1990 წლის 25 მარტს დანიშნული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები გახდა საქართველოში პოლიტიკური ძალების გაყოფის ერთ-ერთი პირველი და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი.
12 მარტს გამოქვეყნდა სახალხო ფრონტის საარცევნო მიმართვა, რომელსაც ძირითადად იზიარებდნენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ძალები.
"რადიკალები" ამ გზას უარყოფდნენ ... ზირითადად მისი ერთპარტიულობის გამო და როგორც ცნობილია ის არჩევნები ჩაიშალა.
აქ ერთ მომენტს შევნიშნავ, ვ.დ. რეგისტრირებული იყო როგორც კანდიდატი და აწარმოებდა კიდევაც წინასაარჩევნო კამპანიას ... ზვიად გამსახურდიასთან შეთანხმებით, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.
ეს იყო ერთგვარი თავის დაზღვევა ზ.გ-ს მხრიდან ... რათა არჩევნების ვერ ჩაშლის შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი სანდო დეპუტატი ყოფილიყო არჩეული ... ეს მათთვის ვისაც მიაჩნია, რომ ზვიადს მანევრირებისა და ლავირების უნარი არ გააჩნდაო. იგი სრულფასოვნად ფლობდა სიტუაციას და აკონტროლებდა შესაძლებლობის ფარგლებში.
აი, ამონარიდი დიმიტრი შველიძის მონოგრაფიიდან "პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987 - 1992 წ.წ.)"
"... საერთოდ, ზ. გამსახურდიასხვებთან შედარებით არ გამოირჩეოდა უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მძაფრი კრიტიკით, მაგრამ ამ ტაქტიკას იგი თავდაპირველად იზიარებდა და ეროვნული ფორუმის პოზიციაზე იდგა..." (გვ.83)
1990 წლის 27 მარტს მიღებული იქნა დადგენილება რომ საქართველოს "კანონიერი მოსახლეობის" სახელით უფლებამოსილი ორგანო იქნებოდა "ეროვნული კონგრესი". ამ დადგენილების VI მუხლი კი კვლავ უარყოფდა არჩევნებში მონაწილეობას და აპელირებდა საერთაშორისო სამართლით, მიმართავდა მას "საქართველოს კანონიერი მოსახლეობის სახელით" და იქვე აფიქსირებდა, რომ:
"... თუ საერთაშორისო სამართალი ეროვნულ კონგრესს არ აღიარებდა, ფორუმი "
სრულიად საქართველოს მასშტაბით გამოაცხადებდა საყოველთაო ეროვნულ დაუმორჩილებლობას და ქართველ ერს მოუწოდებდა ტოტალური შეუიარაღებელი წინააღმდეგობისაკენ". (გვ.85)
ალბათ ხვდებით ეს გეგმა რამდენად უტოპიური იყო

აი, ამ უტოპიას გამოეთიშა პარტიათა ბლოკი, შემდგომ "მრგავლებად" წოდებული ... ეს მოხდა 1990 წლის 24 აპრილს!
ამდენად როგორც ვიცით და როგორც ამას პროფ. შველიძეც ადასტურებს:
"... დაპირისპირების მთავარი მიზეზი იდეურ-პოლიტიკური ხასიათისა ჩანდა და "მოპირდაპირე დასების" პოლიტიკურ პლატფორმებს შორის განსხვავებაში იდო..." (გვ.87)
უკვე 11 მაისს "მრგვალმა მაგიდამ წესდება შეიმუშავა...
12 მაისს მიღებული იქნა
მრგავალი მაგიდის პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებდა არჩევანი გაეკეთებინა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ორ მიდგომას შორის:
1. საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა (ეროვნული ფორუმის გზა)
2. "დროებითი უმაღლესი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები" (მრგვალების გზა)
აქვე ასაბუთებდა "პროჭანტურისტები" არარეალურობას:
1. საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის სიჭრელე არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ დაუმორჩილებლობა საყოველტაო იქნებოდა;
2. ანგარიშგასაწევი იყო საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გამჯდარი მომხვეჭელობა, კონფორმიზმი;
3. მეტროპოლიის სიძლიერე და ოკუპაციური არმიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე
ცხადია კონცეფცია ასაბუთებდა თავისი ხედვის რეალისტურობას:
არასაბჭოური, საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნებით მოსულ
გარდამავალი პერიოდის უმაღლეს ხელისუფლებას უნდა მოემზადებინა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის
სამართლებრივი საფუძვლები.
კვლავ პროფ. შველიძე:
რატომ იყო მრგვალი მაგიდის "პოლიტიკური კონცეფცია" რეალისტური?
1. უზენაესი საბჭოს არჩევნებს სამართლებრივად ვერ შეეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ხელისუფლება ... იგი ჯდებოდა მომქმედ კონსტიტუციაში;
2. მასში მონაწილეობას მიიღებდა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;
3. არჩევნების დემოკრატიული და ლეგიტიმური ხასიათიდან გამომდინარე რეალური იყო დასავლეთის სახელმწიფოთა მხარდაჭერაც, თუ ცენტრი ხელოვნური სიძნელეების, ან რეპრესიული ზომების მიღებას შეეცდებოდა.
"... ბრძოლის საპარლამენტო ტაქტიკის არჩევას და ბალტიური გზის გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობისათვის. ჯერ ერთი, მან
პოლიტიკური რეალიზმის გზაზე დააყენა ქართული ეროვნულ-რადიკალური მოძრაობის ერთი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მეორე, მან ამ ეტაპზე მაინც
არასამართლებრივი ჩიხიდან გამოიყვანა ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა ..." (გვ.94)
შაქროIIასე რომ ძალიან კი გინდა, რომ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის გამხლეჩად მანანა გამოიყვანოს მაგრამ ეგრე სადაა

უფრო საინტერესო მიზეზებსაც მოგაწვდით ... ანუ
გაგრძელება იქნება