გინდათ ადრენალინი და გაყინული სისხლის მოძრაობა დაჭოაბებულ არტერიებში?
შემოიხედეთ ჩურბანო რევოლუციონერ-ოპოზიციონერებო!
მიტინგებითა და "ფერადი" ტექნოლოგიებით -მაგათ ვერ ააყირავებთ.
დაივიწყეთ ეგ...
მაგათი პატრონების მოგონილია ეს "სამოქალაქო პროტესტი" და "დემოკრატიული თვითგამოხატვა". "თავისუფალი მედია" და პიარტექნოლოგიები.
ეს "მშვიდობიანი მანიფესტაციები" - მხოლოდ კიდევ ერთი ხავერდოვანი ბორკილია დადებული ჩურბანთა არმადაზე...
არც ფინანსები გეყოფათ, არც საზღვარგარეთიდან დახმარება და არც ინტელექტი, რომ ასე შეასრულოთ.
და მაინც არ ეშვებით?
სუბვერსია და მშვიდობიანი ტერორიზმი - ერთადერთი გზა ააყიროთ ეს ნაბუშარი რეჟიმი.
დარტყმა პირველი და უმთავრესი:
პირდაპირ გადით კონტაქტზე უცხოურ ტელევიზიებზე.
(BBC, CNN, DW და ა.შ.)
და გააშუქებინეთ ადგილობრივი ხელისუფლების მარიონეტი ტელევიზიების ბლოკირება.
გახსოვთ 2001 და 2003 წელს რუსთავი 2, რომ "იცავდა" ხალხი?
ახლა ეს მშვიდობიანი ხალხი კი არ დაიცავს, არამედ დაბლოკავს ტელევიზიების ფუნქციონირებას.
ცოცხალი ჯაჭვია ერორის და იმედის ოფისთან,
საოპერატორო მანქანების წინ გზაზე გაწოლა,
ჟურნალისტების მშვიდობიანი "შემორტყმა"
ყველა რეპორტაჟის "ბლოკირება" და "ჩაგდება"...
შეიტანეთ მასობრივი დიფუზია სახელისუფლებო არხებზე - უიარაღოდ და გააშუქებინეთ ეს უცხოურ მედიას...
მშვიდობიანი მომიტინგეები ბლოკავენ ხელისუფლების მიერ მართული მედიის ბლოკირებას -
სცენა უნდა სცენიდან დაინგრეს.
სრული დიფუზია ზომბირების სივრცეში...
დარტყმა მეორე და მიტინგის დღეს:
მთელი ქალაქის მასშტაბით "მშვიდობიანი ტერორიზმი".
რუსთაველზე კი არ შექუჩდეთ და თავისუფლებაზე?
მთელი ქალაქის საკვანძო ადგილებზე სამობილიზაციო მიტინგები, რომ მოახდინოთ ხელისუფლების ძალების გაფანტვა და დეზორგანიზაცია.
ლოზუნგი: "მიტინგი ყველა ეზოში"
სატელევიზიო სივრცის ჩაშლასთან ერთად - ეს იქნება საკვანძო მიიტანოთ ინფო ყველა ეზოში.
ნუ მოერიდებით შეხლა-შემოხლას,
დაპატიმრებას,
დუბინკებს,
გაისვრიან? - ეს იქნება დასარული.
იცოდეთ - ყველას ვერ დაგიჭერენ.
მიტინგისა და პროვოკაციების გაფანტვით კი მოახდენთ ხელისუფლების ერთიანი სამართავი ცენტრის მოშლას.
ფრონტის ხაზის გაწელვას
და ფორას
სახელისუფლებო ობიექტებში შეჭრისთვის....
დარტყმა მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი და განგრძობითი:
ფინანსური სისტემა.
ყველაზე მარტივი გზა - ლოზუნგი:
"არც ერთი მომიტინგე არ დაფარავს კრედიტს - აღებულს ამ მახინჯი რეჟიმის მარიონეტი ბანკებისგან"
საკმარისია, რომ 100 000 მომიტინგემ არ დაფაროს არც ერთი კრედიტი (სამომხმარებლო,იპოთეკური, სტარტ-აპ და ა.შ.)
ჰაერში აიწევა ფინანსური სისტემა.
არ შეგეშინდეთ, რომ რამეს ჩამოგართმევენ ან სამართლებრივი პრობლემები შეგექმნებათ - ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად კანონი და სახელმწიფო დგება კითვხის ნიშვის წინაშე
"როდესაც შენ გაქვს ბანკის 1000 დოლარი ვალი - ეს შენი პრობლემაა"
როდესაც თქვენ (100 000 კაცს) გაქვთ ბანკის ვალი 1000000000 დოლარი, ეს უკვე ბანკის პრობლემაა.
პერმანენტული ბლოკირება ბანკებს, როგორც სახელმწიფო იძულების ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ინსტიტუტს.
კარგად გახსოვდეთ ხელისუფლებისთვის ბრძოლას ორი უმთავრესი ფრონტი აქვს:
- ფული
- მასმედია
იომეთ არა ლოზუნგებით და "ენა, მამული სარწმუნოებით"
არამედ ფანატიზმითა და სუბვერსიით.
ცივი გათვლებითა და უპრინციპოდ - პრინციპებისთვის!
იომეთ, არა სამშობლოსთვის - არამედ შედეგისთვის.
იომეთ მათ მოედანზე და მათთვის უცნობი მეთოდებით.
იომეთ უწესოდ და ბინძურად.
არ მოერიდოთ არაფერს:
არ დაზოგოთ თქვენი და სხვისი სიცოცოხლეები და სწორედ მაშინ არ იქნება მსხვერპლი, არამედ იქნება გამარჯვება...
ამჯერად - მრავალსაუკუნოვანი მძორი სამშობლოს ისტორიაში იყავით არა ინერტული განდონები,
არამედ ერი კამიკაძე და გამარჯვებული ამავდროულად...
აჩვენეთ მაგალითი დაჩაგრულებს მთელს მსოფლიოში, როგორ იწრთობოდა ფოლადი.
როგორ ჩამოაგდებენ "ალიენდეეები" - "პინოჩეტებს"
და არა პირიქით...
სუბვერსია,
"მშვიდობიანი ტერორიზმი"
ცივი გონებით შესრულებული პროვოკაციები და ჭადრაკის პარტია.
აბა რას ფიქრობთ?
ვისროლოთ?
ვისროლოთ!
This post has been edited by Codex on 1 Apr 2009, 17:14