ტყუილია
ეს ქვეყანა არ შენდება.....არ შენდება სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო............
საფუძველი არ იყრება სახელმწიფოსი
ვისაც ფასადები, ბრჭყვიალა განათებები, შეღებილი სახლები, პრეზიდენტის ოპტიმისტური ტყუილები ჰგონია წინსვლა და შენება.......ძალიან ცდება
სწორედ ასეთებზეა გათვლილი ეს შენება
ხალხის უდიდესი ნაწილი კი სიღატაკეშია
მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით.......შარშან..............სიღარიბის პროგრამა რომ იყო....იქ ერთ მილიონზე მეტი ადამიანი თუ ოჯახი (ეგ ზუსტად არ მახსოვს) დარეგისტრირდა..........
რამდენს უარი უთხრეს ამ ღატაკთა პროგრამაში ჩართვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ საპონი ან ძველი ტელევიზორი აღმოუჩინეს.......
რამდენი ადამიანი გამოდის ღატაკი?
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საერთოდ საქართველოში?
3 000 000 ალბათ.........
მანდიდან რამდენი გამოდის ღატაკი მხოლოდ ამ ოფიცილაური მონაცემებით?
და თქვენ აყვავებულ სოფლებს და ქალაქებს ხედავთ
სიღნაღში რამდენიმე გაკეთებული ქუჩა მიგაჩნიათ ხომ აღმშენებლობად..................მერე რა, რომ იქ ხალხს მისი კუთვნილი წაართვეს
ეგ ხომ მეორეხარისხოვანია
სამაგიეროდ სახელმწიფო შენდება
ეტყობა ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს რა არის სახელმწიფო
იხარეთ ამ ილუზიებით...........მთავარია თავი დაარწმუნო და........მერე ყველაფერი მარტივია
ესაა ტიპიური მიდგომა არარაობა "სახელმწიფოს" შენებისა............
მთავარია რამდენიმე საჩვენებელი ქუჩა კარგად გაკეთებული,
მთავარია შეღებილი სახლები და ეფექტი შექმნა შენების
მერე რა თუ იმ შეღებილი ფასადის უკან საძირკველდამპალი სახლი იმალება
სანამ არ ჩამოინგრევა..........ეგ ფეხებზე არ გვკიდია?
This post has been edited by germany87 on 5 Apr 2009, 00:38