დვანთან მომხდარ აფეთქებაზე ქართული მხარე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს
ქარელის რაიონის სოფელ დვანთან გუშინ მომხდარ აფეთქებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს.
როგორც სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქართული მხარე ამ ფაქტს აფასებს, როგორც ტერორისტულ აქტს და პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს, რადგან ახორციელებს სრულ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრ პროტესტს აცხადებს ქართველი სამართალდამცავების მიმართ განხორციელებული ტერორისტულ აქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება, რათა მომავალში მსგავსი პროვოკაციები აღკვეთილი იყოს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ტერორისტული აქტების, დივერსიისა და სნაიპერული გასროლების შედეგად უკვე დაიღუპა საქართველოს 14 მოქალაქე, დაიჭრა რამდენიმე ათეული.
როგორც ცნობილია, 29 მარტს, 08.30 საათზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, ქარელის რაიონის სოფელ დვანთან პატრულირებისას ნაღმზე აფეთქდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ჯგუფი. დაიღუპა ერთი სამართალდამცავი და დაიჭრა ხუთი.
მომხდართან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.