მიშა განწირულია ახალგაზრდა სოციალისტები აბობოქრდნენ

ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირი განცხადება
ქვეყანაში არსებული მდგომარეობასა და 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით
თბილისი 29.03.2009
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის წევრებს, მაღალი
პასუხისმგებლობის შეგრძნებით ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არ გვაქვს არანაირი უფლება
თვალი დავხუჭოთ იმ ვითარებასა და იმ რეალობაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება
ჩვენივე ქვეყანაში და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან
დაკავშირებით;
მიგვაჩნია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ დღესდღეობით აშკარად
გამოხატული უკმაკოფილება, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზარდა მწვავე საპროტესტო
მუხტში, აბსოლუტურად ბუნებრივი და ობიექტური გამოძახილია იმ არასწორი და ზოგიერთ
შემთხვევში დანაშაულებრივი პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა
უკანასკნელი წლების განმავლობაში.
ფაქტია, რომ ხელისუფლება მოწყდა რეალობას და ვერ ახერხებს არა თუ ქვეყანაში
მოქმედ ოპოზიციურ ძალებთან ნორმალური ცივილიზებულ ფორმებში დიალოგის ან თუნდაც
ოპონირების წარმართვას, არამედ სრული იგნორირება ხდება, როგორც სამოქალქო სექტორის, ისე
ზოგადად საზოგადოების მოთხოვნებისა და პრაქტიკულად უგულვებელყოფილია დიალოგის
წარმოების ყოველგვარი მცდელობა. ბუნებრივია, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ აბსოლიტურად
ობიექტური და ადექვატური ასახვა ჰპოვა საზოგადოებაში, რის შედეგადაც ქვეყანაში
დღესდღეობით შეიქმნა დაძაბული ვითარება.
ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირის წევრები, სრულად ვიზიარებთ
საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტს და უერთდებით 9 აპრილს დაგეგმილ აქციას.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში დადგა მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო. აუცილებელია
განხორციელდეს, როგორც სისტემური, ასევე პიროვნული ცვლილებები ხელისუფლების შტოებში
და უნდა მოხდეს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ფორმირება, რომელიც
შეესაბამება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და შესაბამისია ქართული
საზოგადოების მოთხოვნებისა.
დღევანდელ მდგომარეობაში, როცა, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა აღწევს პიკს და
არის საშიშროება, რომ პროცესები უმართავი გახდება, განსაკუთრებული სიფრთხილე და
წინდახედულობა მართებს თითოეულ ჩვენთაგანს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ძალებს,
რომლებიც პროცესების სათავეში არიან და მიმდინარე აქციების გარკვეულ ორგანიზებას
ახორციელებენ. თუმცა მიგვაჩნია რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ნებისმიერ
პროვოკაციაზე, თუნდაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაზე, ისევ ხელისუფლებას ეკისრება.
ხელისუფლებას მართებს ადეკვატურად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, იმოქმედოს ქვეყნისა
და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და არავითარ შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური
გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.
ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დათმობებზე წავიდეს
საზოგადოებასთან, არა პირობებისა და საპასუხო ქმედებების მოთხოვნით, არამედ უპირობოდ,
გადაიდგას ნაბიჯები სიტუციის განმუხტვისა და საზოგადოების აბსოლუტურად სამართლიანი და
ობიექტური მოთხოვნების შესასრულებლად. აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს არა 9
აპრილის, საპროტესტო აქციების საფუძველზე, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს
კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დღესვე, რათა მოახდინოს სიტუაციის ეტაპობრივი
დეესკალაცია. ასევე ჩვენ, ახალგაზრდა სოციალისტები მოვითხოვთ ხელისუფლებისგან და მისი
უმაღლესი წარმომადგენლებისგან წარმოადგინონ იმ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი,
რომლის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება საზოგადოებაში არსებული პროტესტის საპასუხოდ.
_______________________________________________________________________________________________
საქართველო, თბილისი 0179, ბარნოვის 42გ ტელ/ტელ / ფაქსი/: +995 32 251976
------
ნიკუშა მარქსს დამიძახეთ მაგას გაუსწორდება