ახლოა ჟამი შუაღამისა,
ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
ლოცვით, გალობით, ახლა ვინც კვდება!
ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა,
იწვიმებს სისხლი, დადგება ტბებად...
კვდება სრულიად საქართველოსთვის,
მამულზე ფიქრით ვინც ახლა კვდება!
ნათქვამია, "ვინც კვდება თავის თავს უკვდებაო", მაგრამ ყოველთვის არ არის ასე...
აზა ადამია (22 წლის)
ნათია ბაშალეიშვილი (16 წლის)
ეკა ბეჟანიშვილი (16 წლის)
ნატო გიორგაძე (23 წლის)
თამუნა დოლიძე (28 წლის)
თინა ენუქიძე (70 წლის)
ნინო თოიძე (25 წლის)
ზაირა კიკვიძე (61 წლის)
მანანა ლოლაძე (33 წლის)
თამარ მამულაშვილი (50 წლის)
მანანა მელქაძე (23 წლის)
მამუკა ნოზაძე (22 წლის)
ნანა სამარგულიანი (41 წლის)
მარინა ჭყონია-სამარგულიანი (31 წლის)
ელისო ჭიპაშვილი (25 წლის) თავის ქვეყნად არ მოვლენილ პატარასთან ერთად
თამრიკო ჭოველიძე (16 წლის)
შალვა ქვასროლიაშვილი ( წლის)
ნოდარ ჯანგირაშვილი (40 წლის)
მზია ჯინჭარაძე (43 წლის)
გია ქარსელაძე (25 წლის)
ქვეყანას მოუკვდნენ! საქართველოს და ქართველ ერს მოუკვდნენ!
იმ 57 გაზით მოწამლულთან ერთად, რომლებიც მოგვიანებით, სულ რამოდენიმე კვირაში, გარდაიცვალნენ. გაზით მოწამლულთა რიცხვმა 4 000 გადააჭარბა.
My Webpage1989 წლის 7 აპრილი ... ჩემი უფროსი ბიჭი აქ ჯერ 6 წლისაა და მშობლების მეგობრის, ბორის ბულიას, მხრებზე "ამხედრებული", ქართული დროშის ფრიალით მიუძღვება მეტალურგიის ინსტიტუტს.
This post has been edited by August on 9 Apr 2010, 10:40
მიმაგრებული სურათი
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/