უკვე მერამდენე თემა იხსნება იმისა, რომ რუსეთი დაგვარტყამს... რუსეთი თბილისს აიღებს... და რავი...
...რუსეთს ოქტომბერშიც უნდა დაერტყა, ახალ წელსაც, დაა ივნისში (უნდა დაგვარტყას)...
თან მარტო ჩვენ კი არა, არამედ კიევს, ბალტიის პირეთს.
მოკლედ, ვიღაცას (რა ძნელი გასარკვევია

) უნდა, რომ იყოს პანიკა, რომელიც ბომბზე არანაკლებ ცუდ საქმეს შვება.
აგვისტოს მერე რო კაცს ეტყვი, ისევ ომი იქნებაო. ისევ ტანკები თვითმფრინავები და ათასი უბედურება წარმოუდგება თვალწინ... და შიშით რაღაცას აღარ გააკეთებს. და ეს "არ გაკეთება" ძაან მძიმედ ისახება სამოქალაქო მდგომარეობაზე.
კიდევ, აშკარაა ის, რომ რუსეთს თბილისის და საქართველოს აღების უფრო მეტი ძალა და შანსი ქონდა, ვიდრე ეხლა... ეგ ნამდვილად ეგრეა, ახლა კი იწყებს ოკუპირებული ტერიტორიების "შემოღობას" (აზრი?.. და მერე მიამატებს დანარჩენ საქართველოს და იტყვის 3 ქვეყანა დავიპყარიო?..).
მოკლედ, მე არ მჯერა მომავალი ომის შესაძლებლობის, იმიტომ, რო რუსეთს არ ახასიათებს ასეთი სწრაფი ქმედებები. (თვეების ინტერვალით)....
რა ვიცი... თქვით თქვენი სათქმელიც.