В ИА REGNUM пройдет онлайн-конференция
президента Всемирного конгресса народов Грузии Александра Ебралидзеhttp://www.regnum.ru/news/1145155.html7 апреля на сайте ИА REGNUM пройдет онлайн-конфренция с президентом Всемирного конгресса народов Грузии Александром Ебралидзе на тему
"Способна ли диаспора изменить ситуацию в Грузии?".Александр Ебралидзе ответит на вопросы о положении грузинской диаспоры в России и других странах мира, ее роли и способности влиять на события происходящие в Грузии, о перспективах российско-грузинских отношений.
Александр Ебралидзе родился в Батуми в 1955 году, с 16 лет живет в России. Занимается предпринимательской и общественной деятельностью в Санкт-Петербурге.
Задать вопросы можно на странице онлайн-конференций.Начало онлайн-конференции в 13:00 мск.
ვინ აირჩია და ლევან პირველმა & Co ავსტრიაში რომ "მოქუჩდნენ" მაშინ
ფორუმელო, კითხვებს ნუ დაამადლი
* * *
ალექსანდრე ებრალიძე - პეტერბურგის ქართველი ”იმპერატორი” [ნინო ლურსმანაშვილი. ”ვერსია”]
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვას ცდილობენ. ”პოლიტიკური ნოსტალგია” შემოაწვათო - ამგვარად ხსნიან ექსპერტები მათ ქმედებებსა და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ავსტრიასა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში.
გააქტიურებულ ბიზნესმენთა შორის, ბათუმელი ალექსანდრე (ალიკა) ებრალიძის გვარიც ფიგურირებს. საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტ ებრალიძის სახელი, ამ საპასუხისმგებლო ტიტულის გარდა, პეტერბურგში არაერთ სფეროს უკავშირდება - სათამაშო ბიზნესი, დეველოპერი, ნავთობპროდუქტების ტრანზიტი, სასტუმრო, ხე-ტყის გადამუშავება... ეს იმ ბიზნესთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ებრალიძის ბიზნეს-იმპერიაში ერთიანდება.
ამ ადამიანის სახელს უკავშირდება ასევე, ლიტერატურული პრემია ”ალექსანდრე ნეველი”. მოკლედ, მას შემდეგ, რაც პეტერბურგელი მაგნატი მიხეილ მირილაშვილი გისოსებსმიღმა აღმოჩნდა, მისი ძმა კონსტანტინე კი, იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა, ჩრდილოეთის ”კრიმინალურ დედაქალაქში” ყველაზე გავლენიან ქართველად ალექსანდრე ებრალიძე გახდა. რომლის სიტყვას პეტერბურგში, პლატინაზე მეტი ფასი აქვს. სხვათაშორის, ებრალიძის ”ბოლო სიტყვა” პეტერბურგში გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლის დადგმის იდეაა, რომელიც ”დაძაბული ქართულ-რუსული ურთიერთობების ფონზე, მეტად სასარგებლო იქნება”.
ებრალიძის ბიზნეს-იმპერია
ალექსანდრე ებრალიძე 1955 წლის 20 ივნისს ბათუმში, მათემატიკისა და ისტორია-ლიტერატურის მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, წარმატებით დაამთავრა ლენინგრადის, გერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. დაოჯახებულია. ჰყავს ორი ქალიშვილი.
ამბობენ, რომ პეტერბურგში მისი პირველი ბიზნეს-პროექტი კონდრატიევის ბაზრობა იყო, რომელიც მოსკოვში ქათმის ცნობილი ბაზრობის ანალოგია. მოგვიანებით, გაჩნდა ელიტური კლუბის დაარსების იდეა, ნევის გამზირზე, რომელსაც დღეს პეტერბურგში ყველა იცნობს, როგორც ყველაზე პრესტიჟულ და დახურულ ადგილს. კლუბი ”ტალიონი”, მოიკას 59-ში, არამხოლოდ პეტერბურგელებისთვისაა გართობისა თუ დასვენების საყვარელი ადგილი.
შენობა, რომელიც მოიკას 59-ში მდებარეობს და რომელშიც ”ტალიონია” განთავსებული, ადრე პეტერბურგის კომპარტიას ეკუთვნოდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ძლიერი პარტიის დიდ ქონებას უამრავი პრეტენდენტი ჰყავდა, მაინცდამაინც, ებრალიძეს გადმოეცა.
შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ებრალიძე, დიდი გარჩევების, ადგილის დასამკვიდრებლად, წესებითა თუ ”წესების გარეშე”, ბრძოლის შემდეგ, დღეს ლეგალური ბიზნესმენია. იგი მსხვილი ჰოლდინგის მეთაური გახლავთ, რომელიც გაერთიანებულია ”ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრის” სახელში.
”ებრალიძის ცენტრი” 1993 წელს ჩამოყალიბდა. მისი მთავარი ოფისი ელისეევის ძველ ბინაში, ებრალიძის მარგალიტ - კლუბ ”ტალიონის” გვერდითაა. ”ცენტრი” აერთიანებს მაღალი კლასის რესტორანს, კაზინოს, ფიტნეს-ცენტრს...
პეტერბურგში მას ყველაზე ელიტურ ადგილს უწოდებენ. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ როგორც ქალაქის, ისე რუსეთის მასშტაბით ცნობილი ადამიანები.
მაგალითად, პეტერბურგში ჩასვლისას, აქ ხშირად ვახშმობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. აქვე გადაუხადა ქორწილი თავის ვაჟ იგორს პეტერბურგის გუბერნატორმა ვლადიმერ იაკოვლევმა.
”ტალიონს” ხშირად სტუმრობს პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე სერგეი ტარასოვი... ფაქტობრივად, ალექსანდრე ებრალიძის კლუბი პეტერბურგის ელიტის თავშეყრის ადგილად გადაიქცა. განსაკუთრებით ხშირად კი, აქ აზარტული თამაშების მოყვარული, მდიდარი ადამიანები მოდიან, რომლებიც კაზინოში ღამის განმავლობაში, მინიმუმ, 10-15 ათას დოლარს ტოვებენ.
”ტალიონი” ალექსანდრე ებრალიძის ბიზნესის მწვერვალია. მანამდე არაერთი ფირმაა, რომელსაც წარმოშობით ბათუმელი ბიზნესმენი აკონტროლებს. მათი სრული ჩამონათვალის წარმოდგენა, ალბათ, ებრალიძესაც გაუჭირდება. პეტერბურგის ბეჭდვური მედიის წარმომადგენლები ხშირად ხუმრობენ, რომ ებრალიძის ”ცენტრში” შემავალი ფირმების სახელწოდებების ჩამოთვლას, რუსეთში გამომავალი ყველაზე მრავალგვერდიანი გაზეთის ერთი ნომერი არ ეყოფა.
”ცენტრში” გაერთიანებულია - ელიტურ მაღაზიები: მაგალითად, ვენის გამზირზე მდებარე შვეიცარული საათების ცენტრი ”პაველ ბურეს სალონი”, ავეჯის სალონი ”რომი”, ასევე რამდენიმე ელიტური სალონი და ბუტიკი. აქვეა მსხვილი-ფინანსური კომპანია ”პოლიკორი” და მასთან დაკავშირებული ექვსი სუპერმარკეტი - ”კონტინენტი”.
1998 წელს კომპანია ”პოლიკორს” ”გაუთავებელი” სასამართლო დავები ჰქონდა არგენტინულ კომპანია ”მოლინოსთან”, რომელსაც მზესუმზირის ზეთის სავაჭრო ნიშანი ”იდეალი” ეკუთვნის. არგენტინელებმა უარი თქვეს ”პოლიკორის” მომსახურეობაზე, რომელიც თავის დროზე, მათი დისტრიბუტორი იყო. მიუხედავად ამისა, ვერაფერს გახდნენ, დღესაც პეტერბურგში ამ მარკით ზეთს არაერთი კომპანია აწარმოებს. ”მოლინოსთან” ურთიერთობა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ებრალიძის კორპორაციაში გამოჩნდა ინტერნეტ-სააგენტო, სახელწოდებით ”მოლინოსი”. ”ცენტრში” ასევე ფუნქციონირებს ტურისტული მომსახურების ფირმა ”ტალიონ-ტრეველი” და საპროდიუსერო ფირმა ”ტალიონ-არტისი”.
იმავე, მოიკაზე, ებრალიძეს აქვს თავისი ბანკი - ”კონტრას-ბანკი”, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ”როსინბანკია”. ამბობენ, რომ თავის დროზე, გარიგების დროს, მყიდველისთვის, ცნობილი ბანკირ ანდრეი დრობიუნინისთვის, ყველაზე დიდი ხიბლი იმის შანსი იყო, რომ პეტერბურგის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის ნდობა დაემსახურებინა და მისი თანამზრახველი გამხდარიყო.
”ებრალიძის ცენტრი” ასევე, მოიცავს იურიდიულ აკადემიას, რომლის რექტორი პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი სტანისლავ ზაბინი გახლავთ. სხვათაშორის, სწორედ ამ აკადემიის შენობაშია განთავსებული ინტერნეტ-სააგენტო ”მოლინოსი”.
ბათუმში დაბადებულ კაცს, რომელმაც ბიზნესი ააწყო, გულმა პორტისკენაც გაუწია და თავის ”ცენტრში” კომპანია ”ინტრანზიტიც” გააერთიანა, რომელიც ნავთობპროდუქტების სარეიდო გადაზიდვებითაა დაკავებული. პორტში ფუნქციონირებს ასევე, კომპანია World Chartering და მისი შვილობილი კომპანია Astra Shipping Agency.
რა თქმა უნდა, ასეთ ბიზნეს-იმპერიას სერიოზული დაცვა სჭირდება. სწორედ ამიტომ, მოიკას 59-ში დაცვის სამსახური ”სპაიდეც” ფუნქციონირებს. ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომლები ებრალიძეს ”მამიკოს” ეძახიან. თუმცა, ბათუმელი ბიზნესმენი ლმობიერი კი არა, დისციპლინის მოყვარული ”მკაცრი მამიკო” გახლავთ, რომელსაც უმნიშვნელო შეცდომის გამოც შეუძლია, ”შვილები” სამსახურის გარეშე დატოვოს.
2005 წელს გაიხსნა ქარხანა ”ტაილონი”, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლამინატს, LVL-ს უშვებს. იმავე წელს, მან იგივე სახელობის დეველოპელური კომპანია ”ტაილონ ტერრა” გახსნა. ამბობენ, რომ სწორედ ებრალიძე აკონტროლებს კომერციულ ცენტრ ”პიტერსაც”. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერსად მოიძიეს.
მაგრამ მაინც, ებრალიძის მთავარი და ყველაზე საყვარელი პროექტი გახლავთ ”ელისეევ პალას ოტელი”, რომელიც ”ტაილონ-კლუბთან” მდებარეობს და რომელშიც ერთი ნომრის დღე-ღამის საფასური, მინიმუმ, 800 დოლარია.
სასტუმროს მშენებლობა 2004 წელს დაიწყო. რუსეთის ისტორიაში ის პირველი სასტუმროა, რომელიც მსოფლიო საუკეთესო პატარა სასტუმროების ასოციაცია The Leading Small Hotels Of The World-ში მოიაზრება. ამბობენ, რომ მას საოცარი ”ბიზნეს-ალღო” აქვს. საოცარ ეკონომიკურ პროგნოზებს აკეთებს, მაგრამ კონტროლსა და სიმშვიდეს არასოდეს კარგავს. ებრალიძის სიმშვიდემ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები გააოცა - როცა ბიზნესმენს კითხეს, თქვენს ბიზნესზე კრიზისი როგორ იმოქმედებსო, ებრალიძემ მათ ლაღად უპასუხა - ”ამას არა აქვს მნიშვნელობა!” ”წარმატება და წარუმატებლობა განუყრელია. შეიძლება ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომი წააგო და პირიქით...” - აცხადებს ებრალიძე და დასძენს, რომ ორივე შემთხვევას ადამიანი მედგრად უნდა შეხვდეს და ბრძოლის სურვილი არასოდეს დაკარგოს.
პეტერბურგის ”მაყურებელი” ”რინოკი”
ასეთი წარმატებული ბიზნესმენი ებრალიძე ვერ გახდებოდა, რომ არა ურთიერთობები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თუმცა, ამბობენ, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან მხოლოდ კავშირები კი არ აქვს, მათზე უზარმაზარ გავლენასაც ახდენს. პეტერბურგში კი, არაერთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა, სწორედ ქართველი ბიზნესმენის ფინანსებს უკავშირდება.
მას შეუძლია, დიდი გავლენა იქონიოს პეტერბურგში როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. დღევანდელ კავშირებსა და თანამედროვე პეტერბურგის ცხოვრებაზე ებრალიძის როლზე საჯარო ინფორმაცია ძალიან მწირია. კულუარებში მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ამ ადამიანს ფარული კავშირები აქვს პეტერბურგის ხელმძღვანელ პირებთან.
პეტერბურგში ებრალიძე გუბერნატორის ოჯახის ინტერესების ერთ-ერთი მთავარი გამტარებელია. თავის დროზე, ვიცე-მერ ვლადიმერ იაკოვლევის მხარდაჭერამ შეუწყო ხელი ებრალიძეს, 90-იან წლებში მწვერვალზე ასულიყო. სხვათაშორის, ”ტალიონის” მშენებლობა სწორედ იმ წელს დაიწყო, როცა იაკოვლევი გუბერნატორად აირჩიეს.
თუმცა, იაკოვლევის გაგუბერნატორებაც არ მომხდარა ებრალიძის ფინანსების გარეშე. გუბერნატორის ოჯახთან მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს ტალიონში ხშირი სტუმრობა გუბერნატორისა. აქ მოდის ყავის დასალევად ყოველ დილას და ოჯახურ წვეულებებსაც აქ აწყობენ. ამბობენ, რომ ალექსანდრე ებრალიძე გუბერნატორის ცოლის, ირინა ივანოვნას ნდობით აღჭურვილი პირია.
ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ ქალბატონისა და ალექსანდრე ებრალიძის მონაწილეობით გახდა პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე სერგეი ტარასოვი. ამბობენ იმასაც, რომ თავის დროზე, ტარასოვის გადეპუტატებასაც ებრალიძის ფინანსებმა შეუწყო ხელი. თუმცა, ”დეპუტატი ტარასოვი” არავის არაფრით დამახსოვრებია, გარდა იმისა, რომ
მსახიობ ალისა ფრეინდლიხის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და, შესაბამისად, პეტერბურგში ”სიძეს” უწოდებდნენ. ამბობენ, რომ თავის დროზე, ტარასოვის თავმჯდომარედ გაყვანით, ებრალიძემ პოლიტიკური ჯეკ-პოტი მოხსნა - ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მმართველთა მეგობარი ერთდროულად გახდა.
მისი საქმიანი კავშირების ხარისხზე შეიძლება ვიმსჯელოთ ”ტალიონის” დირექტორთა საბჭოს შემადგენლობით. საბჭოში შედის არკადი როტენსბერგი, ძიუდოს სპორტული კლუბის ”ივარა-ევას” გენერალური დირექტორი, წარსულში ვლადიმერ პუტინის მწვრთნელი; JFC-ის საექსპორტო კომპანიის მფლობელი, დეველოპერი და დირექტორი მიხაილოვსკის თეატრის ვლადიმერ კეხმანი; სადაზღვევო კომპანია ”სპარსული ჭიშკრის” გენერალური დირექტორი ბორის ხაიტი და ტყის განვითარების ჰოლდინგის ”სტოდუს” გენერალური დირექტორი იაკოვ ბარსკი.
ალექსანდრე ებრალიძეს ”კრიმინალური” წარსული აქვს. პეტერბურგის კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ ბურუსით მოცული პიროვნებაა. ამბობენ, რომ ახლაც აქვს კავშირი მოსკოველ ქურდებთან. არაერთხელაა ნასამართლევი. ციხეში ”მაყურებლად” კანონიერი ქურდების მიერ დაასახელეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ორი ნასამართლეობა: ერთხელ 8 წელი მიუსაჯეს ყაჩაღური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, მეორედ კი - წელი ხულიგნობისთვის. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ეჭვმიტანილია რამდენიმე პიროვნების მკვლელობის ორგანიზებაში. მათ შორის: კაპიში, მანდრიკინი, შევჩენკო, სტაროვოიტოვა, ფილიპოვი, როგოვი, ნოვოსელოვი. მის მოკავშირეებზეც ლეგენდები დადის. ერთნი ამბობენ, რომ მისი პარტნიორი მიხეილ მირიანაშვილი იყო, რომელიც თავად ”მოიშორა”. მეორენი აცხადებენ, რომ მისი თანამოაზრე კოსტია მოგილა გახლდათ. მესამეთა მტკიცებით კი - ილია ტრაბერი.
ბოლო დროს, პრესაში ხშირად იბეჭდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ გუბერნატორის ოჯახს აკონტროლებს მოგილას ხალხი. მოგილას ხალხს კი - მოსკოველი ქურდები და ”ყოვლისშემძლე” ბერეზოვსკი. თუმცა, იქვე დასძენდნენ, რომ მიუხედავად ამისა, ბერეზოვსკის ”ყოვლისშემძლეობა” პეტერბურგზე არ ვრცელდება. ”რუსეთის კრიმინალურ დედაქალაქში” ”უფროსი” და ”მაყურებელი” ქართველი ალექსანდრე ებრალიძეა, რომლის ნებართვის გარეშე, ქალაქში ჩიტიც ვერ გადაფრინდება და რომელიც, უკვე დიდი ხანია ”იბრძვის”, რუსეთის დედაქალაქი პეტერბურგში გადაიტანონ.
”ახალგაზრდობაში ჩემთვის მხოლოდ ორი ფერი არსებობდა - შავი და თეთრი. წლების შემდეგ მივხვდი, რომ არ შეიძლება ყველას ისე მოექცე, თითქოს მათთან ერთად დაზვერვაში მიდიხარ. დაზვერვაში მზვერავებთან ერთად უნდა წახვიდე. არც ის შეიძლება, ადამიანებს ყოველთვის ეჭვის შავ-თეთრი თვალით უყურო, რადგან სამყაროში სხვა უამრავი ფერია”, - აცხადებს ”უკვე ლეგალი ბიზნესმენი” ებრალიძე, რომელიც თავს მოხეტიალე დონ კიხოტთან აიგივებს და რომლისთვისაც, მეგობრების თქმით, პეტერბურგი უკვე დიდი ხანია აღარ არის ”შავი”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=7003
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/