებრივია. ზუსტად ისეთი, როგორიც ამერიკაშია მიღებული: აი, ამას ვაკეთებ, გთავაზობ... მართალია ფულს გახდევინებ, მაგრამ ეს ხომ ისევ შენთვის არის კარგი, რა ბედენაა ფული, როცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნები იმაზე კარგად, ვიდრე იყავი... ჰოდა, უკეთესი რომ გაგხადო, ამისთვის მჭირდება ის ფული, მეტისთვის კი არაფრისთვისო... "ჩერნომორეცის" რეკლამის შინაარსი დაახლოებით ასე გადმოიცემა: ამა და ამ ცნობილმა პიროვნებებმა გავხსენით ეს საფეხბურთო სკოლა, სადაც გარდა ფეხბურთის თამაშისა, ბავშვებს სწორად და სწრაფად აზროვნებას ვაჩვევთ. ისედაც ცნობილია, რომ ნავარჯიშები ბავშვი 25 პროცენტით სწრაფად აზროვნებს, ვიდრე უვარჯიშებელი, ამავე დროს, თქვენს მოზარდს ავაშორებთ კომპიუტერსა და გასუქებას, პირველი მეცადინეობა უფასოა, ვამზადებთ უმაღლესი სპორტული სკოლების დონეზე და იმის იქით კარიერააო... ასაკი 4-დან 19 წლამდე (სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ფეხბურთელიო), მოგემსახურებით ტრანსპორტით, ვაწყობთ ბანაკებს ნებისმიერი არდადეგების დროს და ვიღებთ მონაწილეობას ნიუ იორკი სითისა და შტატ ნიუ იორკის ტურნირებში... რაც შეეხება იმას, ჭრის თუ არა რეკლამა, ვიქტორ კანევსკისა და მატვეი ჩერკავსკის "ბრენდ ნეიმობით" გამაგრებული ეს სკოლა სამხრეთ ბრუკლინში საკმაოდ პოპულარულია და ახლა კიდევ ერთ უბანში, სტეიტენ-აილენდში გახსნეს ფილიალი... ამავე დროს ვიკტორ კანევსკის სახელთანაა დაკავშირებული სპორტული ცეკვების სტუდიაც ბრუკლინშივე, მაგრამ ეს ის ვიკტორ კანევსკი არ გეგონოთ, ან შვილია, ან ნათესავი - იმიტომ, რომ კიევის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ნაღდად არაა იმ ასაკში სალსა, რუმბა და ჩა-ჩა-ჩა ასწავლოს ხალხს... სკოლას საკმაოდ ნორმალური მიღწევები აქვს: 1998 წელს დაფუძნებულა და სულ რაღაც 4 წელიწადი დასჭირვებია, რათა პირველი შედეგები მოემკო. 2002 წელს ინტერლიგის U-10-იანებს შორის მეორე ადგილი, 2002-03 წელს, კოსმოპოლიტან ლიგის U-16-იანების ტურნირში ასევე მეორე ადგილი, იმავე წელს, ამავე ლიგის U-12 ტურნირშიც მეორე ადგილი, კოსმოპოლიტან ლიგის 2001-02 წლის U-10 ტურნირის გამარჯვებული, 2002-03 ჩელენჯ კაპის ნახევარფინალი U-19-ებს შორის... მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 33 ტურნირი დაუმთავრებიათ ბრუკლინელ ჩერნომორეცელებს მეტნაკლები წარმატებით და ეს გვარიანად ეამაყებათ... სხვათა შორის, თორმეტწლამდელებსი ლიგა არგენტინას თასიც მოუგიათ (!)... სკოლის ყველაზე მთავარი გუნდი A-ტაიმია, რომელშიც ბოლო მონაცემებით 19 ფეხბურთელი შედიოდა და ჩვენთვის საინტერესო ლაშა გოლეთიანის გარდა, გაგრაში ნათამაშები იური მერგოროდსკია... ბრუკლინელებს გუნდში ერთი ბურიაკიც ჰყავთ, მაგრამ ვინ არის, საიდან ან რა კავშირი აქვს ჩვენში აგრერიგ ცნობილ ლეონიდ ბურიაკთან, ეგრეც ვერ დავადგინე... მართალია, სკოლაში სავარჯიშოდ 4 წლიდან იღებენ ბავშვებს, მაგრამ გუნდები U9-დან კომპლექტდება. იწყება U9-დან და მთავრდება ცხრამეტწლამდელებით. ამათ შორის არიან U11, U12, U13, U15, U16 გუნდები და ბუნებრივია, თითქმის ყოველ მათგანში ვარჯიშობს და უვარჯიშიათ ქართველ ბიჭებს, რომელთა ოჯახები ყისმათმა ნიუ-იორკში გადაასახლა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ ჩამოვთვლი იმ ქართველი ბავშვების გვარ-სახელებს, რომლებიც ბრუკლინური "ჩერნომორეცის" სხვადასხვა ასაკის გუნდებში გამოსულან და აქვე წინასწარ გეტყვით, რომ მათ შორის ყველაზე სახელიანები U-12 წლამდელებში "კოსმოპოლიტან კაპის" მომპოვებლები გური და გიორგი დოლიძეები არიან... მაშ ასე: ლაშა დარახველიძე, დავით წერეთელი, გიგი კაშაშვილი, ილია დარახველიძე, გური და გიორგი დოლიძეები, გიორგი კიკვაძე, გიორგი ჩირგაძე, ბორის კახიანი, ბაჩო გიორგაძე... სხვათა შორის, "ჩერნომორეცს" თავისი არსებობის მანძილზე პრობლემებიც შეხვედრია, შეუწყვეტია და განუახლებია მოზარდების მიღება, მაგრამ ის, რომ დროს შერცა და ამ მომენტისათვის საფეხბურთო სკოლა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მუშაობს, სოკერის არცთუ ისე მოყვარულ ამერიკაში სერიოზული საქმეა... ჰყავთ სპონსორები (რომელთა სპექტრი მრავალფეროვანია, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ანგარიშები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყოს), ჰყავთ მეგობრები, აქვთ კავსირი დოქტორ შტენდერის სამედიცინო ოფისთან და აი, ასე ცხოვრობენ - ფეხბურთით და ფეხბურთის გარშემო ისე, კიდევ ერთი რამეა საინტერესო და
|