წინა დროშა რომ იქმნებოდა, ჩანაფიქრი დაახლოებით ასეთი იყო: ქართული ფერი - შინდისფერი; თეთრი ფერი - კეთილი; შავი ფერი - ბოროტი. თეთრი ზოლი ზემოთ უნდა ყოფილიყო და შავი - ქვემოთ. ბოროტსა სძლია კეთილმან...
დახატეს, შენ ხარ ჩემი ბატონი და რას ხედავენ, თეთრი რადგან ზემოთაა, კონტურია დაკარგული, დროშის მართკუთხედი თითქოს გახსნილია, საზღვარი არ აქვს... მოკლედ, არ ვარგა. ჰოდა, ადგნენ და თეთრსა და შავს ადგილები გამოუცვალეს, კონტურისთვის, ასე ვთქვათ. ბოროტი კეთილის თავზე მოაქციეს
მართლა ასე იყო, არ ვაზვიადებ. ქართველები მაშინაც ასეთივე უტვინო, არასერიოზული ლეღვები ვიყავით.
მისტიკოსი არ ვარ, მაგრამ თუ სიმბოლოებს რამე მნიშვნელობა აქვს, ამ დროშის ქვეშ ყველაფერი აგვიხდა. როგორც შეეფერებოდა ქვეყანას, რომელმაც თავის დროშაზე ბოროტი კეთილის ზემოთ მოაქცია, ისე წავიდა საქმე 1918-1921 წლების რესპუბლიკისაც და 1991 წლის საქართველოსიც.
ხუთჯვრიანი დროშა კი, ეწერა უკვე აქ, ნაციონალებამდე საპატრიარქომ ააფრიალა.
ჩვენი არასერიოზული სილეღვე იმაშიც ჩანს, დროშას როგორ ვექცევით.
ოთხი პატარა ჯვარი
უნდა იყოს ბოლნური. ეს თვითონ ბოლნისის ჯვარი, რის გამოც დაერქვა სახელი:

იგივე ჯვარი მცხეთის ჯვარზე:

ნახეთ აბა, თუ სადმე იცავს ვინმე დროშის შეკერვისას პატარა ჯვრების ფორმას? ოფიციალური ორგანოებიც კი მიჰქარავენ.
არ ვვარგივართ, მოკლედ.
This post has been edited by Geronti on 9 Apr 2009, 19:30