რაც შეეხება ამ ქალის გადაღებულ ვიდეოს - ეს არის ტიპიური დასავლელი საშუალო ინტელექტის ადამიანის შთაბეჭდილებები, და თავისი გულუბრყვილობისა და პირდაპირობის წყალობით ჩვენამდე მოიტანა:
დადებითები, რაც აქ ნახა:
ხალხის სტუმართმოყვარეობა (აღნიშნავს ტექსტშიც და ტიტრებშიც)
ამერიკელები არ ძულთ ქართველებს და ამ მხრივ ძალიან სასიამოვნო იყო აქ ყოფნაო, ევროპიგან განსხვავებითო, და თანაც მაგრად აჯვამს ევროპელებს, არ ვამბობ, რომ ყველა ამერიკელი კარგია, მაგრამ მე მიტრაკებდნენ ჩემი წარმოშობის გამო, ეგ ნაციოლალიზმიაო.
თავისუფლების მოედანი რომს შეადარა და მე მგონი რომთან შედარება ურიგო საქმე არაა (ცოტა გადაჭარბებული როა, ეგ ცალკე საკითხია

საჭმელები ძალიან კარგი იყო "ძველ სახლშიო", უგემრიელესი ქართული კერძები ვჭამეო.
ქართველების "სომხური" პასუხი, თბილისი რომზე ძველიაო, მან აღიქვა, როგორც "ქუულ", თუმცა ჩემი პირადი აზრით ეგ დადებითად არ გვახასიათებს.
უარყოფითი, რაც ნახა:
ყველა უსაშველოდ რელიგიურიაო
ეს ტუალეტი რა უბედურებაა, ნასვამი თუ ხარ ან კარგად ვერ დაუმიზნე, ვაი შენი ბრალიო

(ეგეთ სასტუმროში რატომ გააჩერეს?)
სიღარიბე და სიმდიდრე ერთმანეთის გვერდითო და ეგ ძალიან თვალში საცემიაო (მაგრამ ამატებს, ერთ 10 წელიწადში იმედია გამოსწორდება ეს ყველაფერიო, ანუ კი არ დაგვცინის, არამედ კარგს გვისურვებს)
ქუჩაში ფეხით მოსიარულეებისათვის საშიშია ყოფნაო (მაქნანების მოძრაობის მოუწესრიგებლობის გამო)
კუპეებში ქეიფით ნეტა რა სიამოვნებას იღებენო

რით არ არის ეხლა ყველა ეს დიაგნოზი ზუსტი? მეტი რა ექნა მასაჟისტკას? რამდენი ქართველი მასაჟისტკა გეგულებათ, პირველად 3 დღით სადმე წავიდეს და ამდენი რამე სწორად დაასკვნას?
მოკლედ, ძუძუების გარდა ეგ ქალი არც ისე უტვინო ჩანს და ეხლა მოლეკულური ფიზიკის ცოდნას ნუ მოსთხოვთ, მით უმეტეს თუ თქვენც არაფერი გაგეგებათ ამ დარგში