აგვისტოში წარმოებულმა ომმა რუსეთის გეგმის საბოლოო შესრულება ვერ განახაორციელა. გეგმა სამი ნაწილისგან შედგებოდა და ეს სამხედრო პოლიტიკური გეგმის განხორციელების კლასიკური ვარიანტია:
1. ოპერაციის დაგეგმვა, მომზადება;
2. ოპერაციის განხორციელება;
3. ოპერაციის დასასრული;
რა შეასრულა იმპერიამ აგვისტოს მოვლენების დროს? ჩემის აზრით მხოლოდ პირველი ორი პუნქტი. ვერ შესრულდა მესამე პუნქტი. ოპერაცია ვერ დასრულდა. ოპერაციას დასარული არ ჰქონდა, თუმცა გეგმა იყო. თუ სამხედრო პოლიტიკური გეგმის ზოგად ფორმულაში ჩავსვავთ რეალურ სიტუაციებს, რაც იმპერიამ ჩვენს წინააღდეგ დაგეგმა მივიღებთ შემდეგ სურათს:
1. ოპერაცია დაგეგმვა, მომზადება. 2008წ. აპრილიდან დაიწყო გეგმის მომზადება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. აფხაზეთში რკინიგზის გაყვანა, სპეცდანიშნულების ბატალიონების შემოყვანა, იარაღის შემოტანა სეპარატისტებისათვის. წრთვნების ჩატარება ჩრდილოკავკასიაში, რომელიც იყო ძირითადი მზადება ომის საწარმოებლად.
2. ოპერაციის განხორციელება. რუსეთმა აწარმოა ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს იმ ტერიტორიაზე (სამაჩაბლო), სადაც უშუალოდ ბრძოლა გაიმართა ქართულ არმიასთან. ასევე იმპერიამ დასავლეთ საქართველოში აწარმოა სამხედრო მოქმედებები, დაიკავა, რა საქართველოს საკვანძო ქალაქები, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი. აღმოსავლეთ საქართველოში დაიკავა გორი, ახალგორი, იგოეთი. ლოგიკა მდგომარეობდა შემდეგში. უნდა შესრულებულიყო გეგმის მესამე ეტაპი.
3. ოპერაციის დასასრული. ოპერაციის დასასრული იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და თბილისში სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
გეგმის მესამე ეტაპი ვერ შესრულდა. გეგმა ჩავარდა. ზოგადად სამხედრო პოლიტიკური გეგმის განხორციელებიდან რომელიმე ეტაპის ჩავარდნა იწყევს გეგმის განუხორციელებლობას. დასასრული აბსოლუტურად შეიცვალა. დასასრული არ შედგა. ამაზე აშკარად მოწმობს რუსეთის დუმის რეაქცია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის წინააღდეგ აშკარად უარყოფითმა განწყობამ იმატა და მას მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ ვერ განხორციელდა გეგმის დასრულება.
რუსეთი დღეს ცდილობს ამ გეგმის დასრულებას. მიმდინარეობს გაცხოველებული ვაჭრობა ამ გეგმის დასასრულზე.
საბოლოო ჯამში, თუ რუსეთმა ვერ შეძლო ვაჭრობაში შედეგების მიღება, ის შეეცდება ეს განახორციელოს ისევ სამხედრო ძალის გამოყენებით, რომლის დაწყების წინ მივიღებთ ძალიან სერიოზულ პროვოკაციებს, გამოიყენებენ ჩრდილო კავკასიაში შექმნილ დაძაბულ ფონს. შეიქმნება საინფორმაციო პრ-ი რომ საქართველო ისევ აგრძელებს აგრესიას. გუშინ კიდევაც გამოჩნდა ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში იბეჭდება ყალბი ფული, რაც ამ საინფორმაციო პრ-ის შემადგენელი ნაწილია და რუსები განახორციელებს ისევ სამხედრო ანექსიას.
ეს სცენარი მუშავდება. ამის გარეშე დღეს რუსეთის იურიდიულ პოლიტიკური მდგომარეობა არის ჰაერში გამოკიდებული. მას არაფერში სჭირდება ის ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული აქვთ. ეს ტერიტორიები არის პლაცდარმი მთლიანი საქართველოს ანექსიისთვის. სწორედ ასევე გამოიყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსები ამ გეგმას ბოლომდე ვერ მიიყვანენ მათ მოუწევთ მთლიანი საქართველოს დატოვება და ზოგადად ამიერკავკასიაზე კონტროლის დაკარგვა. ამ სცენარს ურჩევნიათ, გასცენ გაცილებით დიდი ტერიტორიები, ვინაიდან რუსული საგარეო პოლიტიკა, წინა აზიასა და ზოგადად აზიაში არის დამოკიდებული კავკასიაზე. კავკასიაზე კონტროლის დაკარგვა პრაქტიკულად ჩაანაცვლებს მის აზიურ პოლიტიკას საქართველოთი და რუსეთი ხდება მეორე ხარისხოვანი ქვეყანა.
იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს საქართველოს ანექსიას და გავლენის ქვეშ დატოვებას მას ხელები ეხსნება უკრაინის, ბალტიის ქვეყნების და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად დროში. საფრთხეები ძალინ დიდია. ან შევძლებთ ამ ყველაფრის განხორციელებას, ან ერთი საუკუნით გადაიწევს ჩვენი პოლიტიკური მომავალი.
რუსული ანექსიის გაგრძელებაჩემი თემაა 22 ოქტომბერს 2008წ.
ნუ ჩხუბობთ ხალხო, ყველა მოვკვდებით როდესღაც . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი