Bigmanცხადია ყველა მემარჯვენე პარტია ყველა პუნქტს არ იზიარებს და არც მხოლოდ მემარჯვენეების "კერძო საკუთრებაა" ეს პარამეტრები ... მაგრამ მაინც ეს ყველაზე მარტივი კრიტერიუმებია ... გარკვეული სტანდარტიზირებული კითხვარი
მემარჯვენეების "კატეხიზმო"

1. კონსერვატორული მსოფლმხედველობა (ტრადიციებისა და ავტორიტეტების ერთგულება)
2. საზოგადოების იერარქიულობა (საზოგადოებრივი თანასწორობის პრინციპის მიუღებლობა)
3. კერძო საკუთრებისადმი ერთგულება; ხშირად ეკონომიკური ლიბერალიზმი
4. "ახალი" მემარჯვენეებისათვის სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, "ძველი" მემარჯვენეებისათვის განსაკუთრებული მოწიწება სახელმწიფოსა და კანონის ავტორიტეტისადმი ( "სახელმწიფო უნდა იყოს პირდაპირი, მტკიცე და შედეგიანი")
5. რელიგიურ ფასეულობებისადმი ერთგულება, ეკლესიას უნდა ჰქონდეს მუდმივი ადგილი ხელისუფლებაში
6. რევოლუციური ცვლილებების მიუღებლობა
7. სახელმწიფოს ინტერვენციონალიზმის მიუღებლობა
8. სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის განვრცობის მიუღებლობა
9. ჯანმრთელობისა და განათლების დაცვის კერძო სამსახურები
10.სახელმწიფო ადმინისტრაციისა და საგადასახადო სისტემების გამარტივება
11.კანონის გამკაცრების პოსტულატები
12.ბაზრის ხელოვნური რეგულირების მცდელობების მიუღებლობა
13.საზოგადოებრივი და ყოფითი ლიბერალიზმის მიუღებლობა
14.ლიბერალურ მემარჯვენეებისათვის პროფესიონალური ჯარის პოსტულატი
15.პოლიტკორექტულობის მიუღებლობა
16.სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა
17.ევროსკეპტიციზმი
18.მიგრაციის მოწინააღმდეგე
19.LGBT და ფემინისტური მოძრაობების მოწინააღმდეგეები
20.ანტიკომუნიზმი
თუ კითხვების 80%-ს მაინც დადებითად პასუხობთ მემმარჯვენედ მოიაზრებით
მემარჯვენეები თავისთავად იყოფიან:
ტრადიციონალისტური და ლეგიტიმისტური (კონტრევოლუციური) მემარჯვენეები
კონსერვატიული (ევოლუციონისტეი) მემარჯვენეები
ლიბერალური მემარჯვენეები
ეროვნული (ნაციონალისტური) მემარჯვენეები
ავტორიტარული მემარჯვენეები
რევოლუციურ-კონსერვატორული მემარჯვენეები
ახალი მემარჯვენეები
This post has been edited by August on 7 Apr 2010, 19:40
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/