ქუთაისი და სიღნაღი ეგ ყველაზე ცოტაა რაც გაკეთდა ამ პერიოდში.
დავიწყოტ ცოტა გლობალურით:
- შუქი ბოლოს როდის ჩამიქვრა და წყალი ან გაზი როდის არ იყო ჩემ სახლში დიდი ხანი არარ მახსოვს. არადა შეჩვევა იცის ამ ოხერმა კომფორტულმა ცხოვრებამ და მერე ასეთი წვრილმანები უკვე საერთოდ აღარ მიდის ანგარიშშ. არადა ჯერ კიდევ მახსოვს პურის რიგები და ტალონები.
- გაიშნიკი რომ დავინახო სადმე გზაჯვარედინზე თავისი ნოლშესტით ჩასაფრებული, ალბათ ვიფიქრებ ფილმს იღებენ მეთქი შავბნელი წარსულის შესახებ, არადა ეს თითქოს გუშინ იყო ყველაფერი.
- აჭარაში ფაშა რომ იჯდა, დღეს კი ბათუმი შავი ზღვის მარგალიტია, ესეც ფაქტია;
- დღისით, მზისით, მილიციის პირდაპირ მდებარე ჩემ სახლში 1999 წელს ყაჩაღები რომ მივიდნენ და გაწმინდეს ბინა, მილიციამ რომ საერთოდ არაფერი გააკეტა ამ საქმის გასახსნელად ( რუგორც ვხვდები თვითონ ეგენი იყვნენ მაგისთანა საქმეებში წილში და ხშირად საქმის მიმცემებიც) კარგად მახსოვს და დღეს რომ ყველა კანონიერი ქურდი ციხეში ზის ან გაქცეულია, ეგეც ფაქტია.
- მანქანაზე გარდა "სეკრეტისა" კიდევ ორი სიგნალიზაცია მეყენა და გარაჟის კარებს სამ საკეტს ვადებდი (ბორდინგებიც კი სეკრეტით მქონდა მიხრახნილი, ეს ოხრები ბორბლებსაც კი ხსნიდნენ მანქანებს, მარტო ბორდინგებს კი არა), დღეს კი ზოგჯერ ქუჩაში მანქანა ჩაუკეტავი მრჩება და ხანდახან ფანჯარაც კი დამიტოვია ხოლმე ცოტა ცაწეული, მაგრამ რა ვიცი, აღარავინ ეკარება.
- ჩემ სახლამდე თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში რომ ევროსტანდარტებით დაგებული გზა რომ მიდის და ორმოს პოვნა მიჭირს ქალაქში, ეს არაა პატარა საქმე;
- ავტობანი კი არა იმისთანა ორმოები იყო ამ ჩვენ "აბრაშუმის გზაზე", რო სადმე გორთან რომ ჩარჩენილიყავი ჩაბნელებულ ტრასაზე დაღუნული დისკებით, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო;
- ნებისმიერ საკარო უწყებაში 5 ლარიდან დაწყებული და ათასებით დამთავრებული ყოველ ნაბიჯზე რომ ფულის დატოვება უწევდა ამ ხალხს ნებისმიერი წვრილმანი საქმის გასაკეთებლად და დღეს 5 წუთ ში ერთ ფანჯარაში რომ კეთდება საქმეები ეს არაა ცოტა.
- ადრე საჯარო რეესტრში საათობით რიგი რომ გიწევდა ელემენტარული ამონაწერის ასაღებად, რამოდენიმე დღე რომ გაწვალებდნენ თან ქრთამსაც გთხოვდნენ და დღეს რომ სახლში შეგიძლია ინტერნეტით ვებგვერდიდან ამოიბეჭდო, ესეც არაა პატარა საქმე;
- უცხოეთიდან რომ ჩამოვფრინდებოდი ხოლმე და რამე თვითმფრინავი თბილისზე ეშვებოდა, ისე ჩაბნელებული იყო თბილისი, მიჭირდა ზუსტად იმის გაგება, მართლა რაიმე ქალაქზე ვეშვებოდით თუ თვითმფრინავი უბრალოდ მანევრირებდა. მერე ჩამოდიოდი აქოთებულ აეროპორტში, ნებისმიერ მესაზღვრეს ან პოლიციელს შეეძლო გაეჩერებინე და გაეჩხრიკე, ან ქრთამი მოეთხოვა საერთოდ არაფრისთვის, დღეს ჩამოვდივარ და გაჩახჩახებულ თბილისს რომ ვხედავ თვალსაც და გულს უხარია და აღარ მრცხვენია ჩემ გვერდით სკამზე მჯდომი უცხოელების ჩემი ქალაქისთვის, აეროპორტი მსოფლიო სტანდარტებისა გვაქვს, რაც არ უნდა იიაზვონ აქ ზოგიერთებმა, მოსმსახურებაც მსოფლიო სტანდარტების, აეროპორტიდან გამოდიხარ და აღარ დგანან საეჭვო გარეგნობის ტაქსისტები დანგრეული ჟიგულებით, გაჩახჩახებული რკინიგზის ახალი სადგური კი თავისი ორიგინალური დიზაინით ძალიან ალამაზებს იქაურობას. აეროპორტიდან მომავალს არა მარტო დანგრეულ გავერანებული შენობები გხვდება, არამედ ძალიან ლამაზე და გადარებილ შეკეთებული ნაგებობებიც, თუნდაც იგივე პატრულის ახალი შენობა ძალიან ორიგინალურია და ლამაზი, არის ატრაქციონების პარკების ზედ გზის პირზე და საერთოდ ბავშვებისთვის ბევრი გასართობია დღეს როგორც თბილისში ისე თუნდაც აჭარაში, ან ურეკში და საერთოდ ბევრგან. ადრე ერთი ზოოპარკში გვქონდა რამოდენიმე საქანელა და ეხლა აირჩიე სულო დაგულო. ამას საბავშვო მოედნები და სტადიონებიც დაამატე;
- აი დინამოს სტადიონი ცალკე თემაა კიდევ. ეს სილამაზე ნამდვილად საამაყოა და ვერ დავიჯერებ, რომ ძასოხოვმა მიშას და ხელისუფლების მოტხოვნის გარეშე გააკეთა იქ რამე. ყველა შმეთხვევაში იქაც მიშას აქვს წვლილი შეტანილი;
- ხელფასი და პენსია რომ წლობით უგვიანდებოდა ხალხს ის გაიხსნეთ და ბანკში ფულის დატოვების რომ გვეშინოდა და მერე შეადარეთ დღევანდელ საბანკო სისტემას ეს ყველაფერი;
- ქუჩაში ბავშვების საამაყო გმირები რომ ქურდები იყვნენ და ბავშვები ქურდობაზე (უკეთეს შემთხვევაში კი მარშუტკის მძღოლობაზე

) ოცნებობდნენ დღეს კი ბიზნესმენობა უნდათ და უცხოეთში სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის საშუალება აქვს ყველა წარჩინებულ სტუდენტს, ისიც გაიხსენეთ;
- სკოლებში ბავშვები მარტო სამაიმუნოდ რომ დადიოდნენ და ზამთარში რომ ციოდათ, წვიმაში კი აწვიმდათ, დღეს კეთილმოწყობილია ეგ სკოლები და ხუთოსნებს კომპიუტერებს ჩუქნიან, პირველკლასელებს კი წიგნებს და ჩანთებს. მასწავლებლებს ხელფასი არარ უგვიანდებათ და ყოველწლიურად ეზრდებათ, საერთოდ მასწავლებლობა ცოტა უკვე დაფასდა და ამბობენ კიდევ მეტი იქნება გვაცალეთო

;
- ფორმის ცაცმა რომ არ უნდოდათ ქართველ ახალგაზრდებს და ჯარიდან ტავის ასარიდებლად ქრთამებს აძლევდნენ კომისარიატებს, ჯარში კი საჩმელი და ჩასაცმელი არა ჰქონდათ გაიხსენეთ, დღეს კი ძალიან კარგად უზრუნველყოფილი პროფესიონალი ჯარი გვყავს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ნებისმიერი საბრძოლო ოპერაციის შესრულება შეუძლიათ ნებისმიერ პირობებში, სარდლობაც რომ შესაბამისი ყავდეთ და იმედია ამასაც მოევლება;
- დიდი ხანია ხალხო პოლიციელებს ძაღლებს აღარ ვეძახით და პატრულის გამოჩენა უსიამოვნო რეაქციას აღარ იწვევს ჩვენში?!
- სამედიცინო დაზღვევის სისტემა რომ ნებისმიერი გაჭირვებულისთვის ხელმისაწდომი გახდა და ბარაკებისა და ნანგრევების ნაცვლად კეთილმოწყობილ კლინიკებში რომ დადის ხალხი სამკურნალოდ ეს ცოტაა?!
- სასამართლოები რომ ორასი წლის გაურემონტებელ შუშაბანდებში იყო და დრეს თანამედროვე კეთილმოწყობილ შენობებში, მოსამართლეები კი მხარეებს არ ევაჭრებიან, აბა მეტს ვინ გადაიხდითო ესეც ფაქტია (ილაპარაკეთ ახლა მართვად მოსამართლეებზე, მაგრამ პოლიტიკუ პროცესებს ადრე სხვანაირად სჯიდნენ მოსამართლეები?);
- საჯარო უწყებებში შესვლისას თავზე აგურის დაცემის რომ არ გეშინია და სიბინძურე და ცარიელი კაბინეტები რომ არ გხვდება დიდი რიგებით დერეფანში, ეს ცოტა არაა;
- რამოდენიმე თვეში ათიათასობით დევნილს რომ პატარა მაგრამ კეთილმოწყობილი ბინები დაურიგეს ეს ცოტაა?!
- რუსთაველზე რომ გაივლიდი და ივერია რარაც საზიზრარ შთაბეჭდილებას ტოვებდა ლტოლვილების გამოფენილი თეთრეულით და გაჭვარტლული მილებიანი კედლებით დღეს კი ბზინავს მინით და ალუმინით ეს ცოტაა?! თან მარტო ივერია?, აჭარა თუნდაც ან რამდენი ერთი ჩამოვთვალო!
- სპორტში რომ ყოველწლიურად მილიონები იდება და ოქროს მედლების რაოდენობა იზრდება, ეს ცოტაა?!
- ხალხის მენტალიტეტი შეიცვალა, ხალხი მოპარვისა და ქრთამის აღების ნაცვლად შრომას სწავლობს და სხვისი შრომის დაფასებას, გადასახადების გადახდას შეეჩვია ხალხი სხვა ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ქვეყნის შენებისთვის?!
- ქვეყანა ქვეყანას გავს და მცნება სახელმწიფო ცარიელი სიტყვა აღარაა. ადრე სახელმწიფოს ინტერესი ყველას ფეხებზე ეკიდა, ყველა სახელმწიფოს პარავდა და სახელმწიფოს ხარჯზე ითბობდა ხელს დღეს კი სულ სხვა სურათია;
-სახელმწიფო ქონება ადრე კაპიკებში იყიდებოდა ახლა კი მილიარდები შევიდა ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტი ძალიან სერიოზულად გაიზარდა როგორც ამის, ისე გადასახადებისა და საბაჟო შემოსავლების ხარჯზე;
- ქვეყანაში მილიარდიანი ინვესტიციები იდება, არაც ედიკას დროს ზღაპრადაც არავის ეჯერა;
- საქართველოს პოლიტიკური ბედით სერიოზულადაა დაინტერესებუილი ევროკავშირი და აშშ, ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ მანამდე არ იყო და მილიარდიანი დახმარებები ადრე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა;
ეს ყველაფერი და ბევრი სხვა გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საომარ პირობებში იმყოფება მთელი ეს წლები.
გადით მეზობელ ქვეყნებში და შეადარეთ საქართველოს. თუნდაც სომხეთი, უკრაინა, შუააზია, მოლდავეთი, ან რუსეთი აიღეთ რას გავს, მიუხედავად მაგათი სიმდიდრისა. ყველაზე კორუმპირებული და გახრწნილი ქვეყანაა, სადაც მოსკოვში დიდი სიმდიდრეა, პროვინციები და მოსახლეობის 85% კი საზიზღარ პირობებში ცხოვრობს. ჩვენზე გაცილებით უარესში ჩემი აზრით.
ჰო სადაც თქვენი დაიკვეხნოთ ბატონო ოპოზიციონერებო, იქ ამ ხელისუფლებისაც თქვით ცოტა, მარტო ნუ აგინებთ, კარგიც გაიხსენეთ, რომლის მეასედის გამკეთებელიც არაა ბევრი თქვენგანი.
This post has been edited by mmb on 6 Apr 2009, 12:18