არ ჯდება თემაში, მაგრამ აქტუალური და საინტერესო ინტერვიუ-ა
მასაჟისტი - ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ამაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ იხარჯება
2009 წლის 03 04, პარასკევი - 17:41
9 აპრილის მოვლენების შესაძლო განვითრების შესახებ, ოპოზიციას და ხელისუფლებას რადიკალურად განსხვავებული პროგნოზები აქვს,ხელისუფლება ოპოზიციისგან გონიერების გამოჩენას და შეთავაზებულ დიალოგზე შემხვედრ ნაბიჯებს გადადგმას ელის. ”ფაქტი” ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრს, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს ხათუნა ოჩიაურს ესაუბრება
- ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ, გადმოდგამს თუ არა ოპოზიცია შემხვედრ ნაბიჯს, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე?
- საკითხის ასე ფორმულირებ, არ მიმაჩნია სწორად. დიალოგისკენ ნაბიჯი ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რადგან ყველას ერთნაირი პასუხისმგებლობა გვაკისრია საქართველოს მომავალზე, ეს უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა გამოინახება საქართველოში, რომელიც ამას გაიაზრებს და გაიზიარებს
- ანუ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ოპოზიციას თანაბრად ეკისრება?
- ჩვენ როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, პასუხისმგებლობა გვეკისრება, არამხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ მათ წინაშეც, ვინც ჩვენს მიმართ ძალიან რადიკალურად და აგრსიულად არიან განწყობილნი, რათქმაუნდა ოპოზიციასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას, მითუფრო ის ძალები რომლებიც აქციების გამართვის ინიციატივით გამოდიან და ამ ყველაფრის ორგანიზატორებად გვევლინებიან.
- მაინც როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- დარწმუნებული ვარ, მოვლენები კანონიერ ჩარჩოებს არ გასცდება. თავად ოპოზიციის ლიდერების განცხადებებიც მაძლევს ამის საფუძველს, ბევრჯერ ჩატარებულა ოპოზიციის მიტინგი და არ ყოფილა გადაცდომები თვითონ აქციის ორგანიზატორებიც ხვდებიან, რამხელა პასუხისმგებლობა აწევთ, იმიტომ, რომ თუ ერთი ტყვია მაინც გავარდა, გამარჯვებული და დამარცხებული მხარე აღარ იარსებებს.
- როგორ ფიქრობთ, არის კი რაიმე სახის პროვოკაცია მოსალოდნელი?
- მკითხაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ პროვოკაცია რომ მოსალოდნელია, ამის საფუძველს მაძლევს ის ნანახი მასალა, რაც შინაგან საქმეთა სამინსტრომ გამოაქვეყნა, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ამ მასალის ნახვამ არ შეაშფოთ, მართალი გითხრათ მიკვირს, რატომ მკაფიოდ არ ემიჯნება პოლიტკური სპექტრი ესეთ მოვლენებს და პიროვნებებს, გამიხარდებოდა, რომ მათგან წამოსულიყო წინადადება, ეთანამშრომლათ სამართალდამცავ ორგანოებთან და მოეთხოვათ ყველა ასეთი პიროვნების გამოვლენა.
- რამდენად არის შესაძლებელი, ხელისუფლების მხრიდან, 7 ნოემბრის განმეორება?
- მე ვთვლი, რომ 7 ნოემბერს იყო გადაცდომები, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაცდომები იყო ორივე მხრიდან, ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება და ამის გამოც იყო შეცდომები დაშვებული, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაშინ არცერთი ადამიანი არ დაიღუპა.
- არ დაღუპულან, თუმცა ბევრმა მძიმე დაზიანებები მიიღო, სხვათაშორის მაშინ არ დასჯილან დარბევის უშუალო მონაწილეები დაარც ბრძანების გამცემნი
- იცით რა, ეს იყო ორმხრივი შეთანხმება, რომ არ დასჯილიყო არცერთი მხარე, არ დასჯილიყვნენ არც ის ადამიანები, ვინც პოლიციელების მიმართ იყვნენ აგრესიულები და ასევე არ დასჯილიყვნენ არც პოლიციელები. მოხდა შეთანხმება, რომ ეს ამბავი ჩვენს ისტორიაში გადაგვეფურცლა და წინ წავსულიყავით.
- არა მგონია კანონი ითვალისწინებდეს ასეთი შეთანხმების შესაძლებლობას, არსებობდა ხალხის მოთხოვნაც, რომ უნდა დასჯილიყო ყველა, ვინც გადაცდომა და კანონის დარღვევა ჩაიდინა.
- გეთანხმებით, ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ გაიხსენეთ იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკისობესითვის პრიორიტეტული მაინც სახელმწიფოს სტაბილურობაა. ჩვენ არ გვინდოდა უფრო მწვავე დაპირისპირება, ჩვენ გვინდოდა დიალოგის რეჟიმზე გადასვლა და ერთმანეთისთვის ყველაფრის პატიება.
- მაგრამ ცარიელი ფურცლიდან მაინც ვერ მოხერხდა ოპოზიციისა და ხელისუფლების, თუნდაც ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობის დაწყება...
- სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ გამოდის იმ დღიდან, თითქოს სულ უნდათ 7 ნოემბრი თემის ტრიალი. მაგრამ ხელისუფლებამ ამ დღისგან გააკეთა დასკვნები, სხვათაშორის ამ დღის გამო გადადგა პრეზიდენტი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, მან დანიშნა ახალი არჩევნები და მიიღო ახალი მანდატი ქვეყნის სამართავად. მე ვფიქრობ, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ უფრო წინ წავსულიყავით.
- ბევრს საუბრობენ პროსუსულ ძალებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სქართველოში სიტუაციის არევით. თქვენ როგორ ფიქრობთ, არიან ოპოზიციაში ასეთი ძალები?
- ამაზე ვერფერს ვიტყვი, რადგან ასეთი ბრალდება ვინმეს რომ წაუყენო, დამამტკიცებელი საბუთები უნდა გქონდეს, მაგრამ საქართველოში, რომ რუსეთს ეყოლება რაღაც ძალა, ეს ფაქტია. ასეთი ძალები ყველა ქვეყანაშია და მითუმეტეს ისეთი გაცხადებული ინტერესის ფონზე, რომელიც რუსეთს მთელს რეგიონში აქვს. რათქმაუნდა მათ ექნებათ თავისი ქსელი, ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და ისინი აუცილებლად ეცდებიან რაღაც მოიმოქმედონ. მოდით ამ კითხვას, ყველამ თავისთვის უპასუხოს, ეს იყოს ერთგვარი რიტორიკული კითხვა, რომელზეც ყველა ერთად ვიფიქრებთ. მე იმედი მაქვს, რომ არცერთი ოპოზიციონერი არ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მაგრამ როდესაც ისინი აცხადებენ, რომ რა ვქნათ, Dდღეს რუსეთის ინტერესები ემთხვევა ჩვენს ინტერესებს და ამის გამო ჩვენ არ გავჩუმდებით, ვფიქრობ ამან ცოტა უნდა დაგვაფიქროს. თუ ჩემი ინტერესი რატომღაც ემთხვევა ჩემი მტრის ინტერესს, მე ეს ნამდვილად დამაფიქრებდა და შეიძლება გადამეხედა კიდევაც ჩემი პოზიციისთვის.
- თუმცა ოპოზიციის აზრით ზუსტად რუსეთის და სააკაშვილის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთ...
- ამ მოსაზრებაზე ცოტა მეღიმება, ენას ძვალი არ აქვს. რუსეთი აცხადებს, რომ მისი მთავარი ინტერესი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაა.. სხვათაშორის არც საააკაშვილში არ არის საქმე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოვა ხელისუფლებაში და ვისაც მოუნდება საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ის აღმოჩნდება რუსეთისთვის მიუღებელი
- ქალბატონო ხათუნა, შეგიძლიათ გულწრფელად ისაუბროთ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე?
- მინდა გითხრათ, რომ მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ. პირველი ოთხი წელი ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ , მაგრამ ვიყავი მათი მხურვალე მხარდამჭერი და არანაირი ილუზია, იმისი, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში გვექნებოდა დემოკრატიული, მყარი სახელმწიფო, არ მქონია. ძალიან მახარებს, თუკი რაიმე კეთდება და ხარვეზებს როგორც დიდ ტკივილს - ისე ვუყურებ. მაგრამ ვხედავ უკეთესი ქვეყნის შენების ტენდენციასაც. ერთი “ბოლტი” არ მუშაობდა, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, ამის დაუნახაობა არ შეიძლება. ძირითადი ნაკლი რომელიც მე დავინახე, ეს იყო მაღალი რეიტინგით გამოწვეული ეიფორია, ზოგს შეიძლება თანამდებობის მიღებით გამოწვეული ეიფორიაც ჰქონდა. გაჩნდა ხალხთან გაუცხოების მომენტიც, შიექმნა საშიშროება, რომ ხალხამდე მისასვლელი გზა დაკარგულიყო. მაგრამ ეს შეცდომა ძალიან კარგად დაინახა ხელისუფლებამ და დროულად მოეგო გონს.
- მაგრამ ამ პროგრესულ ნაბიჯებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბევრი უარყოფითიც მოყვა, თუნდაც ადამიანების სახლებიდან გამოყრა, დაჭერები, ქუჩაში ახალგაზრდების ჩაცხრილვა. როგორ გგონიათ ხელისუფლებას დამნაშავეები რომ დაესაჯა, დღეს ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა?
- ყველა ის ადამიანი დასჯილია...
- სიმბოლური სასჯელი გირგვლიანის მკვლელებს სულ ახლახანს გაუნახევრეს, შალვა რამიშვილი კი დღმდე ციხეშია.
- გირგვლიანის თემა უმძიმესი იყო, პოლიციელებმა საშინელი დანაშაული ჩაიდინეს და იხდიან კიდეც მსჯავრს. რაც შეეხება მათი სასჯელის განახევრებას, ეს იყო შიდა სტრუქტურულ დონეზე გადაწყვეტილი, რომ ყველა ოფიცერს უნახევრდებოდა სასჯელი და უბრალოდ ეს ადამიანები არ იქნნენ ცალკე გამოყოფილნი. ალბად გახსოვთ რა იყო და საიდან მოვიდა ეს პოლიცია. მაშინ რამდენი ასეთი ახალგაზრდა გირგვლიანი იყო ჩაცხრილული. ვერ ნახავთ ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას, სადაც სამართალდამცავების მხრიდან ზოგჯერ ძალიან მძიმედ არ ირღვეოდეს კანონი. შევარდნაძის თვალწინ კვირაიამ 11 ახალგაზრდა დახვრიტა, ეს ნახა ჩვენმა საზოგადოებამაც და მაშინ მე სამწუხაროდ არ დამინახავს მათი აღშფოთება.
- მაგრამ სწორედ ამიტომ ანდო ხალხმა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, რომ ასეთი პრეცედენტები აღარ მომხდარიყო.
- რათქმაუნდა და ამიტომ არის, რომ ჩვენ ვითხოვთ მათ დასჯას ყველა შემთხვევაში და ეს სწორია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნები დაისაჯნენ. რაც შეეხება რობაქიძის საქმეს, ეს დღევანდელი ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, ოქრუაშვილის დროს მოხდა და მანვე გამოიძია, შემდეგ ვანო მერაბიშვილმა როცა ის მოვიდა იგივე თანამდებობაზე. ეს დღეს არავის არ ახსოვს. მე მგონია, რომ ეს არის საბაბი და ამ საწყალი ახალგაზრდების სახელებს უბრალოდ იყენებენ. ამით ხალხზე ზემოქმედების მოხდენა უნდათ, რომ თითქოს ასეთი შემთხვევები მასობრივად ხდება, არ არის ეს ასე...
- ისევ მოახლოვებულ აქციებს რომ დავუბრუნდეთ, ესეიგი მაინც იმედიანად ხართ, რომ 9 აპრილს მოვლენები არ გამწვავდება?
- ძლიან იმედიანად ვარ, არამგონია რომელიმე გონიერ ადამიანს უნდოდეს არეულობა. ეს უფრო პოლიტიკოსებისგან ატეხილი უსაფუძვლო აურზაური მგონია, თუმცა მე ვიცი, რომ საზოგადოება მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ არეულობის შედეგად ხალხი კი არა, გარეწრები იგებენ.
- რამოდენიმე დღეა, რაც პარლამენტის ფანჯრები, გისოსებში ჩასვეს და პარლამენტის კარებზე გრძივი ურდულები დააყენეს, გამოდის, რომ ხელისუფლებას მაინც აქვს 9 აპრილის აქციათან დაკავშირებით შიში?
- ეს არის გარკვეული უსაფრთხოების ზომების გატარება, თუ გამოჩნდა ისეთი რადიკალური ძალა, რომელიც შტურმზე იფიქრებს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თავისი ობიექტების დაცვა. ყველამ ნახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალაში საუბარი იყო ანძის აღებაზე. ხანდახან მიკვირს რას ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც შეჭრასა და სახელმწიფო დაწესებულებების აღებაზე საუბრობს, ეს ხომ კანონის უხეში დარღვევაა.
- როგორც ჩანს ყველაფერმა მიჩვევა იცის, ზუსტად ასე, კანონის უხეში დარღვევით მოვიდა ეს ხელისუფლებაც ქვეყნის სათავეში.
- ეს ძალიან ცუდი “მიჩვევაა”, პირველად, როდესაც იარაღით იქნა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დამხობილი, არავის არ აურჩევია და არ მოუყვანია შევარდნაძე, გარდა პოლიტიკოსების სულ მცირე ნაწილისა. შემდეგ უკვე შევარდნაძის დროს, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება რამაც ნოემბრის რევოლუცია გამოიწვია, შევარდნაძეს 15 წლის მანძილზე ქონდა საშუალება, ხალხისთვის დაენახვებინა თუნდაც ერთი გაკეთებული საქმე, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. 2003 წლის რევოლუციას და დღევანდელ სიტუაციას ტყუილად ადარებენ ერთმანეთს. დღევანდელი სიტუაცია უფრო ოთხმოცდაათიან წლებს ჰგავს, შარზე რომაა ხალხი... თუნდაც ეს ახალგაზრდები რომ დასდევენ პრეზიდენტს ნორმელურია? სტუმრის სავახშმოდ წაყვანა სხვათუ არაფერი, პროტოკოლითაა გათვალისწინებული
- მასაჟისტიც პროტოკოლში შედის ქალბატონო ხათუნა?
- მასაჟისტი - ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ამაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ იხარჯება. ვის რა მასაჟისტი ყავს და ვის რომელ აბანოში უყვარს სიარული, ეს არ არის ჩვენი საქმე. არასდროს არ მაინტერესებს, პირად ცხოვრებაში ვინ რას აკეთებს. ეს საზოგადოების ინტერესის საგანი მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს როდესაც ამით სახელმწიფო ინტერესი ზიანდება. თორემ, მასაჟისტი ეყოლება, სტომატოლოგი თუ ორთოპედი, ეს ყველა ადამიანის პირადი საქმეა და უზნეობა მგონია ამაზე საუბარი, მით უმეტეს მივარდნა და ყვირილის ატეხვა. ამით ჩვენ ჩვენი ქვეყნის სახეს უარყოფითად წარმოვაჩენთ.
http://fact.ge/news.aspx This post has been edited by licemer on 3 Apr 2009, 20:30
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.