კი მესმის ჩემო ჩეგე, მაგრამ მარტო სამი რას მოვილაპარაკებთ უფრო მეტნი უდა შევიკრიბოთ.
* * *
აი დასაწყისი ახალი თემისთვის. დაააკოპირეტ და გახსენით ახალი თემა მე ვერ ვხსნი. -
როგორც არ უნდა აპოლიტიკური ადამიანი იყო, დღევანდელი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის ნამდვილ გულშემატკივარს აიძულებს თავისი აზრი გამოთქვას მიმდინარე მოვლენების შესახებ.
დავიღალე და ალბათ ჩემთან ერთად სხვა ბევრიც, იმ აბდაუბდით და უთავბოლობით რაც გვესმის გინდ პოზიციის და გინდ ოპოზიციისგან. მრცხვენია, რომ ისტორიის მანძილზე მრავალი დიდებული მოაზროვნის მშობელ ქვეყანას ასეთი უსუსური და მართლაც სასირცხვილო ხელისუფლება გვყავს. მაგრამ ის რასაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს ზიზღის გამომწვეველია.
რა ლაპარაკი უნდა იმას რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ამის მერე სულ ანგელოზებად რომ იქცნენ მაინც ვერ გამოასწორებენ ნამოქმედარს. ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
მაგრამ მოვიხედოთ ვინ მოდის? ვის უნდა ჩავუგდოთ ქვეყანა ხელში. გადახედეთ, ეს ისევ ის ხალხია ვინც ადრე ამბობდა "ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათო." მითხარით არის ვინმე ახალი მათში. არის ვინმე ვისაც ან მაშინ ან მას შემდეგ რამე სკამი არ ეკავა ან მაშინ არ წიკვინებდა შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნით? არის ვინმე ახალი? ეხლა ისევ ის ხალხი გაიძახის "ოღონდ სააკაშვილი წავიდეს და მერე მოვიფიქრებთ რა ვქნათო".
თუ გადააყენეს მერე? მერე დაიშლება ალიანსები, ერთმანეთის ჭამას მოყჰყვებიან სანამ არ დაინაწილებენ სასუსნავს და მერე ვიღას გაახსენდება ის "ქართველი ხალხი" ვისი სახელითაც "ვენებს იჭრიდნენ".
ის არჩევანი მაინც გვქონდეს ორ ცუდს შორის ნაკლებ ცუდს რომ ვირჩევდეთ. სამწუხაროდ ორივე მხარე ისეთი ცუდი არჩევანია ან შეგრცხვება ან შეგზიზღდება. მოდი ყველა ოპოზიციონერის ნაკლის ჩამოთვლას არ დაიწყებ, ძალიან გამიგრძელდება. მაგრამ ხომ აშკარაა რომ ყველა მათგანი, სხვადასხვა ხარისხში მაგრამ, მაინც სკამისათვის იბრძვის.
მაშ რა ვქნათ ჩვენ, ვისაც არც ერთი გვინდა და არც მეორე. ეხლა ისეთი დროა ჩვენი სათქმელი ჩვენც უნდა ვთქვათ. გავაგებინოთ რომ არის "სხვა აზრიც", "სხვა ხედვაც" ორი კაციც რომ ვიყოთ ჩვენი სათხმელი ჩვენც უნდა ვთქვათ. ასე რომ თუ ვინმე მეთანხმება, დავთქვათ რამე ცივილიზირებული ადგილი (არა ქუჩა) და ჩვენი ხმა ჩვენც მივაწვდინოთ ჯერ ხალხს და ქვეყანას და მერე ვაიპოზიციას და ვაიოპოზიციას.
ვინც გვეთანხმებით ამოვიღოთ ხმა, თორემ წაგვლეკეს და წაგვართვეს ეგ ამოუღებელი ხმა "ქართველი ხალხის" სახელით მოლაპარაკე, "აღშფოთებულმა", "მესიჯებით" მოაზროვნე სკამის პოლიტიკოსებმა, ორი სიტყვა ერთმანეთზე რომ ვერ მიუბიათ ჰაერში "ბრჭყალებ" ჩამოუსმელად და ოპოზიციის "პოზიციას" რომ "აფიქსირებენ" ყველგან და უაზროდ.
* * *
აჰა ესეც მიამატეთ ზემოთ მოყვანილ წერილს -
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ არცერთ მხარეს არ ვუჭერ მხარს. მრცხვენია რომ ასეთი ბინძური მთავრობა გვყავს და მეორე მეზიზღებიან ვინც ამ საჯდომქიცინა ოპოზიციას ეხმარებიან სკამის დათრევაში. სხვა მიზანს ამ მიტინგობანაში ვერ ვხედავ.
მოკლედ. დავუშვათ მივიდა ამ მიტინგზე იმდენი რამდენიც უნდა რომ მისულიყო ოპოზიციას. 150 000. აბა ეხლა გადავხედოთ ოფიციალურად რამხელა ელექტორატი გვყავს - 1,5 მილიონი. მერე მოვაკლოთ ოპოზიციის "დადგენილი" კარუსელები და მკვდარი სიები. ერთი 1,2 ხომ მაინც დარჩება ნაღდი ამომრჩეველი. ეხლა მოდი ოპზიციის სასიხარულოდ წავუმატოთ მათ მომხრეებს ცოტა, წარმოვიდგინოთ რუსთაველი რეზინისაა და გუგლიც და ყველა ტოპოგრაფიული გამომცემლობებიც ნაცმოძრაობამ მოისყიდა. მოკლედ რუსთაველი იმდენად დიდა რომ იმ ვიღაც ნასას მთვლელებმა მართლაც დაითვალეს 276 000-ათასი. მე ჩემი მხრიდან დავამრგვალებ ამ ციფრს. დავუშვათ, რეგიონებშიც ხომ არიან ოპოზიციის მომხრეები ჯამში ნუ სულ მთლიანად ჩავთვალოთ მომიტინგე 300 000 (ხვდებით ალბათ რომ ძალიან გავუტიე ფანტაზიებში) მერე კაი. ეხლა მითხარით 300 000 რამდენი პროცენტია 1 200 000-ის. მათემატიკა ვინც არ იცის გეტყვით რომ 25%. ჩემის აზრით არ აქვს 25% იმის უფლება რომ ილაპარაკოს ხალხის სახელით. დააკვირდით რას ვამბობ. ნუ ლაპარაკობენ რომ მთელი საქართველო თვითონ არიან.
მიშა კი უნდა წავიდეს მარა არა იმიტომ რომ ეს დეგენერატები ითხოვენ. არამედ იმიტომ რომ ალალი ხალხი. ვისაც ეყო ღირსება არ წასულიყო დღეს მიტინგზე და არ ათქვეფილიყო იმ ზედახორაში, ვინც არ დადგა სკამისთვის აყროყინებული ვაი ოპოზიციის გვერდით, აი ამ ხალხს უნდა სცეს პატივი და მართლაც გადადგეს.
* * *
chege100TOMMY_HILFIGERრა ხდება? დრომ დაიწყო ნელა დინება თუ მე ვარ ზედმეტად აქტიური?
* * *
ჩვენ არ გვაქვს უფლება.................... !შემოიხედეთ აქაც
This post has been edited by Salvador on 10 Apr 2009, 00:38