სიტუაცია----------იგივე
მიმართვა-----------იგივე
შეგონება------------იგივე
გაგონება-------------იგივე
კითხვა და პასუხიც--------იგივე!!!!
ამაყი ნება:თავადობის და შურის კერძი
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი,
და სისხლი გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული.
საშო ზმანების:ხან მყოფელი და ხან კი ბერწი,
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განელებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რო მოესხურა,
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი,
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი...
ეს ლექსი გრიგოლ რობაქიძემ 1919 წელს დაწერა...
დღესაც ეს არის კითხვა: გამთელდება თუ არა ხმალი....