სამწუხაროდ დამანგრეველი ლოგიკა მოქმედებს მასაში - რომ რუსების აქტიურობა მიშას პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად. ასე მოფიქრალ ადამიანს ვერაფერს შეაგონებ. რუსეთი რომც შემოვიდეს და დაგვბომბოს, ესეთები მაინც მიშას გალანძღავენ და დააბრალებენ.
ეს ხომ თვითმკვლელი ქართული გენია - მრავალი საუკუნის მანძილზე რომ ისპობს თავს...
რა თქმა უნდა, ამ ლოგიკის არსებობაში ჩინოვნიკთა შეცდომებს, გადაცდომებს და დანაშაულებსაც მიუძღვით (შეიძლება გადამწყვეტი) ბრალიც, მაგრამ, ნუთუ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს და საზოგადოებას პასუხისმგებლობის განცდა? ღირებულებათა იერარქია?
კი, მართლა საშIნელებაა, როდესაც შვილს მოგიკლავენ, ამ დროს ცივი და ობიექტური მსჯელობა-აზროვნება არ მოგეთხოვება კაცს..
მაგრამ, ახლა ხომ სასწორზე საქართველოს საბოლოო განთავისუფლება-არგანთავისუფლება დგას რუსეთისაგან! ჩემს გარშემო ვინცაა ოპოზიციურად განწყობილი, ამ ხალხს ეს ლოგიკა არ ესმით. არ უნდათ გაიგონ!
პატრიარქის სიტყვების ფრიალი ყველას უყვარს და მისი ერთ-ერთი მთავარი ნათქვამი (და მის გარდა ეს მრავალი დიდი მოაზროვნის ნათქვამიცაა) არავის ახსოვს: რომ "კატეგორიული აზროვნება დამღუპველია". ამან დაგვღუპა 91-92-ში და ჩვენმა ნაციონალურმა ამბიციურობამ და თვითრჯულობამ. ეხლაც ესენი გვღუპავს..
ადამიანს უნდა შეეძლოს საპირისპირო აზრის არსებობის მართლზომიერების დაშვება! რაც გინდა მიუღებელი და არახელსაყრელი იყოს ეს აზრი შენთვის. ადამიანს უნდა შეეძლოს მიზნების მიღწევისას რეალობის ობიექტური ხედვა და იმ "კოჭებით თამაში" რაც იმ წუთში ხელთ აქვს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი ხედვიდან გამოსვლა და სამყაროს და საკუთარი თავის ობიექტური ჭვრეტა და ანალიზი.
როცა სიძულვილს აყვები, როდესაც მხოლოდ ემოციით მოქმედებ მაშინ ეს ყველაფერი იკარგება...
თუმცა, ხალხს უჭირს და რა დროს ფილოსოფიაა

ქვეყანაში უსამართლობაა და რა დროს ფილოსოფიაა

მიშა აგერ გვყავს და რა დროს რუსეთია

და დედამო2წ3#$%#$%%ული რუსები კი სიხარულით უყურებნ მათ გასაკეთებელს როგორ ვაკეთებთ თავად ჩვენ..
ისე, როგორც ბერძნების, რომაელების, სპარსების, ოსმალების, სელჯუკების, არაბების, მონღოლების და რუსების საქმეს ვაკეთებდით მრავალი საუკუნე... ერთმანეთის ჭამით და ლანძღვით...
ისე როგორ უნდა მძულდეს ან ზვიადი, ან ედუარდი, ან მიშა, რომ მისადმი სიძულვილით აღტყინებულმა ვერ შევამჩნიო, ეს სიძUლვილი როგორ ვნებს ჩემს ქვეყანას?
"გოდორი" გვჭირს ქართველებს [/quote]
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...