#13076655 · 24 Mar 2009, 02:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tashii
QUOTE | მიშას მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ |
ოპოზიციაში ვერ ვხედავ უკეთესს. ცუდს და უარესს შორის მიხდება არჩევანის გაკეთება.
რაც შეეხება კონკრეტულ ჩამონათვალს:
QUOTE | აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა |
ვერ აღადგინა. პირიქით, სამწუხაროდ დაკარგა ახალგორის და კოდორის რეგიონები.
თუმცა დაკარგა ყველაზე ცოტა წინა პრეზიდენტებთან შედარებით. გამსახურდიას დროს დაიკარგა ე.წ. სამხრეთ ოსეთი (1991) და შევარდნაძის დროს აფხაზეთი.(1992-1993)
თუმცა მხოლოდ მიშას მმართველობის დროს დაერქვა რუსეთის მოქმედებას ოკუპაცია საერთაშორისო ასპარეზზე, მანამდე ის პირიქით სამშვიდობო მანდატით იყო ქართველების კონფლიქტებში.
ნაწილობრივ. განსაკუთრებით წვრილი და საშუალო დონის ძარცვა-გლეჯის დროს.
მოიმატა უსაფრთხოებამ, გაცილებით იშვიათია მანქანების გატეხვა და გატაცება, სარკეების დახსნა, მობილურების წართმევა, ბინების გატეხვა და ა.შ.
ვისაც არ სჯერა შეამოწმოს სტატისტიკა. თუ სტატისტიკისაც არ ჯერა მაშინ გაიხსენოს 10 წლის წინანდელი (უფრო ძველზე არა მაქვს ლაპარაკი) საქართველო.
ქვეყანაში უსამართლობა გრძელდება, განსაკუთრებით ეს მსხვილი დონის საქმეებს ეხება.
რა თქმა უნდა. ფაქტია რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესებულია. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია თბილისში ავტომანქანების რაოდენობის მომატება, თანაც არც თუ ისე უხარისხო მოდელების.
ფაქტია რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მუდმივი საცობებია. არადა ძალიან კარგად მახსოვს რამოდენიმე წლის (5-6წ) წინ თითქმის თავისუფალი იყო მოძრაობა ქალაქში.
რაც არ უნდა უბრალო მანქანა ყავდეს ადამიანს, ფაქტია რომ ბენზინის ფული მაინც აქვს და სამოქალაქო ტრანსპორტით მოძრაობა აღარ უნდა.
არადა კარგი მოდელებიც გაცილებით მეტია, რაც ნიშნავს რომ ხალხის მასას უფრო მეტი ფული აქვს, ან მეტ-ნაკლებად სტაბილური სამსახური და კრედიტის შესაძლებლობა. ე.ი. მომძლავრდა საბანკო სექტორი და ხალხი დასაქმდა.
იგივეს ვიტყვი მშნებლობებზეც. შენდება უამრავი შენობა და იყიდებოდა უამრავი ბინა (ომამდე მაინც) ეს ისევ გადახდისუნარიან მოსახლეობას და საბანკო სექტორის პროგრესს ნიშნავს.
ცხადია საუკეთესო მდგომარეობისგან შორს ვართ, მაგრამ წინსვლის არ დანახვა, რაც პირდაპირ რიცხვებით არის გამოსახული იქნებოდა დიდი უსინდისობა და დაუნახავობა.
QUOTE | უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება |
ზოგადი პუნქტია... სიტყვის თავისუფლება შევარდნაძის დროსაც ასე თუ ისე იყო, ამას მოწმობს შევარდნაძის ხელისუფლების უსისხლოდ დამხობა, განურჩევლად იმისა თუ ვისი დაფინანსებულ-მოწყობილი იყო "ვარდების რევოლუცია".
სიტყვის თავისუფლება დღესაც არის: არსებობს უამრავი ოპოზიციური ვებ-გვერდი, პრესა თუ ტელევიზიის არხები.
ფაქტია რომ ერთი-ორ ოპოზიციურ ტელევიზიას, გაზეთს თუ ინტერნეტგამომცემლობას ყოველთვის ნახავს საქართველოში კაცი.
ეს სრულიად საკმარისია.
QUOTE | დაიცვა კონსტიტუცია, რომელზეც ფიცი დადო |
ეს იმდენად ზოგადი რამაა, რომ კომენტარიც არ ღირს.
ყოველთვის შეიძლება ლაპარაკი რომ მიშამ ზედმიწევნით დაიცვა კონსტიტუცია ან რომ სუპერდემოკრატიულ საფრანგეთში ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუცია. (მოუსმინეთ სარკოზის ოპოზიციას)
QUOTE | იცავს კერძო საკუთრებას |
არ იცავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინუსი ხელისუფლების.
QUOTE | ხელს უწყობს ბიზნესს |
ნაწილობრივ. იმდენად "გააპიარა" თავისი ვარდების რევოლუციით საქართველო, რომ გარკვეული ბიზნესმენები შემოდიან საქართველოში.
ფაქტია,რომ 8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით.
ვისაც ამ ორგანიზაციების და მათი სტატისტიკის არ სჯერა, გაიხედოს წარსულში და გაიხსენოს რამდენი ჰქონდა ხელფასი 10 წლის წინ, 1999 წელს, რა მანქანით დადიოდა და როგორ ცხოვრობდა.
მე მგონი მასაში პროგრესი არის. ეს ინვესტიციების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შედეგია.
QUOTE | ქვეყანა სტაბილური გახდა |
არ გამხდარა. თუმცა პატრულის შექმნამ, უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურების შექმნამ, სადაზღვეო კომპანიების მოძლიერებამ ნაწილობრივ უფრო სტაბილური გახადა გარემო.
თუმცა ეს მცირედია.
QUOTE | არჩევითი დემოკრატია შექმნა |
ეს კაი ხანი არც შეიქმნება. შეიძლება ევროკავშირში შევიდეთ, NATO-შიც, მაგრამ ეს არ გვქონდეს ქართველი ერის მენტალიტეტიდან გამომდინარე.
ჩვენთანკლანური და მაფიოზური სახელმწიფოს შეცვლას ათეულობით წელი დასჭირდება თუ მოხერხდა ისიც.
ამის კარგი მაგალითია იტალია. არც საბერძნეთში და ესპანეთშია კარგად საქმე, მაგრამ ეს სახელმწიფოები მრავალი ათეული წელია იმ ორგანიზაციების წევრები არიან, რისი წევრობაც ჩვენთვის ოცნებაა.
QUOTE | იმიტომ, რომ "მიშა მაგარია" კლიპი მომწონს |
კლიპი არ მინახავს. სიმღერა კი საკმაოდ მდარე ხარისხის პიარია, ისევე როგორც ოპოზიციის დევიზები თუ კლიპები.
ძალიან შეუგნებელი ერი ვართ: ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ხალხი საერთოდ.
რაც მეტი იჯდება სახლში, შორს იქნება დემონსტრაციებისგან და საკუთარ პროფესიონალიზმს დახვეწს, მით უკეთესი იქნება მისთვისაც (აქ თუ ვერ ნახა პერსპექტივა, საზღვარგარეთ მაინც ნახავს) და ქვეყნისთვისაც.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 24 Mar 2009, 02:14
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|