#12803836 · 2 Mar 2009, 18:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | აფხაზეთმა და ინგუშეთმა თანამშრმლობის ხელშეკრულებას, მოაწერეს ხელი |
"კვირის პალიტრას" ჰქონდა ინტერვიუ ინგუშ დევნილთან,-ბაგაუდინ ბარახოევთან; იგი ემხრობა კავკასიის გაერთიანებას, რაშიც საქართველოს წამყვანი ნიშა უნდა ჰქონდესო. იხსენებს, თანამდებობაზე მუშაობისას როგორ ავალებდნენ მოსკოვში ფულის,-"წილის" ჩატანას, როგორ ავალებდნენ ქართველ მეწარმეებთან კავშირის გაწყვეტას და მისთ.
ამონარიდს დავდებ:
"-და მაინც, რატომ მაინცდამაინც საქართველო?
- საქართველო კავკასიის ცენტრია და ქვეყანა, საიდანაც უნდა დაიწყოს კავკასიელების გაერთიანება. ამ კურთხეულ ქვეყანაში ინტელექტი ჰაერში დაფრინავს და მონდომების და მუშაობის შემთხვევაში წინ ვერაფერი დაგვიდგება. და კიდევ, თავის დროზე, არც ერთი ჩეჩენის ფეხი არ იქნებოდა აფხაზეთში, ჩეჩნებისა და ინგუშების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობას ხმა რომ ამოეღო. ტრადიციულად, გურჯის ინგუშეთში სტუმრობა დღესასწაულად ითვლებოდა, ის სახლი, რომელშიც გურჯი სტუმრობდა, წმინდა ადგილად ითვლება...
- რელიგია არ მიგაჩნიათ კავკასიის გაერთიანების საქმეში ხელის შემშლელ ფაქტორად?
- არა. როდესაც სტუდენტებს ლექციას ვუკითხავდი ქართველებისა და ინგუშების ერთიანი ფესვებისა და კავკასიის გაერთიანების აუცილებლობაზე, ეს კითხვა დამისვეს. რელიგია არ შეიძლება კავკასიელების გაერთიანების დამაბრკოლებელი მიზეზი იყოს. ქართველები თუU მართლმადიდებლები არიან, რა შეღავათები მიიღეს რუსეთისაგან?
- გაქვთ იმედი, რომ მსოფლიო კავკასიელების გენოციდს აღიარებს?
- ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა კავკასიელი ხალხების გენოციდზე, ოღონდ იურისტების მუშაობაა საჭირო. შემდეგ კი აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგს, მსოფლიოს შევძრავთ... ჩვენ ახლა ვიწყებთ დიდ ბრძოლას... ვფიქრობ, საქართველოს 200 წელია არ ჰქონია ისეთი მისია, როგორიც სწორედ ახლა ეკისრება.
- კავკასიელებს შორის შუღლის ჩამოგდება მოახერხეს რუსებმა. ინგუში და ოსი, ოსი და ქართველი, აფხაზი და ქართველი ხალხი გადაჰკიდეს ერთმანეთს. ქართველებთან სამტროდ აქტიური პროპაგანდა ახლა სომხეთშიც დაიწყო. როგორ ფიქრობთ, ყოველივე აქედან გამომდინარე, კავკასიის გაერთიანებაზე ლაპარაკი უტოპია ხომ არ არის?
- მე მაქვს დოკუმენტური ფილმი ოსებისა და ინგუშების ომზე, შეუძლებელია მისი ნახვა. ჩვენ ძმათამკვლელი ომები გადავიტანეთ, მაგრამ ვიცით, რომ კავკასიელებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და კავკასიაში მშვიდობისთვის ვიბრძოლოთ. მთავარია, გადავლახოთ ის ხელოვნურად გაღვივებული სიძულვილი, რომელიც კავკასიელებს შორის დათესეს. მე მწამს ჩვენი ისტორიული მეგობრობისა, რუსული სიძულვილის მანქანა მას ასე ადვილად ვერ ამოძირკვავს. ახლა აზერბაიჯანულ დიასპორასთან გვაქვს მოლაპარაკებები, ცოტა არ იყოს, რთულია სომხურ დიასპორასთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ.
- ბუნებრივია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება რუსეთს...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ამ ეტაპზე საჭიროა საუბარი, საუბარი და საუბარი! პროპაგანდა აუცილებელია, თორემ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ყველაფერი დაიკარგება. ახალგაზრდობა გაიზრდება რუსული სულისკვეთებით და მშვიდობით, კავკასია! "
This post has been edited by ნაიადა on 2 Mar 2009, 18:37
--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
|