ანდერს ფოგ რასმუსენს იენს სტოლტენბერგი შეცვლის ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ანდერს ფოგ რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
"როიტერის" ცნობით, იენს სტოლტენბერგის კანდიდატურა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზე დაადასტურეს.
ამასთან, იენს სტოლტენბერგი დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან შეცვლის.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/27...i-shecvlis.html