#12639449 · 17 Feb 2009, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მორიგი ბნელი თემა.
ჯერ ერთი, რომ ფეხით გადასვლაზეა საუბარი და მის შეზღუდვაზე ეს კი ცივილურ ქვეყნებს შორის გავრცელებული პრაქტიკაა. აქვს რიგი მიზეზებისა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეც იმ ინფორმაციის ამარა ვარ დარჩენილი, რასაც ჩვენი პროფესიონალიზმით განთქმული ტელევიზიები ასხივებენ. ამიტომ ამ თემაზე არ გავგრძელდები.
ნიშანდობლივია აგრეთვე აჟიოტაჟი ვიზებთან დაკავშირებით. ჩვენი ტელევიზიები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბრობენ. ასეთი რამ უკვე მოხდა მაგ. მოლდოვაში, რომელმაც ცოტა ხნით ადრე თურქებს გაუმკაცრა სავიზო რეჟიმი. ვინაიდან თურქეთს არ აქვს გამარტივებული რეჟიმი ევროკავშირის პოლიტიკა ამას კარნახობს ჩვენნაირ ქვეყნებს, რომ სამაგიეროდ თავისი საზღვრები უკეთ დაიცვან ასეთი პრივილეგიით არმოსარგებლე ქვეყნებთან.
და რაც ყველაზე მთავარია არავინ ახსენებს სავიზო რეჟიმის გამარტივების კონტექსტში რეადმისიის შეთანხმებებს. სავიზო რეჟიმის გამარტივება აგვისტოს ომს ან რაიმე სხვას კი არ უკავშირდება, არამედ ასეთი შეთანხმებების საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმებას. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს მისი ევროპაში არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებაზე, მათ რეინტეგრაციაზე და სოციალურ-ეკონომიკურ ადაპტაციაზე სამშობლოში. მე მაგალითად ეს უფრო პოზიტიურად მიმაჩნია ვიდრე სავიზო რეჟიმის გამარტივება. თუმცა ერი სხვაგან ფიქრობს და რა გინდათ. საქართველოს სადღეგრძელოში და საქართველოდან გაქცევაში ერთდროული შეჯიბრი ან მარაზმია ან დებილიზმი.
|