რესტორან “სუშიბარ”-თან მოძრაობა “7 ნოემბრის” წარმომადგენლებსა და პატრულს შორის ინციდენტი მოხდა
Font size:
აბაშიძის ქუჩაზე, იაპონურ რესტორან “სუშიბარ”-თან მოძრაობა “7 ნოემბრის” წარმომადგენლებსა და პატრულს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ორგანიზაციის წევრები და მათი მხარდამჭერები, დაახლოებით 30-მდე ახალგაზრდა, აბაშიძის ქუჩაზე რესტორან “სუშიბარ”-თან მივიდა, სადაც ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებას მართავდა.
გოგიჩაიშვილის თქმით, ისინი რესტორნის წინ მშვიდობიან აქციას მართავდნენ. აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით ისმოდა შეძახილები - “წადი, წადი!”. რამდენიმე წუთში ადგილზე სოდ-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნები მივიდნენ. პოლიციის სიმრავლის გამო, აქციის მონაწილეები არაყიშვილის ქუჩისკენ გაიქცნენ და პოლიციელები მათ დაედევნენ.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ამ ინციდენტის შედეგად მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრებიდან არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, მოსახლეობამ პოლიციას მინის ქილები დაუშინა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. აქციის მონაწილეებმა არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე “კონსერვატორების” ოფისს შეაფარეს თავი, რითაც ინციდენტი დასრულდა.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=14648&hd_line=124 საათიან სამუსაო რეჟიმზეა უმაღლესი ხელისუფალი გადასული?
ჰოდა...........ეს წვეულება იქით იყოს და........
რატომ დაშალეს ეგ ადამიანები..რამეს არღვევდნენ?
თუ რაკი მიშიკოს სიმშვიდეში ჭამა სურდა...მაგიტომ?
რატომ მისდევდნენ პოლიციელები?