ერთიანობის მანიფესტი ერთკაციანი პრობლემის წინააღმდეგ
"ქვეყნის მომავლის გადასარჩენად აუცილებელია, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები" - ნათქვამია ~ერთობის მანიფესტში~, რომელიც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს... ოპოზიციური პარტიები ადასტურებენ, რომ 2009 წლის აპრილში დაიწყებენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ არ ესწრებოდნენ "ერთობის მანიფესტის" პრეზენტაციას "ეროვნული ფორუმისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრები.
"მანიფესტის შემუშავებაში ჩვენც ვმონაწილეობდით, მაგრამ ამ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება პარასკევს დაიგეგმა... უბრალოდ, ფიზიკურად ვერ დავესწარით ამ მანიფესტის გამოქვეყნებას. სხვა მიზეზი არ არსებობს. აქ ხელის მოწერაც არ შემდგარა. მანიფესტს ვეთანხმებით სრულად", - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი.
"ჩვენ გვაქვს კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ბევრი პატივსაცემი პიროვნება იყო იმ ხელმოწერაზე, ამავე დროს იქ იყვნენ ისეთი ადამიანები და ისეთი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად შეადგენდნენ მოქალაქეთა კავშირის ბირთვს და შევარდნაძის გვერდით იდგნენ, შემდეგ კი ვარდების რევოლუციაში შეიტანეს ლომის წვლილი. ამ ადამიანებთან ერთად ხელის მოწერა რამე სახის დოკუმენტზე ცოტა უხერხულად მიგვაჩნია... მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ერთობის მანიფესტზე იყოს ხელმოწერა "ლეიბორისტული პარტიისა", მაშინ, როდესაც იქ ხელს აწერენ დღეს ოპოზიციაში გადმობარგებული გუშინდელი სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლეიბორისტი~ პაატა ჯიბლაძე.
"ჩვენ რა პრობლემებიც გვაწუხებს, ამას სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმის შეცვლა ვერ უშველის. დავით ბაქრაძე რატომ გველაპარაკება ამერიკიდან, იქ მიიღო რეკომენდაცია, ხომ? რა დროს საპარლამენტო რესპუბლიკაზე ლაპარაკია, ხალხო, ქვეყანა თავზე გვენგრევა, მოსახლეობა მშიერია, ღირსებაააყრილია, ვერ ხვდებით, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ კაცშია?" - ასეთ შეკითხვას სვამს პოლიტოლოგი მარიამ ცაცანაშვილი "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისთვის ჩავიდა სინამდვილეში ბაქრაძე აშშ-ში?
"გუშინ უზენაესი სასამართლოს შენობასთან ოპოზიციურმა პარტიებმა, "არასამთავრობო კოალიციამ" და "საზოგადოებრივმა დარბაზმა" ერთიანობის მანიფესტი წარმოადგინეს. დეკლარაცია 9 აპრილის აქციის მშვიდობიანად ჩატარებას გულისხმობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ოპოზიციის ერთიანობის მანიფესტი / ისევ ყველა ლეიბორისტების გარდა.
"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "ხალხის პარტია", "ქალთა პარტია", "მრეწველები", პარტია "თავისუფლება", "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო~, "საქართველოს გზა", "კონსერვატორები", გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, "მომავლის პარტია", "ალიანსი საქართველოსთვის", "ქართული აკადემია", "ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანთა უფლებებისთვის" და სხვა არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია უერთდება ერთიანობის მანიფესტს~, - აღნიშნავს გამოცემა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...link/16237.htmlსასტავია იტირებ