ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური გუნდი წარუდგინა
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის სახეები უკვე ცნობილია. გუნდის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადამიანები, ვისთან ერთადაც აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას ალასანია აპირებს, ამ უკანასკნელმა საზოგადოებას დღეს თავად წარუდგინა. პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლეი ესწრებოდნენ. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი პოლიტიკიაში უანგაროდ მოდის, რათა ქვეყანას ემსახუროს", - განაცხადა პრეზენტაციაზე ალასანიამ.
ახალი პოლიტიკური გუნდის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი ალასანია (დაბადებული 21.12.1973 წელს. დაოჯახებული. დაამათავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო უშიშროების აკადემია. სპეციალობა - საერთაშორისო სამართალი. გამოცდილება: 1993-1998 - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; 1998-2000 - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2002-2004 - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე; 2004-2005 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005-2006 - საქართველოს უშიშროების მდივნის მოადგილე; 2005-2006 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 2006-2008 - გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი),
გიორგი ჩიქოვანი (დაბადებული 24.12.1960 წელს. დასაოჯახებელი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: ისტორია და სამართალი. გამოცდილება: 1991-1992 წლებში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1998 - სოხუმის ადმინისტრაციის მეთაურის პირველი მოადგილე, სოხუმის მერის პირველი მოადგილე; 1998-2004 - სოხუმის მერი; 2004-2006 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2007 წლიდან დღემდე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი),
ალექსი პეტრიაშვილი (დაბადებული 24.08.1970 წელს. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: ეკონომიკური გეოგრაფია. გამოცდილება: 1995-1998 - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამსახურში სახელმწიფო მრჩეველი; 1998-1998 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 1998-2001 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2001-2002 - საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მისია ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში - უფროსი მრჩეველი; 2002-2004 - საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში - უფროსი მრჩეველი; 2004-2009 - საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი),
ნინო გოგუაძე (დაბადებული 2.12.1958 წელს. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: ქიმიკოსი. გამოცდილება: 1980-2005 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1997 - საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი; 1994-1996 - საბუნებისმეტყველო კოლეჯში ქიმიის მასწავლებელი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი; 1998-2001 - არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების თანამედროვე ცენტრის" თანადამფუძნებელი; 2000-2001 - საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი; 2002-2003 - საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო კურიკულუმის კომპონენტის კოორდინატორი),
ვიქტორ დოლიძე (დაბადებული 4.07.1973. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი. გამოცდილება: 1998-1999 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 1999-2000 - საქართველოს საელჩოს ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში - მრჩეველი; 2000-2001 - საქართველოს საელჩოს ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოში, ლუქსემბურგის საჰერცოგოში საქართველოს მისია ევროგაერთიანებებთან და ნატოსთან - მრჩეველი; 2001-2004 - საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან - მრჩეველი; 2004-2005 - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009 - საქართველოს საელჩო - ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი),
დიმიტრი ტვილდიანი (დაბადებული 30.06.1956. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. სპეციალობა: ექიმი. გამოცდილება: 1979-1980 - მოსკოვის ხელოვნურ ორგანოთა და ტრანსპლანტაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - ასპირანტი; 1981-1986 - აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1991 - აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-2001 - სამედიცინო ინსტიტუტი "აიეტი"-ს დამფუძნებელი; 2001 წლიდან დღემდე - DIMAS RADIOLOGY – პრეზიდენტი),
ლევან მიქელაძე (დაბადებული 26.02.1957. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი. სპეციალობა: ეკონომიკური გეოგრაფია. გამოცდილება: 1992-1994 - საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი; 1995-1996 - საქართველოს საელჩო - ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში – მრჩეველი; 1996-2002 - საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მისია ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი; 2002-2006 - საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2006-2007 - საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი მისია ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან დღემდე - "ტეტის პეტროლეუმ ლიმითიდ" - საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი),
შალვა შავგულიძე (დაბადებული 28.10.1957. დაამათავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა. გამოცდილება: 1981-1983 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი; 1988-1991 - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994 - საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის (სახელმწიფო ბრალდების) სამმართველოს პროკურორი; 1999 წლიდან დღემდე - იურისტთა და ადვოკატთა კავშირი "პროცესი" დამფუძნებელი, წევრი; 1996 წლიდან დღემდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი),
ზურაბ აბაშიძე (დაბადებული 3.05.1973. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: იურისტი. გამოცდილება: 1996-1998 - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწე; 1998-2000 - საქართველოს უშიშროების საბჭო – მრჩეველი; 2000-2004 - საქართველოს იუსტიციის საბჭოს იუსტიციის საბჭოს მდივანი, იუსტიციის საბჭოს წევრი; 2004-2005 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი; 2005-2007 - აფხაზეთის მთავრობა - მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2007-2008 - საქართველოს კონტროლის პალატა - გენერალური ინსპექციის უფროსი; 2008-2009 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი).
http://pirveli.com.ge/index.php?option=com...=19299&Itemid=1 This post has been edited by Iraklion on 16 Feb 2009, 19:09