უდიდესი ბოდიში ჩემს ვირტუალურ კოლეგებთან, მაგრამ ვითვალისწინებ რა მრავალი იუზერის თხოვნას; კიდევ ერთხელ წამოვწიო რელიგიური თემებისა და პოლიტიკის განყოფილების დამოკიდებულების თემატიკა, ვხსნი ამ საკონსულტაციო თემას და ვითხოვ ცოტა ხნით მაჩუქოთ მისი მსვლელობა, რამდენადაც თვით ჩვენ, რელიგიის მოდერატორებსაც კი, ვერ ხელგვეწიფება იმ ბუმის ატანა, რომელიც ჩვენს სკაიპებსა და პმ-ბოქსებს მოაწყდა, ერთი თვის უკანდელი დასაწყისითა და დღევანდელი კორონაციითვუსმენ ყველას, ვისაც ამ ხნის მანძილზე რაიმეგვარი შენიშვნა, თხოვნა ან მოსაზრება დაებადა, იმასთან დაკავშირებით რაც ასე მნიშვნელოვანია მრავალი ადამიანის რწმენის ფაქიზი ბუნებისთვის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ ვდუმვარ და არც შორიდან ვუყურებ ყველაფერ იმას, რასაც ადგილი აქვს.
სანამ მოგისმენდეთ, მინდა გამოვკვეთო რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი და ქვეპუნქტი:
1. რელიგიასა და პოლიტიკას, ბოლომდე, ვერც ერთი ორფეხა გონიერი ვერ გამიჯნავს, რამდენადაც ნებსით თუ უნებლიეთ, პირველი თუ მეორე მხარის ინიციატივითა და თანამონაწილეობით, ეს ორი რაობა და ვინაობა ხშირად ხდება ერთიანობის მატარებელი, ურთიერთდაკავშირებული და ეპოქალური გამოცდილების გათვალისწინებით - განუცალკევებელიც.
2. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც თემაში იკვეთება როგორც პოლიტიკური, ასევე თეოლოგიური მხარე? კითხვა არა მხოლოდ კონკრეტული სფეროებისა თუ რეალიების ურთიერთკავშირში იბადება, არამედ ყველა სხვა დანარჩენში, მაგრამ გამომდინარე ამ ორის განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობისა ადამიანებში, გადაწყვეტილება მოითხოვს ერთის მხრივ ცოდნას ხოლო მეორეს მხრივ სიფრთხილეს.
პოლიტიკის მოდერატორები არ იბადებიან ავგუსტინეებად და ანტონი დიდებად, ისინი უბრალოდ პოლიტიკის მოდერატორები არიან, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ

მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე გვაქვს ერთგვარ კონგლომერატთან, საჭიროა ამ თემის ადგილ-სამყოფელი გადაწყდეს პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე:
ა. შეუძლებელია რელიგიის განყოფილებაში განიხილებოდეს პოლიტიკური თემა, რომელიც იმავდროულად მოიცავს თეოლოგიას - რამდენადაც როგორც წესი, იუზერისთვის საინტერესოა არა გაყინული, თაროზე შემოდებული ტრაქტატები - არამედ მათი მნიშვნელობა იმ პლანში, რომელი პლანიც თუნდაც ამ ფორუმზე ყველაზე პოპულარულია და პრაქტიკული თვალსაზრისით აწმყოში მნიშვნელოვანი.
ბ. არსებობს პოლიტიკური სიტუაციები (რომელიც არ განეკუთვნება აქტუალიზმის) სადაც თეოლოგიური პრინციპებისა და მსოფლმხედველობების რუტინა, მოქმედებს პოლიტიკური შეხედულებებისა და იდეოლოგიების ჩამოყალიბებაზე, რაც უცილობლად და განუყოფლად უკავშირდება ეკლესიის შიდა მემკვიდრეობას და ასეთ თემას ვერ გაუძღვება და ვერ აჰყვება პოლიტიკის განყოფილების მოდერატორი - მარტივად რომ ვთქვა, მეტი საქმე არ აქვს
მაშ ასე, რა უნდა ვქნა მე, რიგითმა იუზერმა ან მოდერატორმა:
მოდერატორის პოზიცია: (ა.) ტიპის თემებში არ დავუშვა ადამიანთა შეურაცხყოფა, შევეცადო თემა გადაწყდეს არა ემოციურ-ირაციონალური, არამედ რაციონალური მოსფლმხედველობის გათვალისწინებით, რომელსაც ეფუძნება ფორუმის წესები და ცივილური საზოგადოების პრინციპები, პიროვნება რომელიც აკეთებს პრინციპულ ოფტოპიკს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შენიშნული და გაფრთხილებული, რამდენადაც იუზერი არ არის მართალი.
მორწმუნე იუზერის პოზიცია: როდესაც საქმე ეხება ეკლესიური პრობლემატიკისა და პოლიტიკის დამოკიდებულებას, მე უნდა შევინარჩუნო სიმშვიდე, რომელიც არის ამავე ეკლესიის მთავარი მონაპოვარი და შიგთავსი (ნეტარებანის შეხსენება იმედია არ დამჭირდება) ვეცადო გაწონასწორებული მეთოდიდ ვესაუბრო თანამოსაუბრეს.
შეგახსენებთ რომ: ეკლესიის სიწმინდეს ვერ შელახავს ვერც ერთი რიგითი იუზერისა თუ თავად ამ ეკლესიის წევრის პოზიცია, რამდენადაც სიმართლე არის არა სუბიექტური, ის განეკუთვნება ობიექტურ ჭეშმარიტებას, აქედან გამომდინარე ასაღელვებელიც არაფერია, გამრავლების ტაბულა ვერასდროს იქნება სხვაგვარი - რამდენადაც გამოიკვლიეს რა იგი ადამიანებმა, ის მაინც არ არის მათი შემოქმედება, ის უბრალოდ გამრავლების ტაბულაა.
ეკლესიის აპოლოგიის პრინციპი, უნდა ეფუძნებოდეს თავად ეკლესიას, თუნდაც წმიდა კრებებზე გამართულ დისკუსიას, სადაც მრავალი ფაქტი და მრავალი თხრობა, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე მომდინარეობდა.
პიროვნების თავისუფლებისა და თავისუფლების ძგერის მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს მოსვლასა და ადამიანის სრულყოფილებისკენ მოწოდებას, სწორედ ამიტომ ნუ გავიტანთ გოლს საკუთარ კარში.
ურწმუნო იუზერის პოზიცია: მე უნდა ვიცოდე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ თითქმის ოჯახური დამოკიდებულება იმ ეკლესიასთან, რომელიც ჩვენ მხოლოდ გარკვეულ ისნტუტუტად გვესახება. ასეთ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია სიფაქიზე, მე მოვალე ვარ ცივილური ზრდილობის ფარგლებში, გამოვხატო ჩემი პოზიცია, შევქმნა პირობები სადაც არა მხოლოდ მე შემეძლება შევნიშნო სხვათა ნაკლოვანება, არამედ სხვებსაც.
არ გამოვიყენო დისკუსიიდან გაქცევის ის შავრაზმული საშუალებები, რომელიც სხვებს სდებს შავრაზმელობაში ბრალს.
დიდი მადლობითა და მოლოდინით
ლეონ-ავგუსტინე