რუსეთ-საქართველოს გასული წლის აგვისტოს ომი.
შუა ომის დროს პრეზიდენტი ჩადის ფრონტისპირა ქალაქში, რომელიც არის ინტენსიური დაბომბვის ქვეშ და არანაირი გარანტია არ არის, რომ მორიგი მსხვერპლი თავად არ იქნება, თუმცა ის დგამს ამ ნაბიჯს იმისთვის, რომ იდგეს იქ, სადაც მის ხალხს ყველაზე მეტად უჭირს.
ამ დროს, ბომბდამშენების მორიგი გადმოფრენის დროს (ინტერვიუს აძლევს უცხოელ ჟურნალისტს), იგი ყოველგვარი შიშის გარეშე, მშვიდად ეუბნება მას – "წავიდეთ" (let's go away) და მიდის ავტომობილისკენ.
შემდეგ ისმის დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება (და ეს ადამიანია ერთადერთი, რომელსაც პრეზიდენტიც უნდა დაემორჩილოს, იხ. შესაბამისი ნორმატიული აქტები) - "გავიქცეთ ყველანი" და მირბიან შეჯავშნული ავტომობილისკენ. შემდეგ დაცვის უფროსი მეორე ბრძანებას იძლევა "თავი დაახრევინეთ" (იგულისხმება, რომ პრეზიდენტს უნდა გადაეფარონ), აქ ამ კადრებში არ ჩანს, მაგრამ დაცვა ძალით ეფარება პრეზიდენტს ზემოდან.
სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, პრეზიდენტი კვლავ რჩება იქ.
ახლა გეკითხებით, ობიექტურად მითხარით, ეს შეშინებული ადამიანის საქციელია თუ პირიქით?
http://www.youtube.com/watch?v=xlN7VDe7XXk This post has been edited by Prezidenta on 11 Apr 2009, 13:35