რატომაა რომ მთელი ჭიათურა და ლამის სრულიად საქართველო თბილისში მორბის, რომ სადღაც პადვალში მამასისხლად 1 ოთახი იქირავონ და მთელი დღე ბაზრობაზე იდგნენ?
ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

:
არა და კიდევ ერთი მაზიანი მოვიგე

ისევე, როგორც ლიცემერი, თქვენც ხელისუფლების მომხრე აღმოჩნდით.
კიდევ ერთ "ოპოზიციონერზე" ვფიქრობ იგივეს და მგონი ისიც გამართლდება.
არ მიწყინოთ ქალბატონო ანა. ვერაფრით ვერ ვხდები, შვილების დედა როგორ ხართ მკვლელების პოზიციაზე და ახსნასაც აზრი არ აქვს.
მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტოკურ პოზიციაზე დგას ადამიანი, მაინც დიდ პატივს ვცემ.
მე ნაციონალური მოძრაობის არათუ მომხრეებში, არამედ წამყვანებშიც ბევრი ახლობელი მყავს და ვერც მათი გამიგია ვერაფერი.
ისე ერთი იცოდეთ, ნებისმიერი კარგად გაკეთებული საქმე ერთი უკეთურობით შეიძლება "ჩამოირეცხოს" და არცერთ "შემთხვევით" მოკლულებისთვის არ აშენებულა არაფერი და არ აყვავებულა.
საზოგადოების იმ ნაწილის აშენებული არაფერი მინდა, რომელიც იმას იძახის, რომ გირგვლიანი მოსაკლავი იყოო!
იმ ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელმაც კატასტროფულად დიდი მორალური თუ ფიზიკური ზიანი მიაყება თავის მოსახლეობას, ნიშნავს, რომ მათი ნამოქმედარის გამართლებას.
ეს დანაშაულებებია:
1. დაკარგა ტერიტორიები და ჯიუტად აცხადებს ომი მოვიგეთო;
2. მოიშალა საბანკო სისტემა და ბანკების დასახმარებლად შემოსული თანხები მიითვისა ხელისუფლებამ. ვიცი ამაზე ატყდება აქ ამბავი, წყარო დაიდოსო. წყარო არის ნებისმიერი ბანკი, სადაც შეხვალთ და აღმოაჩენთ, რომ ფული არ მიუღათ. აღნიშნული თანხები ბანკებს უნდა მიეღო იმ მიზნით, რომ აგვისტოს მოვლენების შედეგად შექმნილი კრიზისის გამო დაზარალებულ მსესხებელთა პრობლრემები გადაწყვეტილიყო, ანუ მომხდარიყო ვალების რესტრუქტურიზაცია. ბანკები ამას ვერ ახერხებენ. მიზეზი ტანხების უქონლობაა. ანუ ხელისუფლებამ თავის ხალხის დასახმარებელი თანხები არამიზნობრივად გამოიყენა. მათი მხარდაჭერით ეს სამართლიანია.
3. დღევანდელი ხელისუფლება სატავეში მოსვლიდან ახორციელებდა კერძო სექტორის შევიწროებას და ახლაც აგრძელებს. რამოდენიმე შემთხვევა ახლაც ფიქსირდება შენობების წართმევის და ხელახალი გასხვისების.
4. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების არდაბრუნება. ანუ იმის აღიარება, რომ არასამართლიანად მოხდა ჩამორთმევა, მაგრამ უკან არ დაუბრუნეს. ხელისუფლებამ აღიარა იმ ქმედებათა უსამართლობა.
5. პოილიტიკურ პარტიათა მიმართ ცილისწამებლური კომპანიის წარმოება. ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბება და ძალაუფლების და ძალოვნების არაკოკონსტუტიციურადრი გამოყენება.
6. მუდმივი დაყვედრება 21 საუკუნეში შუქის და გაზის არსებობის. რა თქმა უნდა ეს დანაშაული არ არის, მაგრამ ამ მიზეზით ყველაფრის უფლების ქონებაზე პრეტენზია ნამდვილად არის დანაშაული. დარდა ამისა ეს თითქოს დაყვედრებაა ხალხზე, რომ აქვთ შუქი და გაზი, რომელსაც მოსახლეობა ყიდულობს. ეს დაახლოებით იგივეა, სუპერმარკეტში პურს რომ იყიდი და ამას გაყვედრიდეს ვინმე.
7. სასამართლო სისტემის თითქმის არარსებობა.
8. ანტიმონოპოლიური სამსახურის მოსპობა, იმიტომ რომ მათ უშლიდათ ხელს.
9. განუწყვეტელი რეორგანიზაციები კონტროლის პალატაში. მიზეზი მარტივია. კონტროლის პალატის დამოუკიდებელი ნაწილი მათ შავბნელ საქმეებს ამხელდა.
კიდევ ბევრია ჩამოსათვლელი და ამ ყველაფერზე ჯობია ლაპარაკი ქალბატონო ანა და არა ხელისუფლების მიღწევებით ბედნიერების მეცხრე ცაზე სრიალი.
ისე თუ სადმე რეგიონში გლეხს კარაქი და ყველი აქვს, ამაში ხელისუფლებას არანაირი დადებითი წვლილი არ მიუძღვის.
რით დაეხმარნენ?
იმით რომ ტყეები გაყიდეს და ტყეში არ უშვებენ?
იმით რომ მდინარეები გაყიდეს თევზის დაჭერას ვინ ჩივის, ნათესების მორწყვაც ფასიანია?
იმით რომ ასკილის და კენკრის შეგროვებისთვის აჯარიმებენ?
კაით რა. უკვე სასაცილოც აღარ არის. გასცდა სასაცილოს!