მინისა და მინერალური წყლების კომპანია`` ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძოლებს
``ნაბეღლავი``, შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობას აღარ აპირებს
„საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია“ რადიო „კომერსანტს“ პირველად ექსკლუზიურად უდასტურებს, რომ ბორჯომის წყლით სარგებლობის სალიცენზიო აუქციონში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. როგორც რადიო „კომერსანტს“ „თი ბი სი ჯგუფის“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, კომპანია უკვე ემზადება აუქციონში მონაწილეობისთვის.
,,ჩვენს კომპანიას ,,ბორჯომზე“ 15 წელია პასუხისმგებლობა აქვს აღებული და გადაწყვეტილებას ლიცენზიის ხელახლა შესაძენად არ შეცვლის“ –განაცხადა ჯაფარიძემ.
კომპანია „ნაბეღლავი“ კი ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარს აცხადებს. ამის შესახებ „ნაბეღლავის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ნაბეღლავის“ ხელმძღვანელობა აქამდე აცხადებდა, რომ თუ „ბორჯომი“ აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებდა, აუქციონში „ნაბეღლავი“ ჩაერთვებოდა. „ბორჯომის“ ამჟამინდელი მფლობელების გადაწყვეტილების შემდეგ კი „ნაბეღლავმა“ აუქციონში მონაწილეობა გადაიფიქრა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ გუშინ ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მინისტრის განმარტებით, ორთვენახევრის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა ლიცნზიის ამჟამინდელ მფლობელ „მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთან“ და მათგან ამ ხნის განმავლობაში არცერთი პრეტენზია არ მოუსმენიათ.
“რაც შეეხება აუქციონის პირობებს. ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზიის გასხვისების პირობებში არაფერი მიუღებელი არ არის. პიარის და განცხადებების კეთებას, უმჯობესია აუქციონში მიიღო მონაწილეობა და თანხა გადაიხადო. აუქციონი არის ღია და გამჭვირვალე და მასში ყველა მსურველ კომპანიას შეუძლია მონაწილეობის მიღება”-განაცხადა მინისტრმა
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=5788&ct=2