ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრთა ნაწილს ბრალი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით წაუყენეს
image
ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრთა ნაწილს ბრალი უკვე წარედგინათ.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ როინ ბუღაშვილის და ვახტანგ ნარსიას ადვოკატმა დათო ხომერიკმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი ცოტა ხნის წინ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით წარედგინათ.
~კიდევ მესამე დაკავებულის ადვოკატიც ვარ. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ახლა მივდივარ და ეს საკითხი გადაწყდება~,-განაცხადა ხომერიკმა და აღნიშნა, რომ ვახტანგ ნარსიამ ჩვენება მისცა, სადაც წაყენებული ბრალდება არ აღიარა. ბუღაშვილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
ხომერიკის განმარტებით, ყველა დაკავებულის, მათ შორის ბათუმელების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.