იგორ გიორგაძის ნათლულის აღზევება,
ირაკლი ალასანია მიშა II, თუ ედიკა III ?- დაიბადა. 1973 წლის 21 დეკემბერი, ქალაქ ბათუმში,
- მამა, მამია ალასანია რუსეთის საიდუმლო სამსახურის ("კა-გე-ბე") "გენერალ-ლეიტენანტი", 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს.
- დედა, გაურკვეველია;
- ბაბუა, გაურკვეველი;
- ბებია, გაურკვეველია;
- მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე (გურამ ფანჯიკიძის შვილი);
- და ორი შვილი
ირაკლი ალასანია
ამერიკა გვთავაზობს კიდევ ერთ, თავის კაცს, ალბათ რუსეთთან შეთანხმებითსახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ ვისი? 2006 წლის. 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების უწყებაში,
ამავდროულად სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფსუურ მოლაპარაკებებში.
- 1993 წლიდან მამის გზას მიყვება (მისივე დახმარებით) და მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლო სამსახურში, შოთა კვირაიას და იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობის ქვეშ, იგორ გიორგაძის ნათლული;
- მუშაობდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებში სადაზვერვო ხაზით; - 1994-96 წლეებში იმავდროულად, სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების "აკადემიაში".
- 1995 წელს ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის განხრით.
- 2002-04 წლეებში იყო უშიშროებისა (საიდუმლო სამსახურის) და თავდაცვის უწყების თავკაცის მოადგილე;
- 2004 წლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.
- 2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის თვითმმართველობის ("ავტონომიის") მთავრობის თავმჯდომარე და
- საქართველოს მრჩეველი აფხაზეთის და სამაჩაბლოს შემოერთების მოწესრიგების საკითხებში.
- 2006 წლის ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში.
ისევ უცხო სახელმწიფოთა ჯაშუში ხელისუფლებაში?როდემდე?
მიუხედავად ამისა, ალასანია რჩება სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფსუურ მოლაპარაკებებში.
ირაკლი ალასანია ჯიუტად უარყოფს ცნობას, თითქოს საქართველოს ამერიკისგან სამხედრო მოქმედებებზე რაიმე ბრძანება ჰქონდა.
ამის შესახებ ალასანიამ დღეს პირველი არხის ეთერში რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დროებითი უმაღლესი საბჭოს ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ალასანია კი ამბობს, რომ მას ურთიერთობა ძირითადად გაეროში ელჩებთან ჰქონდა და ნაკლებად ვაშინგტონში მყოფ ამერიკის ხელისუფლებასთან, თუმცა, ბევრ მაღალი დონის შეხვედრას მაინც ესწრებოდა.
ირაკლი ალასანია ჩქმალავს ამერიკის მონაწილეობას წუსეთ-საქართველოს ომში.
ირაკლი ალასანიას საქართველოს ტახტზე ასვლა სურს.
მჭიდროდ ურთიერთობს “ახალ მემარჯვენეებთან”, “რესპუბლიკელებთან”.
ალასანია მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ვადამდელ არჩევნებს. ამისათვის სახალხო გამოსვლებს გამორიცხავს.
ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და მიიტაცა აფხაზეთი და სამაჩაბლო, სააკაშვილის უნიათობის შედეგად ეს ომი ვერ იქნა აცილებული, რაზედაც პასუხისგებლობა სააკაშვილს ეკისრება.
ირაკლი ალასანიამ გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2008 წლის 4 დეკემბერს დატოვა.
ირაკლი ალასანია მეუღლე ნათია ფანჯიკიძესთან ერთად, რუსეთის დღის საზეიმო საღამოზე ნიუიორკში, 2008 წელის 10 ივნისი.დაჩის წერილებიდან