ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ომი?
- საღორემ რომელმაც მოახდინა საკუთარი "სამშვიდობო" ძალების პერეკვალიფიცირება დაზვერვად, შემდგომში მოახდინა ადგილობრივი სეპარატისტული ძალების შეიარაღება, გადამზადება, ომამდე ჩატარდა სამხედრო აღლუმი სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სადაც იარაღი არ უნდა ჰქონოდათ სეპარატისტულ ძალებს რუსეთი რომ მართლა სამშვიდობო ძალები ყოფილიყო, მოხდა სეპარატისტული ძალების წახალისება რომ ქართული დასახლებული პუნქტები დაეცხრილათ, ქართული ძალების ავტომობილებს დასხმოდნენ თავს იქნებოდა ეს პოლიცია თუ სამშვიდობო ძალები, პოლიციის შენობას დასხმოდნენ თავს, მაღალ კალიბრიანი იარაღით მიეტანათ იერიში მიმდებარე სოფლებზე სადაც მეტწილად ქართული ეროვნების ადამიანები ბინადრობდნენ.
მიუხედავად ქართული ძალების არაერთი მცდელობისა ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმებისათვის მიგვეღწია, რუსული ძალები არც კი რეაგირებდნენ სეპარატისტების აგრესიაზე, არც სამშვიდობო შეხვედრას დაესწრო საღორის წარმომადგენელი, მიზეზად საბურავის დაზიანება დაასახელეს.
თქვენთვის რა არის ომის დაწყება? მოწინააღმდეგის დროშით სხვის ტერიტორიაზე შეჭრა?
საღორის ძალებმა 2014წ თავისი სამხედროები გადაისროლეს ყირიმში, სადაც ადგილობრივებად ასაღებდნენ თავს, მოახდინეს სამხედრო ბაზების ბლოკადა ადგილობრივ რეგვენებთან ერთად შეიარაღებულმა "ФСБ"-ს აგენტებმა, განაიარაღეს დანაყოფები და ჩაიგდეს მათი ინვენტარი ხელში.
იყო ეს სამხედრო აგრესია? თუ თქვენი აზრით ეს ყირიმელი ხალხის თვით გამორკვევის უფლება იყო?
ალბათ დამეთანხმებით რომ ეს 100% სამხედრო აგრესია იყო.
როდესაც პროცესები აქტიურ ფაზაში იყო საღორის ბელადი ამბობდა რომ ეს ყირიმის თავდაცვის ძალები იყო რომლებმაც თავად შეძლეს თვითმობილიზაცია, შეიარაღება.
მას შემდეგ რაც ყირიმი მათი აზრით "დაბრუნდა მშობლიურ ნავსაყუდელში" - მხოლოდ მაშინ საღორის ბელადმა აღიარა რომ ყირიმის ეგრედ წოდებული "თავდაცვის ძალები" რომლებსაც თვითონ დაარქვეს "მწვანე კაცუნები" თურმე რუსეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოფილან.
"ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ", "საქართველოს სამხედრო აგრესიას 2000-ზე მეტი ოსი ემსხვერპლა" ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა.
1. მძინარე ცხინვალი.
თუ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი ოკ, მე მაქვს ჩემი თვალით ნანახი ტელე არხებზე "Россия24", "Вести" - ნიუსები როგორ სვამდნენ ავტობუსებში ადგილობრივ ეთნიკურ ოს მოსახლეობას, იმისათვის რომ შემდგომში სამაჩაბლოს ტერიტორიიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მოეხდინათ მათი ევაკუაცია, ეს კადრები დარწმუნებული ვარ ახლაც იქნება სადმე ინტერნეტ სივრცეში შემორჩენილი, ხდებოდა შეტაკების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე.
1.1 საქართველოს შეიარაღებული ძალების ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილების გავრცელებულ კადრებში აშკარად ისმის ფრაზა რომელის ზუსტ ციტირებას სამწუხაროდ ვერ მოვახდენ მაგრამ შინაარსი ასეთი იყო: ბიჭებო, ოსი მოსახლეობა ევაკუირებულია, ადგილზე მხოლოდ ქართველები არიან, რაც მოუწოდებდა ჯარისკაცებს მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ანუ მშვიდობიანი მოქალაქეები ჯარისკაცების მხრიდან არ აღიქმებოდნენ მოწინააღმდეგე მხარედ, მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგედ რჩებოდნენ ოსი სეპარატისტული ფორმირებები.
აქედან უნდა დავასკვნათ რომ რუსულ მედიას მხოლოდ მე არა, ჩვენი თავდაცვის ძალებიც ეცნობოდნენ, შესაბამისად მშვიდობიანი მოქალაქეების პოზიციების დაბომბვა მათთვის მიზანშეწონილი არ იყო, არტილერიით მიმდინარეობდა მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციების დამუშავება, ასე რომ არ ყოფილიყო უამრავი დანგრეული კორპუსის ვიდეოებს გაავრცელებდნენ რუსული პროპაგანდისტული მედიები.
(პირიქით კი მოხდა, ეთნიკურად მეტწილად ქართველი მოსახლეობით დასახლებული სოფლების პირწმინდათ გაანადგურეს.)
თუ გამოდის სამაჩაბლოს ევაკუაციის პროცესი რუსებს ჩაუვარდათ? მაშინ რა კადრებს ავრცელებდნენ რუსული პროპაგანდისტული არხები?
ამხელა რეგიონის და ქალაქის ევაკუაცია ასე უბრალოდ არ ხდება, ესეიგი საღორე საქმის კურსში იყო რაც ხდებოდა და დაძინებული ოსი მოქალაქეები მიატოვა ბედის ანაბარა? თუ ასე ღელავდნენ მათ სიცოცხლეზე რატომ არ ცდილობდნენ კონფლიქტის მოლაპარაკებით მოგვარებას?
2. 2000-ი გარდაცვლილი სად გაქრა?

ნუ ენდობით პროპაგანდას ან ზოგადად ნუ ეყრდნობით რომელიმე პარტიის ან ლიდერის განცხადებებს, სჯობს ინფორმაცია რამოდენიმე წყაროზე გადაამოწმოთ.
მე შესაძლებლობა მქონდა 2008-წლის ომის დროს თვალი მედევნებინა რუსული ტელე არხებისათვის რომელიც სავსე იყო პროპაგანდისტული სიცრუით, იქამდეც დაეცნენ რომ ქართველ დაზარალებულებს ოსებად ასაღებდნენ.
საქართველომ სამწუხაროდ 2008 წელს წააგო საინფორმაციო ომი რუსულ პროპაგანდისტულ მონსტრ მედიებთან, ამას დაემატა ევროპის ინტერესი რუსეთის შედარებით დაბალი ფასის მქონე ბუნებრივი რესურსების მიმართ, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია ევროპის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების აზრზე თუ ვინ რა დაიწყო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ ახალ ინფორმაციას ეცნობით ალბათ გექნებათ წაკითხული პოლონელების განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთი უკვე 2004 წლიდან ცდილობდა უკრაინის დაყოფაზე მათთან მოლაპარაკებებს, სადაც პოლონელებს მდინარე დნეპრამდე სთავაზობდა უკრაინის ტერიტორიას, დნეპრის აღმოსავლეთით კი ტერიტორია რუსეთს უნდა დარჩენოდა.
არსებობს საქართველოს საერთაშორისო საზღვრები რომლის მთლიანობასაც რუსეთი დღემდე არღვევს, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ოკუპაციის ხაზი ყოველდღიურად იწევს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, ხდება ადამიანების ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, მოსახლეობა ცხოვრობს ტერორის ქვეშ, ომის შემდეგ მოგვიკლეს მოქალაქეები ოკუპაციის ხაზთან.
This post has been edited by almaximum on 12 Jul 2024, 10:00