მოკლედ, დიდი ლოყების ხოკვა მიდის გვერდითა თემაში, ქართველებს რა გვაქვს საამაყოვო.
ქართველებს საამაყო თუ გვაქვს, პირველ რიგში ეს გვაქვს.
ამითი მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია და იქნება ყოველთვის.
ეს არის უდიდესი საგანძური, რაც კი ქართულ გენს და ნიჭს შეუქმნია.გავითვალისწინე ისიც, რომ მსმენელების უმრავლესობის ყური არაა მიჩვეული უძველესი საარქივო მასალების მოსმენას, ამიტომ მათი ყურისთვის მისაღები, თანამედროვე გუნდების (ოღონდ წმინდა ფოლკლორული და არა აკადემიური) შესრულებით დავდე.
გადაიწერეთ და ვისაც გეამაყებათ, იამაყეთ.
თითქმის ყველა კუთხის სიმღერაა.
აკლია
გუდამაყარი,
ჯავახეთი, ვინაიდან მხოლოდ საარქივო ჩანაწერები მაქვს (ჯავახურს ძალიან ეტყობა თურქული კვალი და გაერთხმიანებულია).
ასევე არაა
ჰერეთი, იქ ქართული სიმღერის ტრადიცია დაიკარგა და ხელახლა სწავლობენ, ძირითადად კახურ სიმღერებს.
არაა ასევე
ტაო-კლარჯეთის,
ერუშეთის და
კოლა-არტაანის ფოლკლორი, მასალები არის, თუმცა ამჟამად მე არა მაქვს (მომავალში მექნება ალბათ).
ამ კუთხეების ფოლკლორი, ისევე განიცდის თურქულ გავლენას, როგორც ჯავახური და ძირითადად გაერთხმიანებულია.
1.
ქართლი - ძველი მაყრული - კონსერვატორიის სტუდენტური ანსამბლი
2.
კახეთი - მრავალჟამიერი - ანსამბლი "ლაშარი"
3.
ხევი - ქიზიყ ბოლოზე - ანსამბლი "ახალუხლები"
4.
ფშავი - ჯვარის წინასა - ანსამბლი "ახალუხლები"
5.
ხევსურეთი - ფერხისული - ანსამბლი "მთიები"
6.
თუშეთი - ასმათის დედის დატირება - ანსამბლი "სათანაო"
7.
მთიულეთი - ლომისური - ანსამბლი "მთიები"
8.
იმერეთი - ყუმურის ნადური - ანჩისხატის გუნდი (ეს სიმღერა განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს მსმენელში)
9.
გურია - ხასანბეგურა - ანსამბლი "ბასიანი"
10.
სამეგრელო - მა დო ჩქიმი არაბა - ანსამბლი "დიდგორი"
11.
რაჭა - მაღლა მთას მოდგა უცხო ფრინველი - ანჩისხატის გუნდი
12.
ლეჩხუმი - ღიღინი - ლეჩხუმელების ანსამბლი
13.
სვანეთი - დიდებათა - ანსამბლი "რიჰო" (სვანეთი)
14.
აჭარა - მაყრული - ანჩისხატის გუნდი
15.
შავშეთი - ტირნი ჰორირამა - ანსამბლი "მთიები"
16.
მესხეთი - ოქრომჭედელო - ანსამბლი "ნანინა"
17.
ლაზეთი - ლაზ-ხორუმი - ანსამბლი "ნანინა"
18.
აფხაზეთი - აზამათი - ანსამბლი "დიდგორი"
ლინკები განახლებულია This post has been edited by ვეშაპო on 7 May 2009, 16:41