ლევან პირველი დადებითი და უარყოფითი საქმეები, რა შეგვიძლია ვთქვათ მასსზე?
რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს?
ლევან პირველი ბურჯანაძე კორუმპირებული ოჯახის წევრია. ჯერ ჟვანიას მარიონეტი იყო, ახლა სააკაშვილის მარიონეტია
როგორც ლევან პირველი "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში აღნიშნავს, მოსკოვში მისი სტუმრობის მიზანი რუსეთის პოლიტიკური წრეების და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა და დიალოგის გამართვაა, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემდგომ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.
ლევან პირველი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგდება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ იქნება შესაძლებელი. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება კი იმის მომასწავებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია.
"ამერიკელებს სააკაშვილმა თავი მოაბეზრა, მაგრამ ვერც ბუშის და ვერც მაკეინის შემთხვევაში მისი შეცვლა ვერ მოხერხდებოდა, ობამას ინაუგურაციის შემდეგ კი მათ შეუძლიათ სააკაშვილი ისეთი პოლიტიკოსით ჩაანაცვლონ, რომელსაც რუსეთის მიმართ უფრო რბილი რიტორიკა ექნება. ეს აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის დემოკრატიული სვლა იქნება", - აცხადებს ლევან პირველი.
"ჯორჯიან თაიმსი" მოსკოვში მყოფ ლევან პირველს ესაუბრა.
_
მოსკოვიდან როგორ ჩანს ის მოვლენები, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა?_ აგვისტოს მოვლენებზე ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე. მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთ-ამერიკის ომი, რომელიც კარგა ხანია მწიფდებოდა. შაუბედუროდ ეს დაპირისპირება ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა ჩვენი ადამიანური რესურსების გამოყენებით.
_ ფიქრობთ, ამას ქართულმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო?_ კი არ ვფიქრობ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. თუმცა ამას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას არ ვაბრალებ. არამედ იმ ამერიკელ ბატონებს, რომლებიც ქართულ ხელისუფლებას მართავენ. მათი სურვილი იყო საქართველოს ჩათრევა რუსეთთან ომში.
_ თქვენ საუბრობთ რუსულ მხარესთან დიალოგზე და როგორ წარმოგიდგენიათ ეს დიალოგი, მაშინ როცა რუსული მხარე კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარი დიალოგისა.
_ ის, რომ რუსულ მხარეს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი არ სურს, გასაკვირი არ არის. ქართულ ხელისუფლებასთან დიალოგი თვით ქვეყნის შიგნით არსებულ ოპოზიციურ ძალებსაც კი არ აქვთ. რა თქმა უნდა მხედველობაში მყავს ის ძალები, რომლებიც დღეს საქართველოში რეალურ ოპოზიციად შეიძლება მოიაზრებოდეს.
ეს არ არის ქართული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს დაიცავს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესებს იცავს. ამიტომ, მათთან დიალოგი გამორიცხულია.
დიალოგის რესურსი სააკაშვილის ხელისუფლებას არ აქვს. დღეს ქართულ ინტერესებს მხოლოდ ქართული საზოგადოება თუ დაიცავს, რომელთან დიალოგიც ასევე არ აქვს არსებულ ხელისუფლებას.
_
საქართველოში ოპოზიცია, საპროტესტო აქციებს მართავს და ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლას ითხოვს, თქვენც უერთდებით ამ მოთხოვნას? _ ამ მოთხოვნას ვუერთდები კი არა, ვთვლი, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა ქვეყნის გადარჩენისა. ეს ძალა, რომ არ ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, ასეთ ტრაგიკულ შედეგამდე არ მივიდოდით. ამიტომ ახლა ყველაზე მართებული ნაბიჯი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაა, რაც ქვეყანას აუცილებლად უკეთეს შედეგს მოუტანს.
_ ხელისუფლების შემცვლელ ძალად ვის მოიაზრებთ?_ ეს უფრო რთული საკითხია. იმიტომ, რომ დღეს არ მეგულება პარტია, რომელიც ამ ამოცანას დამოუკიდებლად შეასრულებს. მაგრამ ამ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია და გარწმუნებთ, რომ ამ ხელისუფლებას ყველა ძალა ჯობია.
_ ოპოზიციაში გადასული ბურჯანაძის მიმართ რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ კეთილგანწყობილია. როგორია თქვენი დამოკიდებულება ბურჯანაძის მიმართ? ითქვა, თითქოს მასთან ალიანსში ხართ._ ჯერ ერთი, ბურჯანაძე განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია. იგი ერთი კორუმპირებული ოჯახის წევრია. ბურჯანაძე რევოლუციამდე ჟვანიას მარიონეტი იყო. რევოლუციის შემდგომ კი, სააკაშვილის მარიონეტი გახდა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დღესაც სააკაშვილის მარიონეტია. ამიტომ მისი ოპოზიციონერობის არ მწამს და არ მჯერა. ვთვლი, რომ მისი ვითომ გაოპოზიციონერება, სააკაშვილისა და ბურჯანაძის შეთანხმებული თამაშია და მეტი არაფერი.
_ ანუ თქვენ მასთან არანაირი კავშირი არ გაქვთ?_ მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მექნება. იმიტომ, რომ მე ბურჯანაძე მიმაჩნია დამნაშავედ. მიმაჩნია, რომ ის არანაკლები დამნაშავეა ვიდრე სააკაშვილი. ვთვლი, რომ ბურჯანაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის საკითხი დამთავრებულია. როცა ბურჯანაძეს რეალური შანსი ქონდა 2007 წლის 7 ნოემბერს, სასტიკად დარბეული ხალხის გვერდით დამდგარიყო, მაშინ მან ეს არ გააკეთა და ამით დაასრულა კიდევაც საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება. დღეს კი, რა სახის რადიკალური განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს ბურჯანაძემ მას ვერანაირად ვერ აღვიქვამ რაიმე მომავლის მქონე პოლიტიკოსად.
_ რუსეთის ჯარი, არ აპირებს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას, არის თუ არა მოსალოდნელი კონფლიქტის განახლება?_ რათქმაუნდა კონფლიქტის განახლება მოსალოდნელია, მითუმეტეს ამ ხელისუფლების პირობებში. ორი ფაქტორი იმუშავებს, პირველი _ არ არის გამორიცხული პროვოკაცია ამ ხელისუფლების მხრიდან და მეორე არც რუსებისაგნ ძალის ხელახლა გამოყენებაა გამორიცხული სანამ ეს ხელისუფლება იქნება.
_ რა უნდა გაკეთდეს ამის ასაცილებლად?_ რუსეთი და ევროპა ეს ჩვენი მეზობელი სივრცეებია, სივრცეები სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მომავალშიც უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ ურთიერთობები თუ არ დავალაგეთ, სულ მუდამ პრობლემებში და გაურკვეველ სიტუაციაში ვიქნებით.
ჩვენი მუშაობის ვექტორია რუსეთი-ევროპა-საქართველო, რომ შეიქმნას ბაზისი იმისა, რომ მომავალში დალაგდეს ურთიერთობა და გაირკვეს ინტერესები, რომელიც მოიტანს მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის.
_ როგორი განწყობაა რუსეთში, რუსები დაიალოგისთვის მზად არიან, ვინ არიან ის ძალები ვისთანაც გაქვთ შეხვედრები, რამდენად არიან სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულნი, რომ მათზე რამე გავლენის მოხდენა შეეძლოთ?
_ ამ ეპატზე ვისთანაც შეხვედრები გვქავს, მათ სახლებს და გვარებს ვერ დაგისახლებთ, ჯერ ამის დრო არ არის. (ეს ყველაფერი თავის დროზე ღიად გამოჩნდება) ისე ძირითადად სახელისუფლებო ძალებს და არა მარტო მათ, ვხვდები, მათ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით. ეს ერთი და მეორეც ამ შეხვედრებში მარტო არ ვარ, ჩემთან ერთად ევროპელებიც არიან.
_ ანუ ფიქრობთ, რომ ეს დიალოგი შედგება?_ დიალოგი შედგება კი არა, უკვე თვენახევარია მიმდინარეობს. უპირველესი რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ რათქმაუნდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებია. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საკითხის დაიალოგის გზით და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტა შესაძლებელია. მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული უამრავი ფაქტორი. ახლა მთავარია, რომ დიალოგი უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენ მივალთ იქ სადაც უნდა მივიდეთ.
_ საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ოპოზიციური ძალებიდან ვისთანაც თანამშრომლობას არ გამორიცხავთ და გაქვთ თუ არა კონტაქტები და რაიმე სახის თანამშრომლობა მათთან?
_ ამაზე მოკლედ გეტყვით, დღეს საქართველოს ყავს მარიონეტული მთავრობა. რომელიც დანიშნულია ამერიკის მიერ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არა ქართველები არამედ შეერთებული შტატები მართავენ. ამიტომ ჩემთვის ოპოზიციურია ყველა ის ძალა, რომელიც რეალურად გამოდის ქვეყნის დამოუკიდებლობის და მისი ინტერესების დასაცავად, ვინც არის წინააღმდეგი იმ ამერიკული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს ტარდება და რამაც ქვეყანა ამ კატასტროფამდე მიიყვანა. კონტაქტები ყველასთან მაქვს, ყველას პოზიცია მაინტერესებს. თუმცა ჯერჯერობით რაიმე სახის თანამშრომლობაზე არ არის საუბარი.
_ კონკრეტულად შეგიძლიათ ვინმეს დასახელება?_ კონკრეტულად ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც იგივე პრინციპებს ინარჩუნებს, როგორსაც ხელისუფლება და ამერიკული პოლიტიკის მომხრეა საქართველოში, ჩემთვის ხელისუფლებისგან განსხვავებული არაფრით არის. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ჩვენთან მარიონეტი. სანამ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, დღევანდელი თუ მომავალი, რომელიც დანიშნული იქნება შეერთებული შტატებიდან, ის ყოველთვის ამერიკის ინტერესებს გაატარებს და არა ქართულს. ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. ამიტომ ყველა ოპოზიციონერი, რომელიც გამოდის არამარტო სააკაშვილის, არამედ ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ მე ნამდვილ ოპოზიციონერად მიმაჩნია და მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ.
"ჯორჯია ვიქლი", 1 დეკემბერი 2008 წელი.
რაში არ ეთანხმებით ლევან პირველს? This post has been edited by მათე on 20 Mar 2009, 00:58