ვერ გავიგე...
Ne$iko?
გასაგებია...
პოლიტიკა
”პარტიები მოუკვლელი დათვის ტყავს იყოფენ”
2009 წლის 04 04, შაბათი - 11:40
“თავისუფალი აზრის სახლში” პოლიტოლოგთა, ექსპერტთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და საზოგადო მოღვაწეების შეხვედრა შედგა. შეკრებილებმა 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და საფრთხეების ალბათობაზე იმსჯელეს.
რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ასე ეცდება ხალხი დააშინოს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მოვლენების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, იმ ფონზე, როცა რუსული სამხედრო ბაზები კვლავ ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან, არსებობს გარე საფრთხის ალბათობაც, მაგრამ თუ პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, მისთვისვე იქნება ცუდი შედეგის მომტანი. ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია თითქოს ხელისუფლება დიდი ფულით ცდილობს ოპოზიციის შერყევას.
მამუკა არეშიძემ შეკრებილთ გაუმხილა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კათალიკოს_პატრიარქს, ილია მეორეს სტუმრობდა, რომელმაც არეშიძის თქმით, ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ მიუხედავად საწინააღმდეგო განცხადებებისა, რუსეთს და მედვედევს აწყობს საქართველოს საძულველი ლიდერი ჰყავდეს. დაპირისპირებას არავინ გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით, ამის რეალური საფუძველი არ ჩანს. მაგრამ თუკი რუსეთმა მაინც გადაწყვიტა საქართველოში არსებული მდგომარეობით სარგებლობა და ჯარი შემოიყვანა, ქართული სამხედრო მოსამსახურეები ერთი დღის მანძილზეც კი ვერ შეძლებენ მათ მოგერიებას.
აზრი ბიძინა სავანელმაც გამოთქვა, მან სააკაშვილის სავარაუდო ქმედებებზე ისაუბრა: პირველი - შეიარაღებული კონფლიქტის ინსცენირება, მეორე - შიდა კონფლიქტის ინსცენირება და მესამე - ხალხში საპროტესტო მუხტის შემცირება. ბ-ნმა ბიძინამ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიები დროზე ადრე არ განუდგებიან ერთმანეთს და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებენ.
მან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის სახელზე დაწერილი წერილის შესახებაც აცნობა საზოგადოებას, რომელშიც პრეზიდენტის ყველა დანაშაული კონკრეტული მუხლის მითითებით აქვს აღწერილი. ამით პასუხი გასცა აშშ-სა და ევროპას, რომლებიც ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლას ურჩევენ. “ვისთან გავმართოთ დიალოგი ეჭვმიტანილებთან?”
ერთი რაზეც ყველა შეთანხმდა, ის გახლდათ, რომ 9 აპრილის აქცია არის არა ოპოზიციის მხარასაჭერი, არამედ საზოგადოების პროტესტი, რადგან ოპოზიციამ ხალხს უკვე იმედი ბევრჯერ გაუცრუა.
ნუკრი ქანთარია: ”პარტიები ვალში არიან ხალხთან და ეს ხელიშემშლელიც შეიძლება გახდეს. ამაზე ზრუნვა ჩვენი პრეროგატივაა. ჩვენი - ვინც ბრმად არავის წავყვებით. ადამიანები უკანასკნელ ცდაზე მიდიან ამ პარტიებთან ერთად და ცივი გონებით მსჯელობის დეფიციტი არ უნდა გაჩნდეს”.
ოპოზიციაშიც რომ ბევრი იწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის ანტიპატიას - ფაქტია. მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ საფრთხილოა, როცა პარტიები მოუკვლელი დათვის ტყავს იყოფენ, ვინ იქნება თავკაცი და რა გარანტიაა, რომ არჩევნები აღარ გაყალბდება და კვლავ ვინმე ისეთი არ შეგვრჩება ხელში ვისი გადაყენებაც მოგვინდება.
დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებას მართლაც მართებს გონიერების გამოჩენა. ჭეშმარიტი ძალა არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია, ჭეშმარიტი ძალა ხალხია, რომელმაც კიდევ ერთხელ კარგად უნდა გაიაზროს რისთვის იბრძვის.
მარიანა გოჩაშვილი
http://fact.ge/news.aspx კიდევ გაქვს ეჭვები?
This post has been edited by licemer on 5 Apr 2009, 18:27