kvarkvareარგუმენტი არის არგუმენტი და არა მარჩიელობა ანუ ის რასაც წერ ("რუსეთი მაინც არ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს თუნდაც უარი ვთქვათ დასავლეთზე და დსთ-ში შევიდეთ....არც ტერიტორიები გვექნება და არც დასავლური დემოკრატია-ო").
მაგონდება გივი ბერიკაშვილის სიტყვები : "შენ ხელი დაადე, და მე შემრცხვება თუ არა, ეს ჩემი საქმეაო".
აი, ჩვენ უნდა მოვაწყოთ ეს მოლაპარაკება და იმასაც ვნახავთ, გამოვა თუ არა.
საქართველოს სახელმწ. ინტერესები მოითხოვს, რომ სტეფანე და 3G კი არ უნდა წავიდეს იქ იმ სიმღერით, არამედ უნდა შედგეს დიდი მოლაპარაკება რუსეთთან.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ სარკოზი აპირებდა კიდევ ერთ შუამავლობას, მაგრამ სააკაშვილმა სტკიცა უარი : ნატოს ამბავი გადაწყვეტილიაო !
იგივე უთხრა სააკაშვილმა პუტინს კრემლში. პუტინმა კი უპასუხა, ამასაც ვნახავთო, კვიპროსს მიღებ აფხაზეთშიო.
უარესი გაგვიკეთეს რუსებმა.
რატომ ?
იმიტომ რომ იმ ველურებსა და მხეცებს ვაბრაზებთ სიტყვებით:
ნატო !
საქართველო-აშშ ხელშეკრულება!
ფეკალური წყლები !
და ეხლა კიდევ მოსკოვში ვმღერივართ :
We don't wanna Put In !
კი ბატონო, ყველაფერში ჩვენა ვართ მართლები !
მაგრამ ეს კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კუთხეში მიყენებული ველური რუსები "ბრაზდებიან" (გნებავთ ამოიღეთ ბრჭყალები), ტარანზე მიდიან და გვანგრევენ და კიდევ უფრო დაგვანგრევენ ევროვიზიის შემდგომ.
რუსები ამბობენ, მაინც უკანონოდ ვიქცევით და სანამ დროა ბარემ რაც შეიძლება მეტი თევზი დავიჭიროთო !
რა ერთი უკანონობა გაგვიკეთებია და რა 38-იო, მაინც გვაკრიტიკებს დასავლეთიო.
ქართველები კი გვაძლევენ ჩვენი გაბრაზების ახალ-ახალ საბაბებსო.
მოკლედ სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი ხართ.
სააკაშვილს ისე უნდა წასვლა, რომ რაც შეიძლება მეტი ავნოს პუტინს. საქართველოზე არ ფიქრობს.
პუტინი კი საპასუხო სვლებს აკეთებს.
სააკაშვილის და პუტინის შესაძლებლობები კი სხვადასხვაა.
იქ სიმღერით ვავნებთ რუსთს
აქ კი 8000 ჯარისკაცს მეორე 8000-ს დაუმატებს იმ We don't wana Putin-ის ჯიბრზე.
ყვარყვარე, იცი რა მიკვირს ?
აი, მცირე ერი ვართ ქართველები.
ერთი საქართველო გვაქვს, დანგრეული საქართველო.
ჰოდა, ყველას სხვადასხვანარად გვესმის მისი ხსნის გეგმა.
აი, ეხლა გეტყვი, თ რას ვფიქრობ შენზე და ბევრ სხვაზე.
თქვენ ქვეცნობიერულად უკვე გადაწყვიტეთ ასე :
ის მიწები მაინც დაკარგულია და ეხლა მოსკოვში მაინც ჩავუშხამებთ ზეიმს.
მე და ჩემნაირები კი ვფიქრობთ:
თეორიულად კიდევ არის შანსი რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, ოღონდ გვმართებს გაიძვერა მელიას პოლიტიკა.
ანუ ჯერ მოვეფეროთ, ასე 20-50 წელი, შემდეგ კი როცა წაიბორძიკებენ ეგ ღორები, დავცხოთ!
დაბოლოს, ზიხარ ბუხართან და ამბობ, მაინც ვერ დავიჭერ ნადირს და სჯობს აქვე დავრჩე, არ წავალ სანადიროდო.
აი, უნდა წახვიდე და ვინც ეძებს ის იპოვის, ვინც უცდის, ის გადაეყრება და
ვინც საქმეს დაავლებს ხელებს ბრჭყალებით, ის გამოიყვანს მას!
P.S.
მოდერატორებს უმორჩილესად ვთხოვ არ ჩაიდინონ ისტორიული დანაშაული და ყვარყვარესა და ჩემი გასაუბრება არ ამოიღონ აქედან ოფტოფიკის საბაბით. ეს არაა ოფთოფიკი. რაც ამ გვერდზე ვთქვით, ესაა ის საძირკველი, რაზეც დგას საკითხი : წავიდეს თუ არა სტეფანე და G3 მოსკოვში. 71-ე გვერდიდან ველი, რომ მსჯელობა სწორი კუთხით წარიმართება.
ვიმეორებ. პუტინის კიდევ უფრო გაღიზიანება არ შეიძლება. კიდევ უფრო დაგვანგრევს. წარმოიდგინე, რომ აღიზიანებ იმას, ვინც შენს სახლშია შემოჭრილი და ხელში ყუმბარები უჭირავს ! აი, იმას ხომ უნდა მოეფერო ?! აი, ეს არ გესმით! უკვე ვერ აზროვნებთ, ქართველებო! ისე დაგიბნელათ თვალები სისხლის აღების წესმა, რომ ვერ იხედებით წინ!
ღირს კი მოსკოვში გულის 5 წუთიანი მოფხანვა,

,

,

,

,

და მისთანები საქართველოს საბოლოო დანგრევის სანაცვლოდ ?!
აი, ეს მითხარით!
This post has been edited by badriko on 25 Feb 2009, 15:07