Johnnie Walkerპრესა.გე წავა?

ცოტა გავხალისდეთ

ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: ჩვენ დავმთავრდებით!
- ”ვკითხე, ამბობენ, გურჯებში მრავალი მოღალატის პოვნა შეიძლება, და თუ მართალია-მეთქი. ამაზე ალი-მირზამ გაიღიმა და მომიგო, ბუნებით ყველა გურჯი მოღალატეა, ოღონდ ეგ არის, ზოგს ეძლევა ღალატის საშუალება და ზოგს არაო, - მერე დაუმატა, - მაგრამ მოღალატესთან საქმის დაჭერას სიბრძნე სჭირდება, რადგან, ვინც მოყვარეს უღალატებს, ის მტერსაც უღალატებს, შენი მტრის მოღალატე ან უნდა მოკლა ან ძალიან დიდი ჯამაგირი გაუჩინოო.
ბრძენი იყო ალი-მირზა, თანაც გურჯებსა და გურჯისტანს, ჩანს, მართლა კარგად იცნობდა. შურიანები არიანო, გვითხრა, ერთიმეორის სიკეთე მოსვენებას უკარგავთ და, ვინც მათს ამ თვისებას ბრძნულად გამოიყენებს, როცა დასჭირდება, ერთმანეთს იოლად გადაჰკიდებსო”
ჯემალ ქარჩხაძეს ცნობილი მოთხრობის: ”რაჰათ-ლუხუმის” ზემოთმოყვანილ აბზაცს ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე წავაწყდით. მოღალატეების თემა და ”გურჯული მოღალატეობა” ბოლო დროს, სამამაულო ფორუმებზე, რატომღაც აქტიურად განსახილველი თემა გახდა.
Watermelon Man: ”ჯერ კიდევ გაზაფხულზე რუსთავი 2-ზე გავიდა სამარცხვინო სიუჟეტი, რომელშიც ინგა გრიგოლია და სხვანი (რ2-ის მაშინდელი ჟურნალისტები) უფასო რეკლამას უკეთებდნენ რუსულ სოციალურ ქსელ ადნაკლასნიკებს.
ადნაკლასნიკებში ისედაც ბევრი რეგისტრირდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ადნაკლასნიკების ბუმი კიდევ 1-2-ჯერ გაიზარდა. დღეს ადნაკლასნიკები, ბუნებრივია, აღიარებს აფხაზეთს.
გარდა ამისა, ადნაკლასნიკებში ყოფნა არის რუსულ იმპერიულ სივრცეზე მიბმის კიდევ ერთი მექანიზმი. თან საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუ ამას არ მოევლო და ყოველი ახალი თაობა გაადნაკლასნიკდა, ამ ჩამორჩენილი კოლონიური მდგომარეობიდან შორს გაფრენა არ გვიწერია.
ამიტომ დღესვე საძებნია გამოსავალი. თანაც ადვილი ეს არ იქნება. რა ალტერნატივები არსებობს? ნორმალური ქართული სოც. ქსელი ჯერჯერობით არ გვაქვს. (ვიღაცეები იტყვიან, ესა და ეს ქსელი არისო ნორმალური, მაგრამ მე არ დავეთანხმები)
ამიტომ ერთადერთი გამოსავალია საერთაშორისო ქსელები. დღესდღეობით ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო ქსელია fecebook.”
მაშინ, როდესაც საქართველოში ახალი პრობლემები მატულობს, მით უფრო და უფრო იზრდება საზოგადოებაში უკმაყოფილების განცდა.
TOTALMAN:”დღეს, როდესაც ჩვენ სამშობლოში ხდება უამრავი დანაშაული და ხელისუფლება უშვებს ძირეულ შეცდომებს, ამ მომენტში აღარ არის დრო მოცდის და დანებების. დღეს, როდესაც საქართველოში ეკონომიკა დაშლილია და სოციალური პირობების რეგრესი და ვარდნა სახეზეა, აღარ არის დრო სრული სტაბილიზაციის და ჩვენი სამშობლოს ნგრევაზე თავის ქნევის.
დღეს, როდესაც ქვეყანაში დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, გვყავს ათასობით ლტოლვილი და ჩნდება სეპარატიზმის ახალი კერები, მაშინ აღარ არის დრო სიმშვიდისა და საკუთარი აზრის შეზღუდვის და არ წარმოთქმის. დღეს, როდესაც ქვეყანაში პრეზიდენტად ზის ისეთი პიროვნება, რომელიც ხალხს არ აურჩევია და ფაქტობრივად ახდენს ხელისუფლების უზურპაციას, აღარ არის დრო მშვიდად აზროვნებისა და უქმად ჯდომის.
სწორედ ასეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში, რომლის ერთი მესამედიც ოკუპირებულია და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისათვის რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს დეოკუპაცია და ჩვენი იურისდიქციის აღდგენა მთელ ტერიტორიაზე”
მათ ვისაც, 7 ნოემბერი ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ და გაზის სუნი ისევ ცხვირში უღიტინებთ, არ ვურჩევ ფორუმელNimbus-ის მოსაზრებების წაკითხვას.
Nimbus:”მე მხარს ვუჭერ იმ ხალხის გასამართლებას, ვინც 7 ნოემბერს ქვეყანა ნორმალური განვითარების კურსიდან ძალით გადაიყვანეს და ეს პირველ რიგში ჩვენ კრეტინულ და ისტერიულად არაკონსტუქციულ ოპოზიციას ეხება.
7 ნოემბერი იყო ტრაგედია, როცა რამოდენიმე ადამიანმა სრულიად დამსახურებულად თავში მიიღო? თუ 2008 წლის აგვისტო, როცა ნამდვილი (!) ქართველი პატრიოტები ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ ურიცხვ მტერთან და გმირულად იღუპებოდნენ?
არ გვეშინია! არ გვეშინია! აი თუ არ გეშინიათ წადით და რუსები ახალგორიდან გამოდევნეთ თუ მაგრები ბრძანდებით..
2007 წლის ნოემბერში დაიწყო ის ჯანდაბა, ყველამ ჩათვალა რომ არაფრად ღირს ჩვენი ქვეყანა, ამერიკელებმაც/ევროპელებმაც გადაგვისროლეს რუსეთის ხახაში - აღიარეს კოსოვო, პუტინი კი იმუქრებოდა რომ თუ აღიარებთ საქართველოს...
მოკლედ ყველანი მაგრები ხართ! უდანაშაულო ხალხი კი დაიღუპა. 7 ნოემბერს არ გეშინოდათ არა?”
ალბათ ჩვენს უმრავლესობას ჰქონია შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში აღმოჩენილი, უცებ გაიფიქრებ „ეს უკვე იყო” , „აქ უკვე ვიყავი” ან „ეს ხომ უკვე გამოვიარე” - საუბარია ე.წ. დეჟავუზე. როგორც ჩანს, ეს განცდა სხვა ყველა მოკვდავთან ერთად, ფორუმელებსაც აწუხებთ.
ჩოხა: ”შემიძლია დავიფიცო, რომ ზუსტად ასეთი განცდა მქონდა საღამოს, ტელევიზორის ყურებისას. ვუსმენდი საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშს და მქონდა ძალიან, ძალიან რეალური განცდა, რომ ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი მქონდა, იმდენად რეალური იყო ეს განცდა, რომ ტრიბუნაზე ჭაღარა მოხუცის აჩრდილიც კი „დავინახე”, რომელიც ზურგს უკან ედგა პრეზიდენტს და ავბედითი, ცინიკური, მზერით უყურებდა თავის აღზრდილს.
გუშინდელ პრეზიდენტის მოხსენებასთან შემთხვევით არ გამივლია მე პარალელი მის წინამორბედზე, შეიძლება ვინმეს არ ახსოვს, მაგრამ მე ახლაც თვალწინ მიდგას როგორ საუბრობდა პატივცემული შევარდნაძე სოფლის მეურნეობაზე, მეჩაიობაზე, მეცხოველეობაზე, როგორი შემართებით და ენერგიით კითხულობდა წინასწარ დაწერილ ტექსტებს „ინფორმაციული საუკუნის” და კომპიუტერ-ინტერნეტიზაციის შესახებ, მოკლედ საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე”
ჩამობნელდა ქვეყანაში ბატონებო, ჩამობნელდა და ზოგი შავ კატებს ეძებს, ზოგი კი შავი კატის როლს თამაშობს. მალე გაზაფხული მოვა, სიბნელეში კი შავი კატები (განსაკუთრებით გაზაფხულის პირას) როგორც იქცევიან ვფიქრობ ყველას მოგვეხსენება. სიფრთხილეა საჭირო.
გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმუშევრობის გამო ხალხს უჭირთ იპოთეკური კრედიტების მომსახურებაო. გადაუხდელობის გამო რომ ბანკებმა ადამიანები ქუჩაში არ გამოყარონ, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ბანკებისგან გირაოში არსებული ბინები და ხალხს ამით უნდა დაეხმაროსო.
FC Liverpool:”ამ საქმისთვის დაახლოებით 2 მლრდ. $ საჭირო, ე.ი. იმაზე მეტი, ვიდრე სახელმწიფოს ხელთ არსებული რეზერვები ( 1,5 მლრდ. $). ბიუჯეტი ამდენს ვერ გაქაჩავს.
ჰოდა, პოპულისტობა თარგამაძეს ნამდვილად ვეღარ დაეხმარება საბინაო ფონდის შექმნასა და დაფინანსებაში. შეიძლება, ცხონებულმა პატარკაციშვილმა სულაც უანდერძა მილიარდები, რომელიც მის პირად ანგარიშზეა კრემლში დეპონირებული.
სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ამდენი ფულის მოგროვება, თუნდაც თარგამაძემ ყველა ქრისტიან-დემოკრატი მთლიანად რიოს სტრიპტიზ-ბარებში რომ დაასაქმოს.
დაგერხათ მაკლერებო, საქმე აღარ გექნებათ!”
ამონაწერი მომავალი კანონიდან: პრეზიდენტი ვერ უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირი. პრეზიდენტი ვერ უნდა გახდეს პირი რომელსაც ცოლად ყავს საქართველოს მოქალაქების არ მქონე პირი. პრეზიდენტი ვერ უნდა გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი და ვერ უნდა გახდეს პირი ვისაც ცოლად ყავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. ამ პირობებს კი ვასრულებს და აბა რაღა მიჭირს, აწი.
Badriko:”მიხეილ სააკაშვილი დღესაც არ აპირებს გადადგომას და აწი მის გადადგომას არანაირი ფასი არა აქვს. საქმე ისაა, რომ აგვისტოს ომის დროს იყო პერიოდი, როდესაც სააკაშვილის გადადგომას შეეძლო პუტინის ამბიციების დაკმაყოფილება.
ვიმეორებ, იმის გამო, რომ ქართველთა ბრმა და ემოციურმა ნაწილმა ანუ იმის გამო, რომ ქართველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეიფარა პრეზიდენტი სააკაშვილი ფსევდო-პატრიოტული, უფრო სწორედ არაპრაგმატიული და კონტრპროდუქტიული ლოზუნგების ქვეშ, საქართველო სამ ნაწილად დაიყო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი ერი არის თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რომელიც სააკაშვილის უტვინო პოლიტიკას მოჰყვა.
თბილისში ჩამოსულმა პრზიდენტებმა კი საქართველოს დაშლის ხარჯზე ენით აღუწერელი საქმე გაუკეთეს თავიანთ ქვეყნებს: რუსეთი აწი ვერ გაბედავს ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ ომს, რადგან ასეთ შემთხვევაში ”კუდი გამოუჩნდება”! ასე გამოგვიყენეს ჩვენ, იდიოტები! ამერიკელებიც გვიყენებენ და გაგვყიდიან კიდეც ირანზე! სწორედ ამიტომაც ამბობს კრემლი უკვე უარს კალინინგრადში ისკანდერების დაყენებაზე! მიღო აფხაზეთი და აწი რად უნდა იქ ისკანდერები ?!”
დაბოლოს, გული ვერ მომითმენს, რომ ფორუმული პოეზიის შედევრი არ ვახსენო. ეს ლექსი ბატონ (არ გამოვრიცხავ რომ ქალბატონ) Codex-ს ეკუთვნის. ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები!
- ”თქვენ,
ნაცრისფერო ”კუკლავოდებო” ცათამბჯენების კაბინეტებიდან
ხელები შორს ჩვენი ტრანსფორმაციაში ჩაკარგული
სამშობლოებისგან
ჩვენ,
ლიბერალიზმში და საბაზრო ეკონომიკაში ჩატოვებულები
დღესაც ვებრძვით წარსულის აჩრდილებს
თქვენ,
ევრაზიული კონსტელაციების მესვეურებმა, იღლიამდე
მოთხვრილი ხელები ნავთის სუნად მხრჩოლავი
ადამიანური სისხლში - გამოიტანეთ მზის შუქის ქვეშ
და მოინანიეთ
თქვენ სახეგაშავებულ ღმერთებზე ონანირებისას
თქვენ,
შეგიძლიათ იყიდოთ ჩვენი სახლები
თქვენ შეიძლება იყიდოთ ჩვენი ქვეყნები
თქვენ შეიძლება იყიდოთ და ათამაშოთ ჩვენი ქვეყნების
უსუსური მარიონეტი ჩინოვნიკები
ჩვენ,
მუდამ დავრჩებით ერთიანი ტრანსოფრმაციული იდეალების უკანასკნელი მეციხოვნენი
შეგვარჩინეთ ჩვენი ალკოჰოლით გაჟღენთილი მანკიერებები
და მოგვეცით შანსი ”ნენადარტალელთა” ბედნიერების!
მაგრამ ერთადერთი რასაც ვერასოდეს შეძლებთ
იყიდოთ ჩვენი სულები
და წაგვართვათ თქვენ ამაზრზენ
”დემოკრატიულ” ხარაჩოებზე ჩასახული
ჩვენი გაბზარული ოცნებები.
თქვენ აუცილებლად დამთავრდებით!”
http://presa.ge/index.php?text=news&i=6159