ნინო ბურჯანაძე: "ზურაბ ავალიანს იარაღი "ჩაუდეს"
"დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმ ფაქტის დამადასტურებელ მასალებს ფლობს, რომ მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ზურაბ ავალიანს იარაღი "ჩაუდეს".
როგორც ბურჯანაძემ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან მათიას იორშთან და კასტრიო ისლამთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არსებობენ ამ ფაქტის თვითმხილველებიც.
"ავალიანს იარაღი "ჩაუდეს" და ამ ფაქტის თვითმხილველებიც არსებობენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოვიდა", - განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა ედებათ ბრალად. დღესვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ "სახალხო მოძრაობის – საქართველოს გადარჩენისთვის" წევრებს მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს. როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძის 10-მდე თანაგუნდელი და "სახალხო მოძრაობის – საქართველოს გადარჩენისთვის" წევრები სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. შსს უკვე მეორე დღეა, მათ მიერ იარაღის უკანონო შეძენის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების ამსახველ კადრებს ავრცელებს. სამინისტროს მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული ფარული ვიდეო და აუდიო-ჩანაწერები ინგლისური სუბ-ტიტრებითაც გავა. ფარული ჩანაწერების ინგლისურენოვანი ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციების და მისიების წარმომადგენლებისთვის მზადდება და მასზე მუშაობა უახლოეს ორ დღეში დასრულდება.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=21740&Itemid=1______________________________________________________________________________________________________
ნინო ბურჯანაძე: "ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს"
"დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს". როგორც ბურჯანაძემ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან მათიას იორშთან და კასტრიო ისლამთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, "თუ მისი პარტიის წევრების მიერ იარაღის უკანონოდ შეძენა დადასტურდა, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, თუმცა თუ ეს ხელისუფლების პროვოკაციაა, მაშინ არც ხელისუფლება უნდა დარჩეს დაუსჯელი". "თუ ჩემი ან სხვა რომელიმე პარტიის რომელიმე წევრი რაიმე უკანონოს აკეთებს და ეს დადასტურდება, რა თქმნა უნდა, არავითარ შემთხვევაში არავინ მას ხელი არ უნდა დააფაროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინც არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი და რამდენადაც არ უნდა იყოს ის დაკავშირებული ჩემს პარტიასთან ან პირადად ჩემთან, ნებისმიერმა ადამიანმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგოს, თუმცა თუ მას "ჩაუდეს" იარაღი, როგორც ეს ავალიანის შემთხვევაში ნამდვილად მოხდა და ამის თვითმხილველებიც არსებობენ, თუ მას პროვოცირება გაუკეთეს, თუ ფირი დაუმონტაჟეს, ან მოტყუებით მიიყვანეს სადმე, ასეთ შემთხვევაში პასუხი იმანაც უნდა აგოს, ვინც ამ პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა", - განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა ედებათ ბრალად. დღესვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ "სახალხო მოძრაობის – საქართველოს გადარჩენისთვის" წევრებს მალხაზ გველუკაშვილსა და ლაშა ჩხენკელს. როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძის 10-მდე თანაგუნდელი და "სახალხო მოძრაობის – საქართველოს გადარჩენისთვის" წევრები სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. შსს უკვე მეორე დღეა, მათ მიერ იარაღის უკანონო შეძენის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=21742&Itemid=1_____________________________________________________________________________________________________
ნინო ბურჯანაძე ზურაბ ავალიანის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას მოითხოვდა და მას ქედის მაჟორიტარად ლობირებდა
პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნინო ბურჯანაძე დღეს გასამართლებული ზურაბ ავალიანის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას მოითხოვდა და მას ქედის მაჟორიტარად ლობირებდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის კულუარებში დღეს მას შემდეგ გავრცელდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ავალიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენის, ტარებისა და შენახვის ბრალდებით შეუფარდა. როგორც ცნობილია, ზურაბ ავალიანი "დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს" თავმდჯომარის ნინო ბურჯანაძის სხვა 10-მდე თანაგუნდელთან ერთად სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. ბოლო ორი დღეა, შსს ფარულ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აწარმოებენ აღნიშნული პირები მოლაპარაკებებს იარაღის შესაძენად ოპოზიციის მიერ მისი შემდგომი შესაძლო გამოყენების მიზნით. თავად ბურჯანაძე ირწმუნება, რომ ავალიანის შემთხვევაში იარაღი მას თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს და ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. ცნობითვის, თავის დროზე ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი და მმართველი გუნდი სწორედ პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=21746&Itemid=1_________________________________________________________________________________________________________
"დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს" კალაუბნის #10-ში მდებარე ისანი-სამგორის რაიონული ოფისი დაიხურა
"დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს" კალაუბნის #10-ში მდებარე ისანი-სამგორის რაიონული ოფისი დაიხურა. ოფისის თანამშრომლებმა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მორიგი ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებამდე ერთი საათით ადრე დატოვეს. სწორედ ამ დროს ოფისში მომუშავე ადამიანებმა ოფისის წინ ჩამოკიდებული დროშა ჩამოხსნეს, ოფისის კარი დაკეტეს და შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. ამასთან, კალაუბნის ქუჩაზე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომლის განმარტებით, სახალხო დამცველის ოფისში სატელეფონო ზარი გაისმა იმის შესახებ, რომ ოფისთან ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენები იყვნენ მობილიზებულები. თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენელს ნინო ბურჯანაძის რაიონული ოფისი დაკეტილი დახვდა. შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილის უწყებამ დღეს კიდევ ორი ფარული ჩანაწერი გაავრცელა. პირველ ვიდეოეპიზოდში ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები ზურაბ ავალიანი და დავით გოგროჭიძე ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ოპოზიციის მიერ ახლო მომავალში იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობენ, მოგვიანებით კი ერთად მიდიან იარაღის შესაძენად. რას შეეხება მეორე ვიდეომასალას, მასში ასახულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი როინ ბუღაშვილი ~დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოსთვის’’ ისანი-სამგორის რაიონულ შტაბში საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირების გზებისა და მისი პარტიისთვის ამ ომისაგან მიღებული შესაძლო სარგებლის შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძის 10-მდე თანაგინდელი ორი დღის წინ იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავეს. დღეს 6 მათგანს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=21748&Itemid=1________________________________________________________________________________________________
ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელთა სამსამართლო პროცესს არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "დემოკრატიული მოძრაობის-ერთიანი საქართველოს" წევრთა დღევანდელ სასამართლო პროცესს არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობის-ერთიანი საქართველოს" 6 წევრს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს იარაღის უკანჰონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ ბრალი. პარტიის 10-მდე წარმომადგენელი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. ბოლო ორი დღეა, შსს მათ მიერ იარაღის შეძენის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=21749&Itemid=1______________________________________________________________________________________________