თუ თავს ბრბოში არ მოიაზრებთ, მაშინ რატომ ცხარობთ ვერ გავიგე
მე ბრბოზე დავწერე უმადური პარტნიორია მეთქი და ასეცაა. ბრბოს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს და არასოდეს არ მოქმედებს გონებით. შეუძლებელია ბრბომ გონებით იმოქმედოს, რადგან ბრბოს ინსტიქტი ყოველტვის გრძნობების და ქვეცნობიერის დონეზე უმორჩილებს იდივიდუმს ბრბოს განწყობას. ბრბო ადვილი სამართავია, თუ იცი როგორ მართო.
სწორედ ბრბო ქმნის გმირის ედეალს და კერპს ჩვეულებრივი ადამიანისგან, ანიჭებს ამ კერპს წარმოსახვით ტალანტებს და მოელის მისგან ამ მოგონილი ტალანტების შესაბამის ქმედებებს.
ბრბოს უყვარს და სძულს ბრმად და ლამის ქვეცნობიერ დონეზე თავის მოგონილი გმირი და თუ გამოჩნდებიან ინდივიდუალები ვინც შეეცდება ბრბოს თვალი აუხილოს ბრმა სიყვარულზე ან ბრმა სიძულვილზე, ასეთ ინდივიდუალებს გადათელვა არ აცდება.
ამიტომაა, რომ იდივიდუალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად ცდილობს არ ჩაერიოს ამ გაუგებრობაში და "ზედმეტი მესამე"-ს როლში არ აღმოჩდეს ურთიერთობების გარკვევისას. ასეთი "ზედმეტი მესამე" ყოველთვის არაპოპულარულია და ყოველთვის გარიყული იქნება ბრბოს მიერ. შესაბამისად ბევრს ყოფნის ჭკუა ამ როლს თავი აარიდოს, თუმცა მეორე უკიდურესობაც არსებობს, ასეთმა ინდივიდუალმა თუ საჭირო დროს და საჭირო ადგილას ესროლა გმისრ გამოწვევა და თუ წარმატებას მიაღწია, შეიძლება თვითონ ჩაანაცვლოს ეს გმირი. ჩვენი ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობა სამწუხაროდ სწორედ ამას ცდილობს.
ასე მოიქცა თავის დროზე სააკაშვილიც.
როდესაც ბებემა აკილამ ნახტომი ააცილა, ანუ როდესაც შევარდნაძემ წაიფორხილა და თავისი სისუსტე საქვეყნოდ გამოამჟღავნა, მაშინ ესროლა მას გამოწვევა ახალი გმირობის კანდიდატმა და ძალიან გააზრებული მოქმედებიტ შეძლო წარმატებით ჩაენაცვლებინა დრომოჭმული გმირი.
გახსოვთ მიშას მიერ კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონების სურათების ედიკასთვის სახეში ფრიალი?!
ეს და მსგავსი ქმედებები იყო რიტუალური გამოწვევა ბებერი გმირისთვის და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მიშას თავიდანვე გააზრებული ჰქონდა.
ჩემი აზრით იცით რომელი იყო შევარდნაძის ყველაზე დიდი აცდენილი ნახტომი?! საერთოდ ამაზე ბევრის მსჯელობა შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი შეცდომა ხელისუფლების (და გმირის უკვე შელახული ორეოლის) შენარჩუნების თვალსაზრისით შევარდნაძემ მაშინ დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ მეტს არ აპირებდა პრეზიდენტობას და ბოლო ვადით მართავდა ქვეყანას.
ბებერი ლიდერი, რომელშიც ვერც ნომენკლატურა და ვერც ბრბო მომავალს ვეღარ ხედავს და რომელიც იმის უფლებას აძლებს ახალგაზრდებს, საქვეყნოდ მიაყენონ შეურაცხყოფა და ესროლონ გამოწვევა, განწირულია მარცხისთვის. მე აქ შეგნებულად არ გავუსვი ხაზი შევარდნაძის მმართველობის შეცდომებსა და ჩავარდნებს, რადგან სხვა კონტექსტში მიდის ამ თემაში მსჯელობა, აქ მმართველობის შედეგიანობას კი არა გმირის სტატუსს ვიხილავთ. თან მე არა მაქვს ცალსახა შეფასებები შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ არა შევარდნაძიე არ იქნებოდა მიშა, რომა არა შევარდნაძის მმართველობა, ნაციონალების მმართველობა ვერ შედგებოდა, რომ არა შევარდნაძის მმართველობის შედეგების დადებითი ნაწილი, არც მიშას მმართველობას ექნებოდა წარმატებები.