ერთი ასეთი თემა ადრე გავხსენი და ჩამოვწერე ბევრი რამ, აქაც დაგიკოპირებთ თუ შეიძლება
აბსოლუტიზმი - მმართველობის სახეობა, რომელშიც პოლიტიკური ძალაუფლებაკონცენტრირებულია კონკრეტული პიროვნების ან მცირე ჯგუფის, კერძოდ, აბსოლუტური მონარქიის ხელში.
ავტონომია - სიტყვასიტყვით, თვითმმართველობა,საკუთარი ბედის კონტროლის უნარი გარეშე გავლენათაგან დამოუკიდებლობის პირობებში.
ავტორიტარიზმი - რწმენა, რომ მკაცრი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზემოდანაა დაწესებული, სასურველი ან აუცილებელია და, აქედან გამომდინარე უპირობო მორჩილებას საჭიროებს.
ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი.
ანომია (ზემოთაც მეწერა, მაგრამ ცოტა გაურკვევლად) - ღირებულებათა და ნორმატიული წესების დასუსტება, რაც იზოლირებულობის, მარტოობისსა და უმნიშვნელობის გრძნობებს უკავშირდება.
ახალი მემარცხენეობა - იდეოლოგიური მოძრაობა, რომელიც ცდილობს გააცოცხლოს სოციალისტური აზრი განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების რადიკალური კრიტიკის შემუშავების გზით, ყურადღების გამახვილებით დეცენტრალიზაციის, მონაწილეობისა და პიროვნული გათავისუფლების საჭიროებაზე.
ახალი მემარჯვენეობა - იდეოლოგიური მიმართულება კონსერვატიზმში, რომელიც მოიცავს საბაზრო ინდივიდუალიზმსა და სოციალური ავტორიტარიზმის ნაზავს.
ბურჟუაზია - მარქსისტული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების მმართველ კლასს, საწარმოო სიმდიდრის მფლობელი.
გლობალიზაცია - ურთიერთდაკავშირებულობის რთული ქსელი, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს შორს მიღებული გადაწყვეტილებები ან მომხდარი მოვლენები, გლობალიზაცია ერ-სახელმწიფოთა მზარდ შეღწევადობას (გამტარობას) ასახავს.
დევოლუცია - ძალაუფლების გადაცემა ცენტრალური მთავრობიდან დაქვემდებარებული რეგიონული ორგანოებისთვის, რაც საზიარო სუვერენულობის წარმოშობას არ გულისხმობს (განსხვავებით ფედერალიზმისგან)
დემოკრატია - ხალხის მმართველობა. დემოკრატია გულისხმობს, როგორც ხალხის მონაწილეობას, ისე მთავრობის დგომას საზოგადო ინტერესის სამსახურში, რაც შეიძლება მრავალგვარი ფორმით განვითარდეს.
დეტერმინიზმი - რწმენა, რომ ადამიანთა ქმედებები და არჩევანები მთლიანად გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. დეტერმინიზმი გულისხმობს, რომმ თავისუფალი ნება მითია.
დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი ავტონომიის გაფართოება ეროვნული ან ცენტრალური ორგანოებიდან უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გადაცემის გზით.
დისკურსი - ადამიანთა ურთიერთქმედება, კერძოდ, კომუნიკაცია.დისკურსს შეუძლია ახსნას ან ილუსტრირება გაუკეთოს ძალაუფლებრივ ურთიერთობებს.
ეგალიტარიზმი - თეორია ან პრაქტიკა, რომელიცეფუძნება თანასწორობის დამკვიდრების სურვილს. ეგალიტარიზმს ზოგჯერ განიხილავენ როგორც იმის რწმენას, რომთანასწორობა უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენს.
ეკოცენტრიზმი - თეორიული ორიენტაცია, რომელიც, ადამიანთა ადამიანთა მიზნების განხორციელების საპირისპიროდ, პრიორიტეტს ეკოლოგიური ბალანსის დაცვა-შენარჩუნებას ანიჭებს.
ელიტიზმი - ელიტის ან უმცირესობის მმართველობის რწმენა.
ვიტალიზმი - თეორია, რომლის მიხედვითაც , ცოცხალი ორგანიზმები თავიანთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს უნივერსალური "სასიცოცხლო ძალისგან" იღებენ. ვიტალიზმი უფრო ინსტინქტსა და იმპულსზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ინტელექტსა და გონებაზე.
თეოკრატია - სიტყვასიტყვით - ღვთის მმართველობა.პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიური ხელისუფლება უნდა პრევალირებდეს პოლიტიკურზე, ჩვეულებრივ, სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობით.
იდეალიზმი - პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს მორალურობისა და იდეალების მნიშვნელობას.
ინდუსტრიალიზმი - ეკონომიკური თეორია ან სისტემა, რომელიც ემყარება მსხვილ საფაბრიკო-ქარხნულ წარმოებასა დაკაპიტალის განუწყვეტელ დაგროვებას.
კაპიტალიზმი - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სიმდიდრეს ფლობენ კერძო პირები ან ბიზნესები და სამომხმარებლო ნივთები იწარმოება გაცვლის მიზნით, ბაზრის კარნახით.
კლასიკური ლიბერალიზმი - ტრადიცია ლიბერალიზმში, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გააფართოვოს შეუზღუდავი ინდივიდუალური ქმედების არეალი, რაც, როგორც წესი ხორციელდება მინიმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით და საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობით.
კომუნიზმი - სიმდიდრის საერთო საკუთრების პრინციპი. კომუნიზმის ცნება ხშირად გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით იმ მოძრაობებისა და რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნება.
კოოპერაცია - ერთობლივი მუშაობა. კოლექტიური ძალისხმევა ურთიერთსარგებლის მისაღწევად.
კონსესუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე, რამაც შეიძლება დასაშვები გახადოს შეუთანხმებლობა დეტალებსა და კონკრეტულ საკითხებზე.
კოსმოპოლიტიზმი - სიტყვასიტყვით - მსოფლიო სახელმწიფოს რწმენა. უფრო ხშირად აღნიშნავს ზრუნვით მიღწეული ჰარმონიისა და ერთა ურთიერთგაგების რწმენას.
ლეიბორიზმი - სოციალისტური პარტიების მხრიდან გამჟღავნებულიტენდენცია, ემსახურონ ორგანიზებული შრომის ინტერესებსიმის მაგიერ, რომ უფრო ფართო იდეოლოგიურ მიზნებს მისდევდნენ.
ლიბერალური დემოკრატია - დემოკრატიის სახეობა, რომელიც მოიცავს როგორც შეზღუდულ ხელისუფლებას, ისერეგულარული და კონკურენტული არჩევნების სისტემას.
მემარცხენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიც ხასიათდება ისეთი პრინციპებისადმი სიმპათიით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და პროგრესი.
მემარჯვენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიცხასიათდება ისეთი პრინციპების მიმართ სიმპათიით, როგორიცაა ძალაუფლება, წესრიგი, იერარქია და ვალდებულება.