mdogviა. კიდო

,,მალე უსასრულობა მშთანთქავს და მე მინდა ამისათვის მზად ვიყო…’’
,,როდესაც ადამიანი სწავლას შეუდგება, მას არასოდეს არა აქვს ზუსტი წარმოდგენა შედეგებზე. მისი მიზანი ბუნდოვანია, განზრახვანი არამყარი. ის ელოდება ჯილდოს, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რა გამოცდები ელის წინ.
სწავლა ყოველთვის ისეთი არ გამოდგება ხოლმე, რასაც მისგან მოელიან. ყოველი ნაბიჯი- ეს ახალი ამოცანაა და შიში, რომელსაც განიცდის ადამიანი, იზრდება უმოწყალოდ და მტკიცედ. მისი მიზანი აღმოჩნდება ბრძოლის ველი. და ამგვარად მის წინაშე წარსდგება პირველი ბუნებრივი მტერი: შიში!
საშინელი მტერი, ვერაგი, ულმობელი. ის იმალება ყოველი მოსახვევის უკან მიმპარავი და დადარაჯებული. და თუ ადამიანი ათრთოლდება მისი სახის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი ბოლოს მოუღებს მის ძებნას. ადამიანი უკვე ვეღარასოდეს გახდება ცოდნის ადამიანი.
ის შეიძლება გახდეს ყბედი, ან უვნებელი შეშინებული ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული.
რათა გადალახო შიში, მხოლოდ ის არის საჭირო, რომ არ გაიქცე.
ადამიანმა უნდა დაამარცხოს თავისი შიში და მის წინააღმდეგ გადადგას შემდეგი ნაბიჯი შესწავლისაკენ, კიდევ ნაბიჯი და კიდევ. ის შეიძლება იყოს სრულიად დაშინებული და მაინც, არ უნდა გაჩერდეს.
და დადგება დღე, როდესაც მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი ირწმუნებს საკუთარ თავს. მისი განზრახვა განმტკიცდება, სწავლა აღარ იქნება საშიში ამოცანა. როდესაც დადგება ეს ბედნიერი დღე, ადამიანს შეუძლია უყოყმანოდ, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს თანდათანობით ხდება და მაშინ შიში ქრება უეცრად, მყისიერად.
ის, ვინც ერთხელ მაინც გადალახა შიში, თავისუფალია მისგან სიცოცხლის დასასრულამდე, იმიტომ, რომ შიშის ადგილას სიცხადე მოდის, რომელიც ფანტავს შიშს.
იმ დროისათვის ადამიანმა იცის თავისი ყველა სურვილი და იცის, როგორ უნდა მოექცეს მათ. მას შეუძლია აღმოჩენები გააკეთოს თავისთვის, ან გადადგას ახალი ნაბიჯები სწავლებაში და მისი ყველა ქმედება იმსჭვალება მახვილი სიცხადით. ადამიანი გრძნობს, რომ მისთვის არაფერია დაფარული.
და ის ხვდება თავის მეორე მტერს: სიცხადეს!
ეს სიცხადე, ასეთი ძნელად მოსაპოვებელი, ფანტავს შიშს, მაგრამ აბრმავებს კიდეც...
ის აიძულებს ადამიანს, არ დაეჭვდეს საკუთარ თავში. აძლევს რწმენას, რომ ის ცხადად ხედავს ყველაფერს, გამჭოლად. მაგრამ, ეს ყველაფერი შეცდომაა. თუ ადამიანი ნებდება თავის ვითომდა ძლიერებას, ნიშნავს, რომ ის დამარცხებულია მეორე მტრის მიერ და სწავლაში ერთ ადგილზე დაიწყებს ტკეპნას. ის წინ გაიქცევა მაშინ, როდესაც უნდა დაელოდოს, ან დაიწყებს ლოდინს მაშინ, როდესაც დაყოვნება არ შეიძლება.
ასე, ცოდნის ადამიანის მაგივრად, ადამიანი შეიძლება გახდეს მამაცი მეომარი, ან, ვთქვათ, მასხარა. თუმცა სიცხადე, რომლისთვისაც ასე ძვირი გადაიხადა, არასოდეს შეიცვლება ისევ წყვდიადითა და შიშით.
რათა აიცილო დამარცხება, უნდა დაამარცხო სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენო, რათა დაინახო და მოთმინებით ელოდო, და ყოველი ახალი ნაბიჯის წინ ყველაფერი გულდასმით აწონდაწონო. ხოლო მთავარი- იცოდე, რომ მისი სიცხადე სინამდვილეში ილუზორულია.
და ერთხელაც, ის დაინახავს, რომ სიცხადე მხოლოდ წერტილი იყო თვალწინ. ის მხოლოდ ასე შეძლებს გადალახოს თავისი მეორე ბუნებრივი მტერი და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მას ვერაფერი ვეღარ შეეხება. და ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება უტყუარი ძალა.
ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომელსაც ასე დიდხანს მისდევდა, ბოლოს და ბოლოს უკვე ეკუთვნის. მას შეუძლია ისე მართოს ძალა, როგორც მოესურვება. მისი სურვილები-კანონია. ის გარშემო გამჭოლად ხედავს ყველაფერს. და აი ეს ნიშნავს, რომ მის წინაშე მესამე მტერია: ძალა!
ეს ყველაზე მრისხანე მტერია. და რა თქმა უნდა უფრო ადვილია, უბრალოდ დანებდე; ბოლოს და ბოლოს, მისი მფლობელი ხომ ჭეშმარიტად დაუმარცხებელია.
აქ ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე მიზანში იღებს მას. და ის არც ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. მტერმა ის სასტიკ, ახირებულ ადამიანად აქცია. მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას, აღარ დაკარგავს არასოდეს.
ცოდნის ადამიანისგან, საკუთარი ძალის მიერ დამარცხებული ადამიანი იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელი კვდება, ისე, რომ ვერ იგებს სინამდვილეში რა უნდა მოუხერხოს მას. ძალა, ეს მხოლოდ ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთი ადამიანი არ ფლობს საკუთარ თავს და არ შეუძლია, თქვას როდის და როგორ შეუძლია თავისი ძალის გამოყენება.
მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ დროებით იყო ძალის მიერ დაბრმავებული, ხოლო შემდეგ უარი თქვა მასზე, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა და ის კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დამარცხებული, როდესაც მან ყველა ცდა უარყო და ზურგი აქცია საკუთარ თავს.
მესამე მტერზე გამარჯვება გაგებით შეიძლება. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ძალა, რომელიც თითქოსდა მან დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და არც შეიძლება როდესმე ეკუთვნოდეს. ის უნდა გამყარდეს ურყევ ნებისყოფაში, ფხიზლად და უანგაროდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც გაიგო. მას თუ შეუძლია დაინახოს, რომ ნებისყოფის გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, აღწევს ისეთ წერტილამდე, სადაც ყველაფერი მას ემორჩილება.
მაშინ მიხვდება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. ეს კი იმისი ნიშანი იქნება, რომ მან გაიმარჯვა თავის მესამე მტერზე და მისი მოგზაურობა ცოდნაში დასასრულს მიუახლოვდა.
და აქ გაუფრთხილებლად ეწვევა უკანასკნელი მტერი: სიბერე!
ეს ყველაზე სასტიკი მტერია, რომელზეც ვერ გაიმარჯვებ, შესაძლებელია მხოლოდ გაჭიმო შენი დამარცხება.
ეს ის ჟამია, როდესაც ადამიანი გათავისუფლდება შიშებისაგან, მოუთოკავი და გაუმაძღარი სიცხადისაგან, ჟამი, როდესაც მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია. მაგრამ ეს ის ჟამიც არის, როდესაც სრულიად შეიპყრობს სურვილი დაისვენოს, დაწვეს, განცხრომას მიეცეს. და თუ ის მას მისცემს თავისუფლებას, თუ დაღლილობით თავს განცხრომაში გადაიყვანს, მაშინ გაუშვებს თავის უკანასკნელ შერკინებას, და მიპარული მტერი დასცემს მას, გადააქცევს რა ბებერ არაფრისმაქნის არსებად. უკანდახევის სურვილი დააბნელებს მის სიცხადეს, გადახაზავს მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას.
მაგრამ თუ ადამიანი ჩამოიფერთხავს დაღლილობას და ბოლომდე იცხოვრებს თავისი ბედით, ასეთ ადამიანს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ცოდნის ადამიანი, თუნდაც ხანგრძლივად არა, თუნდაც მხოლოდ იმ მოკლე წამს, როდესაც მას ხელეწიფა გაუსწროს უკანასკნელ და დაუმარცხებელ მტერს.
სიცხადის, ძალის და ცოდნის ეს ერთი წამი უკვე საკმარისია.